გრენლანდიური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
 
მიეკუთვნება [[ესკიმოსურ-ალეუტური ენების ოჯახი|ესკიმოსურ-ალეუტური]] ენების (ესკიმოსური განშტოების ინუიტური ჯგუფი) ოჯახს. გამოიყოფა სამი დიალექტი: აღმოსავლეთ გრენლანდიური, დასავლეთ გრენლანდიური და ჩრდილოეთ გრენლანდიური (ტულე). პირველსა და მესამეზე, მთლიანობაში, რამდენიმე ასეული ადამიანი ლაპარაკობს; მათი რიცხვი სწრაფად მცირდება ლიტერატურული ენის დასავლეთ გრენლანდიური დიალექტის ბაზაზე აღმოცენების გავლენით.
 
გრელანდიური ენა, ისევე, როგორც სხვა ესკიმოსური ენები, მიეკუთვნება აგლუტინაციურ სინთეზურ, სუფიქსურ ენებს. სიტყვაწარმოებას და სიტყვათცვალებას მთლიანად აგლუტინაციური ხასიათი აქვს: სტანდარტული სუფიქსები ცვლილების გარეშე (ან სტანდარტული ცვლილებებით) უერთდებიან. ძირითადი განსხვავება გრენლანდიურსა და იუპიკური ენების ჯგუფის სხვა ენებს შორის ფონოლოგიის — უვულარული ბგერა N-ის არსებობა, ხმოვანთა შეერთების დაშვება (ia, iu, ua, ui და სხვ.), თანხმოვანთა ასიმილაციის ფართო გავრცელება (k+t>tt, k+s>ss, k+m>mm და მისთ.); გრამატიკის — პასივის, აბლატივური ბრუნვის არსებობა, ორობითი რიცხვის არარსებობა, როგორც სახელებში, ასევე ზმნებში; ლექსიკის დარგებში — დანიური ენიდან ნასესხები სიტყვების დიდი რაოდენობა.
 
{{ენები}}