დიდოელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 12:
 
მოგვიანებით ჩნდება კომპოზიტური წარმოების სახელი „დიდო-ლეკი“, რომელიც დიდოელთა ეთნიკურ წარმომავლობას — ლეკებისადმი კუთვნილებას მიანიშნებს მათი მეზობელი ქართველების (თუშების, კახელების) მეტყველებაში.
 
საგულისხმოა, რომ დიდოელებს უახლოესი მეზობლები „ცზიად“ მოიხსენიებენ. მასთან, დასტურდება მისი ფონეტიკური სახესხვაობანიც, კერძოდ: ბეჟ. ციზო (მრ. ციზობა), ხვარშ. ცეზა (მრ. ცეზა-ბა). დიდოელები საჰადელებს (ეს უკანასკნელნი თავადაც დიდოელები არიან) „ტეშოდ“ სახელს სდებენ, თუმცა პარალელურად გამოიყენება ცეტოსი „საჰადელი“ (ზედმიწ. „ცეტლოელი“). ცეტო საჰადას საკუთრივ დიდოური სახელია. საჰადელები დანარჩენ დიდოელებს სოზი-ს უწოდებენ.
 
ხუნძები და დაღესტნის ზოგი სხვა ხალხი დიდოელებს წუნტასეუ წუნტელს (Цунтинец) ეძახიან, რაც მათ წარმომავლობაზე მიგვანიშნებს (შდრ. წუნდა, წუნტის რ-ნი). ხუნძურ ენაში წუნტასეუ (I კლ.), კლას-კატეგორიის მიხედვით, სათანადოდ იცვლება. საგულისხმოა, რომ ფშავლები და ხევსურები დიდოელებს „წუნტებს“ უწოდებდნენ<ref>მეგრელიძე 1942, 183</ref>, რაც აგრეთვე რაიონის ხუნძური სახელწოდებიდან (წუნდა)მომდინარეობს.
 
[[არსენ აბდულაევი]]ს სიტყვებით<ref>[https://welcomedagestan.ru/dagpost/didojtsy/ Абдулаев А. Дидойцы: язык, история, культура и быт]</ref>, ხუნძურად მათი სახელწოდებაა „წუნტალ“ (цIунтIал), ქართულად — „დიდოელები“, ხოლო თვითსახელწოდებაა — „ცეზი“ (цезы). სახელწოდება „ცეზი“ წარმოადგენს ახალ ფორმას, რომელიც ისტორიულ წყაროებში ბოლო 200-300 წელია რაც გვხვდება. მისი წარმომავლობის შესახებ მეცნიერებს სხვადასხვა აზრი გააჩნიათ, ყველაზე გავრცელებულია ეტიმოლოგია ცე//ცეჲ (це//цей) „არწივი“, ზე//ზეჲ (зе//зей) „დათვი“. როგორც ჩანს უკანასკნელი დაკავშირებულია ცეზების ცხოვრების წესთან, რადგანაც კლიმატური პირობებისა და ზამთრის გაჭიანურების გამო მათ დიდი ხანი „ძილბურანში“ ყოფნა უწევთ, ხოლო ზაფხული კი წარმოადგენს ზამთრისთვის მზადების პერიოდს. ისტორიულ ლიტერატურაში ეთნონიმი „ცეზი“ პირველად გვხვდება ი. გ. გერბერის 1728 წლის თხზულებაში. სავარაუდოა რომ ეთნონიმ „ცეზის“ წარმოშობა, დიდოს კონფედერაციული კავშირის, სასოფლო თემებად დაშლასთან იყოს დაკავშირებული, რის შედეგადაც მეზობელი საზოგადიებების (ანწუხი, ტინდალი) მისიონერული მოღვაწეობის შედეგად მას გამოეყო კაპჩუა, უნძო (XVII ს.) და ხვარში (XVIII ს.). სახელწოდება „დიდო“ და მისგან ნაწარმოები „დიდოელები“ — ქართული წარმოშობისაა. აღნიშნული ტერმინის ეტიმოლოგიას მეცნიერები სხვადასხვანაირად ხსნიან<ref>Магрелидзе И. В. Дидойцы и название Дидо. Тб., 1941. Т. V. С. 186</ref>. მაგალითად აკადემიკოსი ნიკო მარი თვლიდა, რომ „დიდო“ — სიტყვა დიდირ/დიდურ-ის შემოკლებული ფორმაა. მ. გ. ჯანაშვილი ტერმინ დიდო, დიდურ-ში ხედავდა სიტყვა „დიდი“-ს. ა. მ. დირრი წერდა რომ დიდო წარმოადგენდა ქართული სიტყვას და ნიშნავდა — გოლიათს<ref>Дирр А. М. Современные названия кавказских племен. Тифлис, 1909. Вып. 40. С. 22.</ref>. არანაკლებ მნიშვნელოვანია გ. მელიქიშვილის მტკიცება იმაზე რომ დიაოხის ტომთა გაერთიანებაში არსებობდა ტომი დიდი//დიდინი<ref>Меликишвили Г. А. Диаухи // ВДИ, 1950. №4. С. 26.</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდოელები“-დან