ამალია ოლდენბურგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
 
== ადრეული ცხოვრება ==
ამალია დაიბადა 1818 წლის 21 დეკემბერს ოლდენბურგში. იგი იყო ოლდენბურგის ჰერცოგ ავგუსტ I-ისა და მისი პირველი ცოლის, ადელჰეიდ ანჰალტელის პირველი შვილი. იგი ორი წლისაც არ იყო, როდესაც დედამისი, 1820 წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი მშობიარობას გადაჰყვა, რის გამოც მამამისი მეორედ დაქორწინდა ამალიას დეიდაზე.
 
== ქორწინება ==
1836 წლის 22 დეკემბერს, ოლდენბურგში შედგა ამალიასა და საბერძნეთის მეფე ოტონის ქორწინება. ოტონი ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ისა და დედოფალ ტერეზა საქსენ-ჰაილდბურგაუზენელის მეორე ვაჟი იყო. მან საბერძნეთის ტახტი 1833 წელს დაიკავა და მემკვიდრის გასაჩენად მეუღლე სჭირდებოდა, ამიტომაც მან თავისი არჩევანი ამალიაზე შეაჩერა, რომელიც მთელ ევროპაში ულამაზეს პრინცესად ითვლებოდა.
 
== საბერძნეთის დედოფალი ==
 
=== პირველი წლები ===
[[ფაილი:Official entrance of king Otto and queen Amalia in Athens 1837.jpg|მარცხნივ|მინი|318x318პქ|მეფე ოტონისა და დედოფალ ამალიას საზეიმო შესვლა ათენში, 1837 წელი]]
ტახტზე ასვლის პირველ წლებში, სილამაზითა და კეთილშობილური ხასიათით გამორჩეულმა დედოფალმა ამალიამ თავის მეტად გაჭირვებულ სამეფოში მოდისა და კულტურის აღორძინებას მიჰყო ხელი. იგი აქტიურად აკონტროლებდა ათენში ახალი ბაღებისა და ხეივნების გაშენებას. ამით და კიდევ თავისი საოცარი გარეგნობის წყალობით, მან ბერძნების გული მალევე მოიგო. მის პატივსაცემად, ბერძნებმა ელის რეგიონში ქალაქი ამალიადა დააარსეს, ხოლო ქალაქ მიგნესიაში მის პატივსაცემად მთავარ აკროპოლისს ამალიაპოლისი ეწოდა. ისტორიაში პირველად, დედოფალმა ამალიამ საბერძნეთში ნაძვის ხეები ჩაიტანა და გააშენა.
 
=== პოლიტიკური აქტივობა ===
დედოფალი ამალია პოლიტიკურად მეტად აქტიური პიროვნება აღმოჩნდა, რაც მეფე ოტონის ბავარიელ მრჩევლებს დიდად არ მოსწონდათ. სწორედ ამიტომ, იგი დიდი თავდასხმებისა და შეთქმულების მთავარი სამიზნე გახდა. ის ფაქტი, რომ ბავშვს ვერ აჩენდა, კიდევ უფრო უბიძგებდა მას პოლიტიკაში ჩართვისკენ. აღსანიშნავია, რომ იგი ლუთერანად რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ მართლმადიდებლური ქვეყნისა და სრულიად მართლმადიდებლური სამყაროს ცენტრის დედოფალი იყო. მისი სასახლის დიასახლისი, გრაფინია პლუსკოვი დიდ გავლენას ახდენდა სახელმწიფო მართვის საქმეებზე. განსაკუთრებით ავსტრიასთან დაკავშირებულმა დავამ, მეფესა და დედოფალს შორის დიდი განხეთქილება გამოიწვია. პლუსკოვი მათ დაშორებას ცდილობდა, რის გამოც საბოლოოდ ამალიამ იგი სამეფო კარიდან გააძევა.
 
=== მოდა ===
[[ფაილი:Amalieoldenburg.jpg|მინი|321x321პქ|დედოფალი ამალია ბერძნულ სამოსში]]
1837 წელს, საბერძნეთში დედოფლად ჩასვლისთანავე, მან დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის სოციალურ ცხოვრებასა და მოდაზე. მან გააცნობიერა, რომ ბერძნებს გერმანული კაბებით გამოწყობილი დედოფალი არ მოეწონებოდათ, ამიტომაც იგი ამალიამ ტრადიციული ბერძნული სამოსის ტარება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მისი ტანსაცმელები ნამდვილი ბერძნული კაბის დიზაინს აცდელინი იყო და მაინც ევროპულისაკენ იხრებოდა. ამ ინოვაციას, რომლითაც ბერძნულ-გერმანული სამოსები გაერთიანდა, დიდი აღიარება მოჰყვა საზოგადოებაში და დღემდე არ კარგავს პოპულარობას. ასეთ კაბას ''ამალიას კაბას'' უწოდებენ. მისი სტილის მიხედვით, კაბის ზედა ნაწილი ვიწრო და ტანზე მომდგარია, ბერძნული ორნამენტებითა და ვიწრო ბეწვის კანტებით, ქვედა ნაწილი კი მეტად გაშლილი და ფართოა. ზედა ნაწილი ძირითადად ბამბით, ან აბრეშუმით შეკერილ თეთრ პერანგზე შემოცმული მუქი, ძირითადად ხავერდის ნაქსოვი ჟილეტია გრძელი სახელურებით. როგორც წესი, მისი კაბების ზედა ნაწილი ყოველთვის მუქი და დატვირთული იყო, ქვედა კი ბაცი და უბრალო. სულ მალე, ასეთი კაბები ქრისტიანი ბერძენი ქალებისათვის ყოველდღიურ სამოსად იქცა. სულ მალე, მოდის ეს ტენდენცია გავრცელდა ოსმალების მიერ ოკუპირებულ ჩრდილოეთ ქრისტიანულ ბალკანეთის ხალხებშიც, ბელგრადამდე.
 
