'''კალიმაქე''' (დ. დაახლ. [[ძვ. წ. 315]], [[კირენე]], ჩრდ. აფრიკა –— გ. დაახლ. [[ძვ. წ. 240]], [[ალექსანდრია]]), — [[ელინიზმი|ელინიზმის]] ეპოქის ბერძენი პოეტი და მეცნიერი., ალექსანდრიის პოეტთა წრისა და [[ალექსანდრიის ბიბლიოთეკა|ბიბლიოთეკის]] მეთაური იყო. შეადგინა [[ალექსანდრიის ბიბლიოთეკა|ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში]]ში დაცულ თხზულებათა კომენტირებული 15–წიგნიანი კატალოგი, ე. წ. პინაკები. შექმნა მცირე მოცულობის პოემის ჟანრი –— ეპილიონი, რის გამოც დავა ჰქონდა [[აპოლონიოს როდოსელი|აპოლონიოს როდოსელთან]]. ჩვენამდე მოღწეულია კალიმაქეს 60 ეპიგრამა, 6 ჰიმნი, კრებულ "მიზეზების"„მიზეზების“ ფრაგმენტები, ეპილიონის "ჰეკალესა"„ჰეკალესა“ და [[იამბი|იამბების]] ნაწყვეტები. მცირე მოცულობის [[პოემა]] "„[[იბისი]]"“ დაკარგულია.