ქუთაის-გაენათის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ინფოდაფა მართლმადიდებელი ეპარქია
[[ფაილი:Kutaisi gelati.jpg|thumb|250px|გელათის საკათედრო ტაძარი]]
| ეპარქია= ქუთაის-გაენათის ეპარქია
| სურათი= [[ფაილი:Bagrati Cathedral after restoration.jpg|350პქ]]
| ხელმოწერა= [[ბაგრატის ტაძარი]] (1003)
| ქვეყანა= {{დროშა|საქართველო}}
| ფართობი=
| მოსახლეობის რაოდენობა=
| არქიეპისკოპოსის ოლქი=
| ეპარქიალური ცენტრი= ქალაქი [[ქუთაისი]]
| დაარსდა=
| გაუქმდა=
| კეთილმოწესეები=
| მრევლი=
| ტაძრები=
| მონასტრები=
| მღვდელთმსახურები=
| საკათედრო ტაძარი= [[ბაგრატის ტაძარი|ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) ტაძარი]]
| მეორე საკათედრო ტაძარი=
| მმართველი ეპისკოპოსის სანი=
| მმართველი ეპისკოპოსის ტიტული= ქუთათელ-გაენათელი [[მიტროპოლიტი]], მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე
| საიტი= www.fb.com/kutaisgaenati/
| არქიეპისკოპოსი=
| მმართველი ეპისკოპოსი= [[იოანე (მეუფე)|იოანე (გამრეკელი) (მ/შ)]]
| მმართველობის დაწყების თარიღი= [[2019]] წლის [[22 ივნისი]]
| მოადგილეები=
| რუკა=
}}
 
'''ქუთაის-გაენათის ეპარქია''' — ეპარქია [[დასავლეთ [[საქართველო|საქართველოს]] ტერიტორიაზე. მდებარეობს ისტორიული [[ეგრის-აფხაზეთის სამეფო]]ს ცენტრალურ ნაწილში. მოიცავს [[მდინარე]] [[რიონი]]ს ქვემო დინებასა და[[ წყალწითელა]]ს ხეობას, ანუ ქალაქ [[ქუთაისი|ქუთაისსა]] და [[წყალტუბო]]ს მუნიციპალიტეტს. ქუთაის-გაენათის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება [[მარგვეთისა და უბისის ეპარქია|მარგვეთის და უბისის]], [[ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია|ჭიათურისა და საჩხერის]], დასავლეთიდან - [[ხონისა და სამტრედიის ეპარქია|ხონისა და სამტრედიის]], ჩრდილოეთიდან [[ნიკორწმინდის ეპარქია|ნიკორწმინდის]], [[ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია|ცაგერისა და ქვემო სვანეთის]], სამხრეთიდან - [[ვანისა და ბაღდათის ეპარქია]].
 
== ისტორია ==
 
ქუთაისის სამღვდელმთავრო კათედრის დაწინაურება, განსაკუთრებით VIII საუკუნის ბოლო მეოთხედიდან, [[ლეონ II]] აფხაზთა მთავრის მიერ ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს შექმნით დაიწყო. ახალშექმნილი სამეფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი [[ქალაქი]] ქუთაისი გახდა, რომლის ძალაუფლება მთელ დასავლეთ საქართველოზე, მათ შორის ზღვისპირეთზეც ვრცელდებოდა.
 
1540-იან წლებში აფხაზეთის საკათოლიკოსო კათედრისა და რეზიდენციის [[გელათი|გელათში]] გადმოტანის შემდეგ, კათოლიკოსად ხშირად ქუთათელს ან გაენათელს ნიშნავდნენ. კათოლიკოსი ზოგჯერ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის - [[იმერეთი|იმერეთის]], [[გურია|გურიის]], [[სამეგრელო]]ს... ტერიტორიაზე არსებულ სამღვდელმთავრო კათედრების ეპისკოპოსადაც იწოდებოდა.
 
[[ფაილი:Kutaisi gelati.jpg|thumb|250px|გელათის საკათედრო ტაძარი]]
მე-18 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან თითქმის ოთხი ათეული წლის მანძილზე, [[1820]] წლამდე, აღნიშნულ კათედრებს განაგებდნენ მიტროპოლიტები [[დოსითეოს ქუთათელი|დოსითეოს წერეთელი]] და [[ექვთიმე გენათელი|ექვთიმე შერვაშიძე]]. დასავლეთ საქართველოში, აღნიშნულ მღვდელმთავართა ძალისხმევით, გურიისა და სამეგრელოს მთავართა და იმერეთის სამეფოს ხალხისა და დიდებულების თანხმობის მოპოვების შემდეგ, მთელი საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საფუძველი მომზადდა. გაერთიანების მოსურნე უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, იმჟამად საქართველო ვერ გაერთიანდა. სამაგიეროდ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის „ივერიელთა ერთობის ტრაქტატი“ დაიდო.
 
[[1819]]-[[1920]] წწ. იმერეთის ცნობილი აჯანყებისას, [[დოსითეოს ქუთათელი]] და [[ექვთიმე გაენათელი|ექვთიმე გენათელი]], აჯანყების შუაგულში აღმოჩნდნენ. [[იმერეთის აჯანყება|იმერეთის აჯანყების]] სასტიკად ჩახშობის შემდეგ, [[1821]] წლის რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, რომლის კათედრა ქუთაისში იყო. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, მანამდე ნიკორწმინდელ [[მთავარეპისკოპოსი|მთავარეპისკოპოს]] [[სოფრომ წულუკიძე]]ს მიანდეს. მას რუსეთის სინოდმა [[არქიეპისკოპოსი]]ს წოდება დაუტოვა. სოფრომის შემდეგ იმერეთის ეპარქიას განაგებდნენ:
 
* [[მიტროპოლიტი დავით წერეთელი|დავით წერეთელი]] ([[1845]]-[[1853]] წწ.);
* [[გიორგი ალადაშვილი]] ([[1908]]-[[1917]] წწ.).
 
==ეპარქიის მმართველები 1917 წლიდან==
ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის სექტემბერში, საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე განახლებულ 13 ეპარქიას შორის ქუთაისისა და გაენათის ეპარქიებიც აღდგა. კრებაზე ქუთათელ მღვდელმთავრად არჩეულ იქნა მიტროპოლიტი [[ანტონი (გიორგაძე)|ანტონ გიორგაძე]]. მალე ქუთაისისა და გაენათის კათედრები ერთ სამწყსოდ გაერთიანდა და ქუთაის-გაენათის ეპარქია ეწოდა. 1917 წლიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიას მწყსიდნენ:
 
* მიტროპოლიტი [[ნიკოლოზი (მახარაძე)|ნიკოლოზ მახარაძე]] ([[1981]]-[[1983]]).
* მიტროპოლიტი [[კალისტრატე (მეუფე)|კალისტრატე]] (მარგალიტაშვილი) ([[1983]]-[[2019]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[იოანე (მეუფე)|იოანე (გამრეკელი)]] (ასრულებს მოვალეობას [[2019]] წლის 22 ივნისიდან).
 
==იხილეთ აგრეთვე==