ამალია ოლდენბურგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
 
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]]|2=2019 წლის 9 ივლისი}}{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = ამალია ოლდენბურგელი
|სურათი = Amalia of Oldenburg.jpg
|რელიგია = [[ლუთერანიზმი]]
}}
'''ამალია ოლდენბურგელი''' ({{lang-de|Amalie von Oldenburg}}, {{lang-el|Αμαλία της Ελλάδας}}; დ. [[21 დეკემბერი]], [[1818]] — გ. [[20 მაისი]], [[1875]]) — [[ოლდენბურგები|ოლდენბურგების]] დინასტიის წარმომადგენელი. ოლდენბურგის ჰერცოგ [[ავგუსტ I (ოლდენბურგის ჰერცოგი)|ავგუსტ I]]-ისა და ადელჰეიდ ანჰალტელის ასული. საბერძნეთის პირველი დედოფალი 1836-62 წლებში როგორც [[ოტონი (საბერძნეთი)|ოტონ ბავარიელის]] მეუღლე.
 
== ადრეული ცხოვრება ==
ამალია დაიბადა 1818 წლის 21 დეკემბერს ოლდენბურგში. იგი იყო ოლდენბურგის ჰერცოგ [[ავგუსტ I (ოლდენბურგის ჰერცოგი)|ავგუსტ I]]-ისა და მისი პირველი ცოლის, ადელჰეიდ ანჰალტელის პირველი შვილი. იგი ორი წლისაც არ იყო, როდესაც დედამისი, 1820 წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი მშობიარობას გადაჰყვა, რის გამოც მამამისი მეორედ დაქორწინდა ამალიას დეიდაზე.
 
== ქორწინება ==
1836 წლის 22 დეკემბერს, ოლდენბურგში შედგა ამალიასა და საბერძნეთის მეფე ოტონის ქორწინება. [[ოტონი (საბერძნეთი)|ოტონი]] ბავარიის მეფე [[ლუდვიგ I (ბავარია)|ლუდვიგ I]]-ისა და დედოფალ [[ტერეზა საქსენ-ჰაილდბურგაუზენელი|ტერეზა საქსენ-ჰაილდბურგაუზენელის]] მეორე ვაჟი იყო. მან საბერძნეთის ტახტი 1833 წელს დაიკავა და მემკვიდრის გასაჩენად მეუღლე სჭირდებოდა, ამიტომაც მან თავისი არჩევანი ამალიაზე შეაჩერა, რომელიც მთელ ევროპაში ულამაზეს პრინცესად ითვლებოდა.
 
== საბერძნეთის დედოფალი ==
 
=== დამხობა ===
მკვლელობის მცდელობიდან ერთ წელიწადში, ათენში აჯანყებამ იფეთქა, რა დროსაც მეფე-დედოფალი პელოპონესში იყო წასული. მეფე ოტონს მხარი არავინ დაუჭირა, რის გამოც აჯანყებულებმა 1862 წლის 20 მაისს იგი ტახტიდან ჩამოაგდეს. სულ მალე ბერძნებმა თავიანთ მეფედ დანიის მეფე [[კრისტიან IX]]-ის ვაჟი აირჩიეს. ამის გამო, ოტონმა და ამალიამ სასწრაფოდ დატოვეს საბერძნეთი. მათ გაქცევაში დედოფალ [[ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)|ვიქტორიას]] ბრიტანული საბრძოლო ხომალდი დაეხმარა.
[[ფაილი:The expulsion of King Otto.jpg|მინი|326x326პქ|ოტონისა და ამალიას გაქცევა საბერძნეთიდან]]
ისტორიკოსები დღემდე ვარაუდობენ, რომ ოტონს არ დაამხობდნენ, ამალიას რომ მემკვიდრე გაეჩინა. როგორც გაირკვა, აჯანყების მიზეზი სწორედ მემკვიდრის გადაუჭრელი პრობლემა გახდა. თუმცა, ისიც მართალია, რომლ 1843 წელს მიღებულ კონსტიტუციას ოტონი დაეთანხმა, რის მიხედვითაც მის შემდეგ ტახტი მის ძმებსა და ძმის შვილებზე უნდა გადასულიყო.
 
== ლიტერატურა ==
* Irwin, Jason And Jen (2012-11-07). "When Life Doesn't Give You A Uterus...Make Lemonade: The Old Days". When Life Doesn't Give You A Uterus...Make Lemonade. Retrieved 2018-09-07.
* Marialé (2012-04-14). "ROKITANSKY SPACE: Amalia queen of Greece han MRKH". ROKITANSKY SPACE. Retrieved 2018-09-07.
* "HISTORY - Royal College of Physicians of Edinburgh" (PDF).
* Marysville Daily Appeal, Number 14, 17 January 1863
* "Archived copy". Archived from the original on 2016-10-10. Retrieved 2014-03-31. National Costume of Greece
* Brekis, Spyros, L Ph.D.; Ίστορια της Νεωτέρας Ελλάδος (History of Modern Greece) (in Greek) (2003)
* John Van der Kiste, Kings of the Hellenes (Sutton Publishing, 1994) ISBN 0-7509-2147-1
* Brekis, Spyros L. Ph.D.; Ιστορια της Νεωτερας Ελλαδος (History of Modern Greece) (in Greek) (coursebook in the 'History of Modern Greece' course of the University of Athens)
* Zaoussis, Alexander L.; Αμαλια και Οθων (Amalia and Othon) (in Greek) Okeanida, 2002. ISBN 960-410-254-0
 
{{საბერძნეთის დედოფლები}}