დიდოელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
 
==ეტიმოლოგია==
დიდოელთა აღმნიშვნელ ეთნიკურ ტერმინს ცეზი (მრ. ცეზი-ბი) არწივის გამომხატველ ცე, ცეჲ („არწივი“) ლექსემას უკავშირებენ. ცე+ზი (ზედმიწ. „არწივი+ეთნონიმთა საწარმოებელი ფორმანტი“)<ref>მეგრელიძე 1942, 183</ref><ref>აბდულაევი 1981, 7</ref>. ამგვარი გენეზისის სისწორეს ანდიურ ენათა მონაცემებიც ადასტურებენ, მაგ: ბოთლ. ცჾუჼჲი „არწივი“ (შდრ. წჾუჼჲე „დიდოეთი“), ღოდ. ცჾუჼჲი „არწივი“ (შდრ. ცუჼჲილი „წუნტელი“, „დიდოელი“).
 
ამავეს მიანიშნებსდიდოური ოიკონიმი ცე-ტო „დიდოეთი“ (ზედმიწ. „არწივ-ზე“).
 
ხუნძურად მათი სახელწოდებაა „წუნტალ“ (цIунтIал), ქართულად — „დიდოელები“, ხოლო თვითსახელწოდებაა — „ცეზი“ (цезы). სახელწოდება „ცეზი“ წარმოადგენს ახალ ფორმას, რომელიც ისტორიულ წყაროებში ბოლო 200-300 წელია რაც გვხვდება. მისი წარმომავლობის შესახებ მეცნიერებს სხვადასხვა აზრი გააჩნიათ, ყველაზე გავრცელებულია ეტიმოლოგია ცე//ცეჲ (це//цей) „არწივი“, ზე//ზეჲ (зе//зей) „დათვი“. როგორც ჩანს უკანასკნელი დაკავშირებულია ცეზების ცხოვრების წესთან, რადგანაც კლიმატური პირობებისა და ზამთრის გაჭიანურების გამო მათ დიდი ხანი „ძილბურანში“ ყოფნა უწევთ, ხოლო ზაფხული კი წარმოადგენს ზამთრისთვის მზადების პერიოდს. ისტორიულ ლიტერატურაში ეთნონიმი „ცეზი“ პირველად გვხვდება ი. გ. გერბერის 1728 წლის თხზულებაში. სავარაუდოა რომ ეთნონიმ „ცეზის“ წარმოშობა, დიდოს კონფედერაციული კავშირის, სასოფლო თემებად დაშლასთან იყოს დაკავშირებული, რის შედეგადაც მეზობელი საზოგადიებების (ანწუხი, ტინდალი) მისიონერული მოღვაწეობის შედეგად მას გამოეყო კაპჩუა, უნძო (XVII ს.) და ხვარში (XVIII ს.). სახელწოდება „დიდო“ და მისგან ნაწარმოები „დიდოელები“ — ქართული წარმოშობისაა. აღნიშნული ტერმინის ეტიმოლოგიას მეცნიერები სხვადასხვანაირად ხსნიან<ref>Магрелидзе И. В. Дидойцы и название Дидо. Тб., 1941. Т. V. С. 186</ref>. მაგალითად აკადემიკოსი ნიკო მარი თვლიდა, რომ „დიდო“ — სიტყვა დიდირ/დიდურ-ის შემოკლებული ფორმაა. მ. გ. ჯანაშვილი ტერმინ დიდო, დიდურ-ში ხედავდა სიტყვა „დიდი“-ს. ა. მ. დირრი წერდა რომ დიდო წარმოადგენდა ქართული სიტყვას და ნიშნავდა — გოლიათს<ref>Дирр А. М. Современные названия кавказских племен. Тифлис, 1909. Вып. 40. С. 22.</ref>. არანაკლებ მნიშვნელოვანია გ. მელიქიშვილის მტკიცება იმაზე რომ დიაოხის ტომთა გაერთიანებაში არსებობდა ტომი დიდი//დიდინი<ref>Меликишвили Г. А. Диаухи // ВДИ, 1950. №4. С. 26.</ref>.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდოელები“-დან