ჩვეულებრივი ზარნაშო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჩვეულებრივი ზარნაშო''' (Bubo bubo) — ფრინველი ბუსებრთა ოჯახისა, ერ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ჩვეულებრივი ზარნაშო''' (Bubo bubo) — ფრინველი ბუსებრთა ოჯახისა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის ბუ. სხეულის სიგრძე 75 სმ-მდეა, მასა 4,2 კგ-მდე, ფრთის შლილი 188 სმ. დედლები მამლებზე დიდი ზომისანი არიან. ზომა და შეფერილობა გეოგრაფიულად იცვლება (გამოყოფენ 15-ზე მეტ ქვესახეობას). ფონი ჟანგმიწოვან-მურადან (ჩრდილოეთი ევროპა) ან რუხ-კრემისფერიდან (დასავლეთი ციმბირი) ქვიშისფრამდეა (ირანი); მუქი ნახატები სხვადასხვა ინტენსივობით ახლავს თან. ახასიათებს ფართო გრძივი ლაქები მკერდზე და წვრილი განივი წინწკლები მუცელზე. თვალის ფერი ყვითელ-ნარინჯისფრიდან წითლამდეა. ძახილი მძლავრი, ჩვეულებრივ დაბალი ორმარცვლიანი გრიალია, ზოგჯერ ხარხარი, ტირილი, გუგუნი, მწივანა ყვირილიც. გავრცელებულია ევრაზიაში ტყეების ჩრდილოეთი საზღვრიდან ახლო აღმოსავლეთის უდაბნოებამდე, ტიბეტის მთის სტეპებამდე (ზღვის დონიდან 5000 მეტრ სიმაღლემდე) და ჩინეთის ტროპიკულ სამხრეთ ნაწილამდე; ადამიანთა მიერ დევნისა და საცხოვრებელი ლანდშაფტების რღვევის გამო მრავალ რაიონში გაქრა.