=== მკვლელობის მცდელობა ===
[[ფაილი:Amalia of Oldenburg queen of Greece.jpg|მარცხნივ|მინი|დედოფალი ამალია 1860 წელს]]
1861 წლის თებერვალში, უნივერსიტეტის სტუდენტმა, სახელად არისტეიდის დისიოსმა, წარუმატებლად სცადა დედოფალ ამალიას მოკვლა. სასამართლომ სტუდენტს სიკვდილი მიუსაჯა, თუმცა საქმეში დედოფალი ჩაერია, რომელმაც შეიწყალა იგი და მხოლოდ პატიმრობა მიუსაჯა. როგორც ცნობილია, მკვლელობის მცდელობისას, არისტეიდისი მას ომის გმირის სახელით გაეცნო და მოულოდნელად სცადა მისთვის დანის გაყრა, თუმცა დედოფალი მისმა მცველმა გადაარჩინა. როგორც შემდგომში არისტეიდისმა განაცხადა, მას სურდა „საბერძნეთის გაწმენდა უზურპატორი გერმანელებისაგან...“. დედოფლის სულგრძელობამ, ხალხში სამეფო წყვილს უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა.
 
=== დამხობა ===
მკვლელობის მცდელობიდან ერთ წელიწადში, ათენში აჯანყებამ იფეთქა, რა დროსაც მეფე-დედოფალი პელოპონესში იყო წასული. მეფე ოტონს მხარი არავინ დაუჭირა, რის გამოც აჯანყებულებმა 1862 წლის 20 მაისს იგი ტახტიდან ჩამოაგდეს. სულ მალე ბერძნებმა თავიანთ მეფედ დანიის მეფე კრისტიან IX-ის ვაჟი აირჩიეს. ამის გამო, ოტონმა და ამალიამ სასწრაფოდ დატოვეს საბერძნეთი. მათ გაქცევაში დედოფალ ვიქტორიას ბრიტანული საბრძოლო ხომალდი დაეხმარა.
[[ფაილი:The expulsion of King Otto.jpg|მინი|326x326პქ|ოტონისა და ამალიას გაქცევა საბერძნეთიდან]]
ისტორიკოსები დღემდე ვარაუდობენ, რომ ოტონს არ დაამხობდნენ, ამალიას რომ მემკვიდრე გაეჩინა. როგორც გაირკვა, აჯანყების მიზეზი სწორედ მემკვიდრის გადაუჭრელი პრობლემა გახდა. თუმცა, ისიც მართალია, რომლ 1843 წელს მიღებულ კონსტიტუციას ოტონი დაეთანხმა, რის მიხედვითაც მის შემდეგ ტახტი მის ძმებსა და ძმის შვილებზე უნდა გადასულიყო.
 
== დევნილობა ==
 
=== ბავარიაში დასახლება ===
დამხობილი სამეფო წყვილი ოტონის მშობლიურ ბავარიაში გაიქცა და იქ დასახლდა. ბავარიაში ამალია და ოტონი ხშირად სტუმრობდნენ სამეფო კარს. როგორც ცნობილია, ბავარიაში ცხოვრებისას, ისინი საღამოს 6-დან 8 საათამდე ბერძნულად ლაპარაკობდნენ, რათა არ დავიწყებოდათ. ამით ისინი საბერძნეთში გატარებულ ტკბილ წლებს იხსენებდნენ და იმედსაც იტოვებდნენ, რომ იქ კვლავ დაბრუნდებოდნენ.
 
=== გარდაცვალება ===
ოტონი 1867 წელს გარდაიცვალა. დაქვრივებულმა ამალიამ დატოვა მიუნხენის სამეფო კარი და ბამბერგში გადასახლდა, სადაც გაატარა უკანასკნელი წლები. იგი სწორედ აქ, 1875 წლის 20 მაისს გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში, უშვილოდ. ამალია დაკრძალეს მიუნხენში, მისი ქმრის გვერდით.
 
გარდაცვალების შემდეგ, ამალიას აუტოფსია ჩაუტარდა, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ სამეფო წყვილის უშვილობის მიზეზი ის იყო.
 
== ტიტულები ==
 
* '''21 დეკემბერი, 1818 - 20 მაისი, 1875:''' ''მისი სამეფო უდიდებულესობა ჰერცოგინია ამალია ოლდენბურგელი, პრინცესა ჰოლშტაინ-გოტორპისა;''
* '''22 დეკემბერი, 1836 - 23 ოქტომბერი, 1862:''' ''მისი უმაღლესობა საბერძნეთის დედოფალი;''
* '''23 ოქტომბერი, 1862 - 20 მაისი, 1875:''' ''მისი უმაღლესობა საბერძნეთის დედოფალი ამალია;''
 
== ლიტერატურა ==