დიდოელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
 
==ეტიმოლოგია==
[[ნოდარ არდოტელი]]ს აზრით<ref>არდოტელი ნ. „დიდოური ენა“, თბ., 2007, გვ. 9-10</ref>, დიდოელთა აღმნიშვნელ ეთნიკურ ტერმინს '''ცეზი''' (მრ. '''ცეზი-ბი''') არწივის გამომხატველ '''ცე''', '''ცეჲ''' („არწივი“) ლექსემას უკავშირებენ. '''ცე+ზი''' (ზედმიწ. „არწივი+ეთნონიმთა საწარმოებელი ფორმანტი“)<ref>მეგრელიძეМегрелидзе И. В. Дидойцы и название Дидо / Труды пед. института им. Пушкина, т. II, Тб., 1942, с. 183</ref><ref>აბდულაევიАбдулаев А. К. Словообразование и склонение производных основ в цезском языке / Сб. Именное склонение в дагестанских языках, Мах., 1981, с. 7</ref>. ამგვარი გენეზისის სისწორეს ანდიურ ენათა მონაცემებიც ადასტურებენ, მაგ: [[ბოთლიხური ენა|ბოთლ.]] ცჾუჼჲი „არწივი“ (შდრ. წჾუჼჲე „დიდოეთი“), ღოდ. ცჾუჼჲი „არწივი“ (შდრ. ცუჼჲილი „წუნტელი“, „დიდოელი“).
 
ამავეს მიანიშნებსდიდოური ოიკონიმი '''ცე-ტო''' „დიდოეთი“ (ზედმიწ. „არწივ-ზე“).
 
ქართველები ცეზიების აღსანიშნავად ოდითგანვე დიდო (მრ. დიდოები) ეთნიკურ ტერმინს იყენებდნენ. მას ვხვდებით რომაულსა და ბერძნულ საისტორიო წყაროებში. სახელდობრ, ცეზიებს დიდური (Diduri) სახელწოდებით ჯერკიდევ I საუკუნეში იხსენიებს რომაელი მწერალი პლინიუს უფროსი, ხოლო II საუკუნეში მათ შესახებ ცნობა მოეპოვება ბერძენ ასტრონომს კ. პტოლემეს, რომელთანაც იგივე ეთნონიმი დიდუროი (Diduroi) ფორმით დასტურდება<ref>იმნაიშვილი 1963, V</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდოელები“-დან