შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
| საიტი =
}}
'''შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1''' ({{lang-en|The Hunger Games: Mockingjay – Part 1}}) — [[2014]] წლის ანტიუტოპიური [[სამეცნიერო ფანტასტიკა|სამეცნიერო ფანტასტიკური]] ფილმი, რომლის რეჟისორია [[ფრენსის ლოურენსი]], სცენარის ავტორები — [[პიტერ კრეიგი]] და [[დენი სტრონგი]], ხოლო პროდიუსერები — [[ნინა ჯეიკობსონი]] და ჯონ კილიკი. ეს არის [[სიუზენ კოლინზი]]ს რომანის „[[კაჭკაჭჯაფარა]]ს“ მოტივებზე გადაღებული ორი ფილმიდან პირველი და „შიმშილის თამაშების“ სერიიდან რიგით მესამე. ფილმში მონაწილეობენ: [[ჯენიფერ ლოურენსი]], [[ჯოშ ჰატჩერსონი]], [[ლიამ ჰემსვორთი]], [[ვუდი ჰარელსონი]], [[ელიზაბედ ბენკსი]], [[ჯულიანა მური]], [[ფილიპ სეიმურ ჰოფმანი]], [[ჯეფრი რაიტი]], [[სტენლი ტუჩი]],[[დონალდ საზერლენდი]] და [[მაჰერშალა ალი]]. გადაღებები დაიწყო [[2013]] წლის [[23 სექტემბერი|23 სექტემბერს]] [[ატლანტა]]ში<ref>{{cite news|title='Mockingjay' Movie Starts Filming In Atlanta; Jennifer Lawrence, Liam Hemsworth Spotted On 'The Hunger Games' Set|url=http://www.ibtimes.com/mockingjay-movie-starts-filming-atlanta-jennifer-lawrence-liam-hemsworth-spotted-hunger-games-set|accessdate=25 სექტემბერი, 2013|newspaper=ibtimes.com|date=24 სექტემბერი, 2013}}</ref> და გაგრძელდა [[პარიზი|პარიზში]], ხოლო შემდეგ [[ბერლინი|ბერლინში]].
 
სიუჟეტი კვლავ [[კეტნის ევერდინი]]ს გარშემო მიმდინარეობს, რომელიც ორჯერ გადაურჩა „შიმშილის თამაშებს“. კეტნისი აღმოჩნდება მეცამეტე რაიონში. პრეზიდენტ კოინის ხელმძძღვანელობითა და მისი სანდო მეგობრების რჩევით ხდება მასობრივი ამბოხის სიმბოლო კაპიტოლიუმის წინააღმდეგ. ფილმი არის მისი წინამორბედის „[[შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში]]“ პირდაპირი გაგრძელება. [[2015]] წელს გამოვიდა დასკვნითი ნაწილი „[[შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2]]“