ხაბელაშვილების ხიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: აღნიშნული ხიდი მდებარეობს შუახევის მუნიც...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ხაბელაშვილების ხიდი''' - აღნიშნული [[ხიდი]] [[მდებარეობა|მდებარეობ]]ს [[შუახევი]]ს [[მუნიციპალიტეტი]]ს, [[სოფელი|სოფელ]] [[ხაბელაშვილები|ხაბელაშვილებ]]ში, რომელიც აუშენებია გვარად ბერიძეს, ხაბელაშვილების მკვიდრს. [[ხიდი]] [[სიგრძე|სიგრძ]]ით 26 [[მეტრი|მეტრ]]ს აღწევს, იგი სამი საუკუნის [[ისტორია]]ს ითვლის, იგი [[ოსტატ ბერიძე]]ს [[სოფლები]]ს ერთმანეთთან დასაკავშირებლად აუგია, თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ ხიდს წარსულში [[სატრანზიტო]] მნიშვნელობა ჰქონდა, რომელიც [[შუახევი]]ს [[მუნიციპალიტეტი]]ს [[ჭვანი]]ს ხეობის [[სოფლები]]ს - [[ბრილი]]ს, [[მოხევი]]სა და [[ბარათაული]]ს დამაკავშირებელი გზა იყო, რომელიც ასევე უკავშირდებოდა [[ხიდი]]ს მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელ [[გზა]]ს.
 
[[ხიდი]] თავისი [[ავთენტურობა|ავთენტურობ]]ით, [[მშენებლობა|მშენებლობ]]ისას გამოყენებული ელემენტებით და გადახურვით უნიკალური და უიშვიათესია, მთელს [[საქართველო|დასავლეთ საქართველო]]ში. [[ხე|ხ]]ის კოჭებიანი [[ხიდი]] [[ქვა|ქვ]]ის ბურჯებზეა დაყრდნობილი, [[ხიდი|ხიდ]]ზე მშენებლობისას გამოყენებულია ხის უნიკალური ჯიშები: [[წაბლი]] - ხიდის მზიდ და საყრდენ მალებად, [[ურთხველა]] - მალებად ბურჯებში, [[მუხა|მუხ]]ა - საყრდენ ბოძებად და [[ურთხველა]] - ჭერის ქვეშ, გადახურვისას. [[იატაკი]], [[მოაჯირი]] და გადახურვის კოჭები [[ხე|ხი]]საა. იგი სახურავით მთლიან [[სიგრძე]]ზეა გადახურული, ხოლო ბოლოები სამკუთხა ფრონტონებით ბოლოვდება. გადახურვის დამჭერი ძელები რკალური ფორმისაა. გადახურვა ეყრდნობა ხიდის მიმყოლად განლაგებულ ბოძებს, რომლებიც გამაგრებულია დახრილად, განლაგებული ძელებით. [[ხიდი]]ს ბალავარო ქვითკირით ნაგებია. ასევე აღსანიშნავია, ისიც, რომ ხიდი [[ბზა|ბზ]]ის მასალითაა აგებული. ადრე იგი ხის კოჭებიანი [[ყავარი|ყავ]]რით იყო გადახურული, ხოლო მე-20 საუკუნის ბოლოს ხიდი [[თუნუქი]]თ გადახურეს, დაზიანებების გამო.