ანანურის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 129:
| გეგმა_წარწერა=
}}
ანსამბლის მთავარი ნაგებობა — ღვთისმშობლის ეკლესია დგას „ხევსურული კოშკის” აღმოსავლეთით. სამხრეთ ფასადის მარცხენა ნაწილზე არსებული ცხრამეტსტრიქონიანი სამშენებლო წარწერის თანახმად, იგი [[1689]] წელს მდივანბეგ ბარძიმის დაკვეთით აუგია ბოქაულთუხუცეს ქაიხოსრო ბაღსარაშვილს<ref group="კ">.

{{ციტატა|ქ. ჵი წყევისა დამჴსნელი და [ა]დამ პირველისა მამისა ჩვენისა კვალად სამოთხედვე შემყვანებელო, ასულო და მამისა ადამისა, უთესლო მშობელო, მღვთისა კაცთა მიმართ გარდამოსვლისა მიზეზო და კაცთა ბუნებისა ქვეყნით ზეცად აღმყვანებელო, ყოვლად წმინდაო მარიამ, მშობელო ევმანოელისაო, რომელმან ნებითა, შეწევნითა შენითა ჳელ ჰყო არაგვის ერისთავის შვილმან, მდივანბეგმან პატრონმან ბარძიმ თვისისა სასაფლაოსა ამის ანანურისა, მღთის მშობელისა საფუძველითურთ შენებად, მარავალცა არიან წელნი ცხოვრებისა მისისანი და მე წინამდგომელი თვისი ბაღსარაშვილი ბოქაულთუხუცეს ქაიხოსროვ დამადგინა წმინდასა ამას მონ[ა]სტერსა ზედან სარქრადა. უწყის ღმერთმან, რაც შეძლება მქონოდა დღივ და ღამ მოუსვენებლად ვშვებოდი, არ ვეც ძილი თვალთა ჩემთა ვიდ[რ]ემდის განასრულებდენ მონასტერსა ამას. ანანურისა მღთისმშობელო, შენ მცველ მფარველ მექმენ მე სოფელსა ამას შინ[ა] კეთილად, ცხოვრებითა და სინანულითა საუკუნოსა ამინე(!) ჳმა იგი სანადელი, ვითარმედ მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დამიმკვიდრე შენთვის განმზადებული და ღირს მყავ მე ცოდვილი ნაწილსა მას მ[ა]რთალსა იმკვიდრენა(!) და საუკუნოსა მას, ამინ. ვინც წ[ა]იკითხოთ, შენდობას ბრძანებდეთ თქვენცა. ღმერთმან თქვენც შეგინდნეს ქორონიკონსა ტოზ (წარწერა მოცემულია პარმენ ზაქარაიასეული ვერსიით).}}</ref>.
 
ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა (23,1 X 17,2 მ), აშენებულია თლილი ქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. შიდა სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი და ცენტრში აღმართული გუმბათი, რომელიც ეყრდნობა აფსიდის კუთხეებსა და ორ რვაწახნაგა ბოძს. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის გვერდებზე ჩრდილოეთით აფსიდიანი სამკვეთლოა, სამხრეთით — სწორკუთხა სადიაკვნე. მათ თავზე საიდუმლო ოთახებია. ორივე სათავსში საკურთხევლის მიმდებარე კედლებში მოწყობილია კიბეები მეორე სართულის ოთახებისაკენ, იქიდან კი კონქის თავზე ასაძრომად. გუმბათის ყელში გაჭრილია თექვსმეტი სარკმელი. ჯვრის მკლავებში სარკმლები არათანაბრადაა განაწილებული: საკურთხეველსა და ჩრდილოეთის მკლავში, დიდი თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს, ზემოთ, თითო პატარა, შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან მრგვალი სარკმელია. სამხრეთით ორი თაღოვანი სარკმელია ერთ დონეზე. დასავლეთის მკლავი უსარკმლოა. ამ მხარეს მხოლოდ კუთხის სადგომების თითო სარკმელი გამოდის. თითო მრგვალი სარკმელია მოწყობილი სამკვეთლოსა და სადიაკვნოს აღმოსავლეთ კედელში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანანურის_ციხე“-დან