ლერწამი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
| ncbi =
}}
'''ლერწამი''' (Arundo) — [[ერთლებნიანები|ერთლებნიანი]] მცენარეების გვარი [[მარცვლოვანნი|მარცვლოვანთა]] ოჯახისა. [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]] მსხვილფესურიანი ბალახებია. აქვთ უხვად შეფოთლილი ღერო, რომლის სიმაღლე 1,5-5 მ, სისქე 4 სმ აღწევს.

ლერწამის 3 სახეობებიდან ერთი Arundo formosana — ტაივანის [[ენდემები|ენდემია]], მეორე Arundo plinliana — გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, ხოლო მესამე Arundo donax — ევრაზიის და აფრიკის სუბტროპიკულ და ნაწილობრივ ტროპიკულ ქვეყნებში.

[[საქართველო]]ში იგი გვხვდება [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაბლობზე]], აგრეთვე [[მტკვარი|მტკვრის]], [[ალაზანი|ალაზნისა]] და [[იორი|ივრის]] ქვემო წელის ჭალებში. იზრდება წყალსატევების სანაპიროებზე, მდინარისპირა და ზღვისპირა ქვიშებზე.

გამოიყენება საწვავად და საშენ მასალად, ჭიგოებად და ღობედ, ჭილობის, კალათებისა და სხვა საქსოვად. ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობაში. აშენებენ სარწყავი არხების ნაპირებისა და ქვიშიანი ადგილების გასამაგრებლად. მის ახალგაზრდა ყლორტებს საქონლის საკვებად იყენებენ. დეკორატიულია, ხშირად აშენებენ ბაღ-პარკებში შუა აზიასა და ამიერკავკასიაში. ინტროდუცირებულია ბევრ სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლერწამი“-დან