ბებრისციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 38:
 
'''ბებრისციხე''' ('''ნაცხერი''', '''ნაციხვარი''', '''ბელტისციხე''') — ადრინდელი შუასაუკუნეების ციხესიმაგრე [[საქართველო]]ში. მდებარეობს [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის მუნიციპალიტეტში]], ქალაქ [[მცხეთა|მცხეთის]] ჩრდილოეთით, მდინარე [[არაგვი]]ს მარჯვენა სანაპიროზე. მას უძველეს დროს ერქვა ''ბელტა''. აგებულია ანტიკურ ხანაში. ციხე-სიმაგრის საერთო ფართობია დაახლოებით 1500 მ², შიდა ეზოსი — 600 მ².
 
ბებრისციხეს [[2014]] წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის]] ძეგლის სტატუსი<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/2323632?publication=0 საქართველოს მთავრობის დადგენილება №295, 2014 წლის 14 აპრილი, ქ. თბილისი, კულტურული მემკვიდრეობის ზოგიერთი უძრავი ძეგლისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის „დედაენა - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ]</ref>.
 
== ისტორია ==
ქართულ წერილობით წყაროებში ბებრისციხეს პირველად ახსენებს [[ლაშა-გიორგი]]ს დროინდელი მემატიანე, რომლის თანახმადაც საქართველოს მეფე [[დემეტრე I]] (1125-1156 წწ.) გარდაიცვალა ბელტისციხეში, შემდეგ იგი წაასვენეს და [[გელათი|გელათში]], მისგანვე კურთხეულ ტაძარში დაკრძალეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბებრისციხე“-დან