ალასტანის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ალასტანის ეკლესია''' — [[დარბაზული ეკლესია]] [[საქართველო]]ში, სოფელ ალასტანში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1600 მეტრზე. დათარიღებულია [[X საუკუნე|X]]-[[XI საუკუნე|XI საუკუნეებით]].
 
ეკლესიას ამჟამად კამარები და კედლის ნაწილიც წაცილი აქვს და მიწურივით არის გადახურული. მას აქვს ორი შესასვლელი, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, თუმცა დასავლეთის კარი ამოშენებულია. დასავლეთის და აღმოსავლეთის ფასადში თითო თაღოვანი სარკმელია. ამჟამად ორივე გაუქმებულია. ფასადები მოპირკეთებულია მოწითალო და მოყვითალო ფერის ანდეზიტური კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადს ამკობს სარკმლის თავზე მოჩუქურთმებული წარბები და აქვს პროფილირებული შუბლი. უფრო მაღლა კი ჯვარია ამოკვეთილი. ამავე ფასადზე კიდევ რამდენიმე ბოლნური ჯვრის გამოსახულებაა გამოკვეთილი. აქვე ხუთ სხვადასხვა ქვაზე ლაპიდარული წარწერებია. წარწერები შესრულებულია ასომთავრული და ნუსხური ნარევით. მათი ნაწილი კი საუკუნიდან დაზიანებულია. სარკმლის ზემოთ, მარცხენა მხარეს, იკითხება {{ციტატა|„ესე მე ნოშელმან დავდე ქვაი“}}; ხოლო მარჯვნივ: {{ციტატა|„ესე მე დაჩიმ საოლისძემან.“}} წარწერები გვამცნობენ მშენებლობისას ქვათა შემწირველთა სახელებს, ნოშელსა და დაჩი საოლის ძეს.
 
ალასტანის ეკლესიას [[2006]] წლის [[30 მარტი|30 მარტს]] მიენიჭა [[კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი|კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი]]. ამავე წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.