94 260
რედაქტირება
No edit summary |
No edit summary |
||
გრელანდიური ენა, ისევე, როგორც სხვა ესკიმოსური ენები, მიეკუთვნება აგლუტინაციურ სინთეზურ, სუფიქსურ ენებს. სიტყვაწარმოებას და სიტყვათცვალებას მთლიანად აგლუტინაციური ხასიათი აქვს: სტანდარტული სუფიქსები ცვლილების გარეშე (ან სტანდარტული ცვლილებებით) უერთდებიან. ძირითადი განსხვავება გრენლანდიურსა და იუპიკური ენების ჯგუფის სხვა ენებს შორის ფონოლოგიის — უვულარული ბგერა N-ის არსებობა, ხმოვანთა შეერთების დაშვება (ia, iu, ua, ui და სხვ.), თანხმოვანთა ასიმილაციის ფართო გავრცელება (k+t>tt, k+s>ss, k+m>mm და მისთ.); გრამატიკის — პასივის, აბლატივური ბრუნვის არსებობა, ორობითი რიცხვის არარსებობა, როგორც სახელებში, ასევე ზმნებში; ლექსიკის დარგებში — დანიური ენიდან ნასესხები სიტყვების დიდი რაოდენობა.
სალიტერატურო ენა სტანდარტიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მოლაპარაკეთა 100% წერა-კითხვის მცოდნეა. გრენლანდიურზე მიმდინარეობს ტელე- და რადიოგადაცემები, გამოდის ორიგინალური და გადათარგმნილი ლიტერატურა (პროფესიონალური, პუბლიცისტიკური, მხატვრული), პერიოდული გამოცემები. გრენლანდიურ ენაზე სწავლება მიმდინარეობს დაწყებით, საშუალო და, ნაწილობრივ, უმაღლეს სკოლებში.
{{ენები}}
|