თმოგვის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ინფოდაფა სამხედრო ნაგებობა
| სახელი =თმოგვის ციხე
| სურათი =Tmogvi fortress (Photo A. Muhranoff, 2011)-1.jpg
| სურათი ზომა =
| სურათი_ზომა =
| წარწერა =
| პოზრუკა = საქართველო
| პოზრუკა2 =
| პოზრუკის ზომა =
| მდებარეობს = [[ასპინძის მუნიციპალიტეტი]], {{დროშა|საქართველო}}
|lat_dir = N |lat_deg =41 |lat_min =23 |lat_sec = 46
|lon_dir = E |lon_deg =43 |lon_min =18 |lon_sec =58
| აშენების წელი =
| აღდგენის წელი =
| სტატუსი =დანგრეული
| ფუნქციური სტატუსი =
| ფუნქციური_სტატუსი =
| მფლობელი = [[თმოგველითმოგველები]]
| ვებ-გვერდი =
| ხუროთმოძღვრება =დიახ
| თარიღდება = X საუკუნით
| მასალა =
| გეგმა=
| გეგმის ზომა=
{{ციტატა|შეიძრა ქვეყანა სიძველითურთ, ესეოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს... რომელთა თანა თმოგვიცა დაიქცა და დაიპყრნა ქუეშე კახაბერი ძე ნიანიასი ცოლითურთ.}}
 
[[1177]] წლის შემდეგ გიორგი III-მ თმოგვი უბოძა მის მიერ მსახურთუხუცესად აღზევებულ აფრიდონს. თამარის ტახტზე ასვლის შემდეგ, დაახლოებით 1186-1187 წლებში სხვა აღზევებულ უგვარო პირებთან ერთა "მოიშალა და დაიმხო". თმოგვის ახალი პატრონი უკვე საქართველოს ლაშქრის სარდალი ამირსპასალარი გამრეკელი-თორელია და ამ დროს მისი მნიშვნელობაც ერთიორად ამაღლდა.
 
[[1191]] წელს გამრეკელის გარდაცვალების შემდეგ გადაეცა მხარგრძელების ერთ შტოს. {{ციტატა|შეიწყალეს სარგის ვარამის ძე, დალოცეს და უბოძეს თმოგუი.}}
{{ციტატა|...სამცხეს ურიცხვი სული მოსწყდა, და ყოვლად საყდარი, ეკლესია და ციხე არსად დარჩა დაუქცევარი, იქმნა გლოვა და ტირილი უზომო.}}
 
ამ დროს დაინგრა თმოგვიც და ვანის ქვაბებიც. მიუხედავად მიწისძვრისა თმოგველები ჯერ კიდევ ჩანდნენ თმოგვში XIV საუკუნეში. მაგრამ სხვადასხვა მიზეზეზბის გამო ის მიტოვებულ იქნა თმოგველების მიერ.
 
[[1350]] წლის თმოგვის ციხის ზღუდის საამშენებლო წარწერა გვამცნობს:
{{ციტატა|შეწევნითა და ძლიერებითა ვარძიისა ღმრთისმშობელისაჲთა, ქრონიკონსა ლჲ დავიწყე ზღუდე ესე მე, მეფეთა მეფის დავითის ვარძიელმან საწოლის მწიგნობარმან, თმოგუს, მურვან კჳთხისძემან: თევდორე დადგა.}}
მურვან კვითხის ძის შთამომავლები ვანის ქვაბის ტიპიკონის [[1393]] წლების მინაწერებში არიან დასახელებულნი.
 
XVI საუკუნეში თმოგვი ათაბაგ ივანეს ხელშია, შემდგომ კი ხან რჩეულაშვილებს ხან ამატაკიშვილებს უკავიათ.
 
[[1576]]-[[1578]] წლებში შალიკაშვილის ხელმძღვანელობით მესხხეთის აზნაურთა ბრძოლა ათაბაგის წინააღმდეგ თმოგვის მიდამოებში სასტიკი ბრძოლით აღინიშნა. თმოგვი ძირითადად დასაყრდენი იყო შალიკაშვილისა. სხვა ციხეებთან და ქვაბებთან ერთად, მანუჩარ ათაბაგმა თმოგვის ქალაქი დაარბია და ციხე თვით დაიჭირა.
[[1578]] წელს ოსმალები შემოვიდნენ სამცხეში და თმოგვი [[მანუჩარ ათაბაგი|მანუჩარ ათაბაგმა]] [[ლალა-ფაშა]]ს გადასცა, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში – ახალქალაქის ლივაში შედიოდა. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)|რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის]] შემდეგ [[ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება (1829)|ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების]] (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიასთან ერთად თმოგვის ციხეც დათმო.
 
 
== არქიტექტურა ==
თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი, ორფერდა სახურავით გადახურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო. თმოგვის ციხის მნიშვნებლობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე გამოკვეთილი კანკელით, მეორე, გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.
[[სურათი:თმოგვის ციხე.jpg|მინი|950პქ|centre|თმოგვის ციხის საერთო ხედი]]
მტკვრის ორივე ნაპირზე ნასოფლარები და სასახლეთა ნანგრევებია. მარცხენა ნაპირის სასახლის ნანგრევები მშენებლობის უძველეს ფენას მიეკუთვნება, მარჯვენა ნაპირისა კი – გვიანდელს და XIV საუკუნის შუა წლებით თარიღდება, სადაც შესაძლებელია აბანოსა და სამი სხვა ნაგებობის გარჩევა. აბანო, რომელიც ქართული აგურითა და ქვითაა ნაშენი, სამ სათავსოს მოიცავს. კამარები ჩამონგრეულია, თუმცა კუთხის ტრომპების თავისებურება შესამჩნევია. სასახლის მახლობლად ორი გზაა: წუნდიდან მომავალი ბილიკი სასახლის აღმოსავლეთით გადის და ვანისქავაბებ ვარძიისკენ მიემართებოდა. მეორე კი ისტორიული გზაა ტრანსპორტისათვის. ეს გზა სოფ. მარგატასტანთან იწყება, სასახლესთან გაივლის, შემდეგ საცალფეხო ბილიკით ხეობაში ეშვება და ხიდს უკავშირდება. მდ. მტკვარზე შემორჩენილია ხიდის ბურჯების ნაშთი. ერთი ხიდი სასახლეებს აკავშირებს, მეორე კი ტრანსპორტისათვის ყოფილა განკუთვნილი. ციხე-ქალაქი რამდენიმეჯერ დაანგრია ძლიერმა მიწისძვრამ (1089, 1283, 1319 და სხვა).