ლაქაში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 35 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q145707
No edit summary
ხაზი 14:
| არეალის რუკა =
}}
'''ლაქაში''' (Typha), [[ერთლებნიანები|ერთლებნიან]] [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვან]] ბალახოვან მცენარეთა გვარი [[ლაქაშისებრნი|ლაქაშისებრთა]] ოჯახისა. მათი სიმაღლე 70 სმ-4 მ აღქევს. აქვთ ფართო ან ვიწროხაზური, კიდემთლიანი ფოთლები.

20 სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. [[საქართველო]]ში გვხვდება 4 სახეობა. ლაქაში. იზრდება ტბებისა და მდოვრე მდინარეების წყალმარხ სანაპიროებზე, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1800 მ-მდე. საქართველოში უფრო ხშირად გვხვდება ლაქაშის 2 სახეობა — Typha latifelia და Typha angustifolia, რომლებიც ქმნიან ფიტოცენოზებს [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის]] და სხვა დაბლობის მდინარისპირული ლარტაფების წყალუხვ ადგილებში, [[ბაზალეთის ტბა|ბაზალეთისა]] და [[ლისის ტბა|ლისის]] ტბების სანაპიროებზე, ზაჰესის საგუბრის ნაპირზე, ზურტაკეტის ზეგნის ტბების წყალმარხ, ლამიან სანაპიროებზე და სხვაგან. ლაქაშიანები საქართველოში არსად არ არის დიდ ფართობზე გავრცელებული.

ლაქაშს სასილოსედ იყენებენ, მისგან თოკს, ჭილობსა და ჩანთებს ამზადებდნენ. ყვავილთანური ბეწვები მაღალი ხარისხის ცელულოზის მისაღებად იხმარება, ხოლო მატყლთან ერთად მას ქეჩისა და ფეტრის წარმოებაში იყენებენ. მთელ მცენარეს — საქაღალდე მასალად, ფესურებს კი — სახამებლის მისაღებად.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაქაში“-დან