ბაბილონი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(95.104.34.124-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
No edit summary
[[ფაილი:Babylon relief.jpg|მარცხნივ|მინი|ბაბილონის იშთარის კარიბჭის დეტალი.]]
{{ძველი მესოპოტამია}}
'''ბაბილონი''' — უდიდესი ქალაქი ძველ ახლო აღმოსავლეთში (ძვ. წ. III ათასწლეულის მე-2 ნახევარი – ძვ. წ. IV საუკუნე). მდებარეობდა შუამდინარეთში, მდ. ევფრატის ნაპირზე. მისი ნანგრევები თანამედროვე ქალაქ ჰილასთანაა ახლოს, ბაღდადიდან 80 კმ სამხრეთით. ლურსმულ მატიანეებში პირველად იხსენიება აქადის დინასტიის მმართველობისას (ძვ. წ. XXIV–XXIII საუკუნეები). ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს, ურის მესამე დინასტიის მეფეების დროს, ბაბილონი მცირე ზომის პროვინციული ცენტრი იყო, სადაც მეფისნაცვალი, გადასახადების ამკრეფი იმყოფებოდა.
'''ბაბილონი''' — ანტიკური იმპერიის, [[მესოპოტამია|მესოპოტამიის]] დედაქალაქი, რომლის ნანგრევები დღესაც არის შემორჩენილი [[ერაყი|ერაყში]], ქალაქ [[ჰილა|ჰილის]] მახლობლად, [[ბაღდადი]]დან სამხრეთით, 85 კილომეტრში. ერთადერთი, რაც დღეს ამ ქალაქს გვახსენებს, ეს არის [[ტიგრი|ტიგრსა]] და [[ევფრატი|ევფრატს]] შორის მესოპოტამიის ნოყიერ მიწაზე მდგარი ტალახის აგურებით ნაშენი შენობების ნანგრევები. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ბაბილონი, დაარსებული ძვ. წ-ით მე-3 ათასწლეულის დასაწყისში, თავიდან პატარა ქალაქი იყო, რომელიც აყვავდა პირველი დინასტიის აღზევების დროს. ძვ. წ-ით 2300 წელს ის ხდება წმინდა ქალაქი, ძვ. წ-ით 612 წელს კი სატახტო ქალაქი. [[ბაბილონის დაკიდული ბაღები|ბაბილონის კიდული ბაღები]] შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. ქალაქის სახელი ბაბილონი არის ბერძნული ვარიანტი აქადური ბაბილუსი, რაც ნიშნავს „ღმერთების კარიბჭეს“.
 
[[ფაილი:The historical city of Babylon.jpg|მინი|300პქ|ბაბილონი დღეს]]
ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში ბაბილონი, ისევე როგორც შუამდინარეთის ქალაქთა უმრავლესობა, ამორეველთა კონტროლის ქვეშ მოექცა; ერთ-ერთმა წინამძღოლმა (ბელადმა), სუმუ-აბუმმა თავის დინასტიას ჩაუყარა საფუძველი (პირველი ბაბილონური დინასტია, ძვ. წ. 1894–1595). მისი მეექვსე მმართველის, ხამურაბის მმართველობისას, როდესაც მთელი შუამდინარეთი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა, ბაბილონი პირველად გახდა ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი და 1000 წელზე მეტი ამ სტატუსს ატარებდა. გამოცხადდა „მეფურობის საუკუნო სავანედ“; მისი მფარველი ღვთაება მარდუქი საერთო შუამდინარულ პანთეონში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებდა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==