გრენლანდიური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
| კოდი=kl
}}
'''გრენლანდიური ენა''', ''გრენლანდიელი ესკიმოსების ენა'' (თვითსახელწოდება — Kalaallisut) — [[გრენლანდიელები]]ს ენა. [[გრენლანდია|გრენლანდიის]] ოფიციალური ენა. გავრცელებულია კუნძულ გრენლანდიის აღმოსავლეთ, სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროებზე. მოლაპარაკეთა საერთო რიცხვი — 57 ათ. ([[2006]]), მათ შორის 50 ათ.-მდე გრენლანდიაში ცხოვრობს, დაახლ. 7 ათ. — [[დანია|დანიაში]]. კუნძულის დანარჩენი მოსახლეობა ([[დანიელები|დანიელებისა]] და ძვ. ევროპელების დიდი ნაწილი) გრენლანდიურზე ლაპარაკობს, როგორც მეორე ენაზე. ყველა გრენლანდიელისთვის წარმოადგენს მთავარ საკომუნიკაციო ენას, ბევრისთვის — ერთადერთს.
 
მიეკუთვნება [[ესკიმოსურ-ალეუტური ენების ოჯახი|ესკიმოსურ-ალეუტური]] ენების (ესკიმოსური განშტოების [[ინუიტური ენები|ინუიტური ჯგუფი]]) ოჯახს. გამოიყოფა სამი დიალექტი: აღმოსავლეთ გრენლანდიური, დასავლეთ გრენლანდიური და ჩრდილოეთ გრენლანდიური (ტულე). პირველსა და მესამეზე, მთლიანობაში, რამდენიმე ასეული ადამიანი ლაპარაკობს; მათი რიცხვი სწრაფად მცირდება ლიტერატურული ენის დასავლეთ გრენლანდიური დიალექტის ბაზაზე აღმოცენების გავლენით.
 
გრელანდიური ენა, ისევე, როგორც სხვა ესკიმოსური ენები, მიეკუთვნება [[აგლუტინაციური ენები|აგლუტინაციურ]] [[სინთეზური ენები|სინთეზურ]], [[სუფიქსური ენები|სუფიქსურ ენებს]]. [[სიტყვაწარმოება|სიტყვაწარმოებას]] და [[სიტყვათცვალება|სიტყვათცვალებას]] მთლიანად აგლუტინაციური ხასიათი აქვს: სტანდარტული სუფიქსები ცვლილების გარეშე (ან სტანდარტული ცვლილებებით) უერთდებიან. ძირითადი განსხვავება გრენლანდიურსა და [[იუპიკური ენები|იუპიკური ენების]] ჯგუფის სხვა ენებს შორის ფონოლოგიის — უვულარული ბგერა [[N]]-ის არსებობა, ხმოვანთა შეერთების დაშვება (ia, iu, ua, ui და სხვ.), თანხმოვანთა ასიმილაციის ფართო გავრცელება (k+t>tt, k+s>ss, k+m>mm და მისთ.); გრამატიკის — პასივის, აბლატივური ბრუნვის არსებობა, ორობითი რიცხვის არარსებობა, როგორც სახელებში, ასევე ზმნებში; ლექსიკის დარგებში — დანიური ენიდან ნასესხები სიტყვების დიდი რაოდენობა.
 
სალიტერატურო ენა სტანდარტიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მოლაპარაკეთა 100% წერა-კითხვის მცოდნეა. გრენლანდიურზე მიმდინარეობს ტელე- და რადიოგადაცემები, გამოდის ორიგინალური და გადათარგმნილი ლიტერატურა (პროფესიონალური, პუბლიცისტიკური, მხატვრული), პერიოდული გამოცემები. გრენლანდიურ ენაზე სწავლება მიმდინარეობს დაწყებით, საშუალო და, ნაწილობრივ, უმაღლეს სკოლებში.
 
დანიელი მისიონერების, პ. ეგედესა ([[1760]]) და ო. ფაბრიციუსის ([[1791]]) მიერ გრენლანდიური ენის გრამატიკაში განხორციელებული პირველი მნიშვნელოვანი სამუშაოების შემდეგ დამყარდა დანიური ორთოგრაფიის გამოყენების ტრადიცია; გერმანელი ლინგვისტის, ს. პ. კლაინშმიდტის „გრენლანდიური ენის გრამატიკის“ [„Grammatik der grönländischen Sprache mit theilweisem Einschluss des Labradordialects», 1851; ხელახლა გამოიცა 1968 წელს] გამოსვლის შემდეგ მიღებული იქნა ახალი ორთოგრაფიული სისტემა, რომელიც დღემდე გამოიყენება.
 
== ანბანი ==