დიდოელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
==ეტიმოლოგია==
ხუნძურ ენაშიხუნძურად მათი სახელწოდებაა „ცუნტალი“ (цIунтIал), ქართულში „დიდოი“, ხოლო თვითსახელწოდებაა — „ცეზი“ (цезы). სახელწოდება „ცეზი“ წარმოადგენს ერთერთ ახალ ფორმას, რომელიც ისტორიულ წყაროებში გვხვდება ბოლო 200-300 წელი. მისი წარმომავლობის შესახებ მეცნიერებს სხვადასხვა აზრი გააჩნიათ, ყველაზე გავრცელებულია ეტიმოლოგია ცე//ცეი (це//цей) „არწივი“, ზე//ზეი (зе//зей) „დათვი“. როგორც ჩანს უკანასკნელი დაკავშირებულია ცეზების ცხოვრების წესთან, რადგანაც კლიმატური პირობებისა და ზამთრის გაჭიანურების გამო ისინი დიდი ხანი „ძილბურანში“ იმყოფებიან, ხოლო ზაფხული კი წარმოადგენს ზამთრისთვის მზადების პერიოდს. ისტორიულ ლიტერატურაში ეთნონიმი „ცეზი“ პირველად გვხვდება ი. გ. გერბერის 1728 წლის თხზულებაში. უფრო სავარაუდოა რომ ეთნონიმ „ცეზის“ წარმოშობა დაკავშირებულია დიდოს კონფედერაციული კავშირის სასოფლო თემებად დაშლასთან, რის შედეგადაც მეზობელი საზოგადიებების (ანწუხი, ტინდალი) მისიონერული მოღვაწეობის შედეგად გამოიყო კაპჩუა, უნძო (XVII ს.) და ხვარში (XVIII ს.). ხოლო სახელწოდება „დიდო“ და მისგან ნაწარმოები„დიდოელები“ — ქართული წარმოშობისაა. აღნიშნული ტერმინის ეტიმოლოგიას მეცნიერები სხვადასხვანაირად ხსნიან<ref>Магрелидзе И. В. Дидойцы и название Дидо. Тб., 1941. Т. V. С. 186</ref>. მაგალითად აკადემიკოსი ნიკო მარი თვლიდა, რომ „დიდო“ — შემოკლებული ფორმაა სიტყვა დიდირ/დიდურ-ის . მ. გ. ჯანშვლილი ტერმინ დიდო, დიდურ-ში ხედავდა სიტყვა „დიდი“-ს. ა. მ. დირრი წერდა რომ დიდო ესაა ქართული სიტყვა და ნიშნავდა გოლიათს<ref>Дирр А. М. Современные названия кавказских племен. Тифлис, 1909. Вып. 40. С. 22.</ref>. არანაკლებ მნიშვნელოვანია გ. მელიქიშვილის მტკიცება იმაზე რომ დიაოხის ტომთა გაერთიანებაში არსებობდა დიდი//დიდინი ტომები<ref>Меликишвили Г. А. Диаухи // ВДИ, 1950. №4. С. 26.</ref>.
 
==ისტორია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდოელები“-დან