გალებთან რომისთვის ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ომის გამომწვევი მიზეზები: clean up, replaced: ერთერთი → ერთ-ერთი using AWB
No edit summary
 
ხაზი 17:
გალებმა რომაელი ელჩები კარგად მიიღეს, მაგრამ კლუზიუმის დანდობაზე უარი განაცხადეს. უარით გაცხარებული რომაელები ეტრუსკულ ჯარს შეუერთდნენ, რაც ბრძოლის დროს გალებმა შენიშნეს, ამასთან, ერთ-ერთმა ელჩმა [[კვინტუს ფაბიუსი|კვინტუს ფაბიუსმა]] გალთა ბელადი მოკლა. ეს ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა.
 
გალებმა ჯერ რომში ელჩები გაგზავნეს ფაბიუსების დასჯის მოთხოვნით. [[რომის სენატი|სენატმა]] მათი მოთხოვნა კანონიერად მიიჩნია, მაგრამ იმ მიზეზით რომ ფაბიუსების გვარი ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო, არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. ამის გარდა იმ წელს ([[ძვ. წ. 390]]) ფაბიუსები [[სამხედრო ტრიბუნების სია|სამხედრო ტრიბუნებად]] აირჩიეს. განრისხებული გალები უმალვე რომისკენ გაეშურნენ სწრაფი მარშით. გალების შემყურე ქალაქებში პანიკა იწყებოდა, მაგრამ ისინი ყველასსყველას ამცნობებდნენ რომ რომისკენ მიემართებიან.
 
== ალიასთან ბრძოლა ==
{{მთავარი|მდინარე ალიასთან ბრძოლა}}
 
რომის სამხედრო ტრიბუნები [[ტიტუს ლივიუსი]]ს აზრით ძალიან ცუდად მოემზადნენ გალების დასახვედრად. მათ შეკრუიბესშეკრიბეს 40 000 კაციანი ჯარი, მაგრამ უმრავლესობა გაუწვრთნელი ახალბედები იყვნენ. მათ ასევე წინასწარ კარგად არ აარჩიეს ბრძოლის ველი. რომის ჯარი ძალიან გაწელილი იყო, რათა მოწინააღმდეგეებს არ შეძლებოდათ ზურგიდან შემოვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც გალების წყობაზე მოკლე იყო. ცენტრი ძალიან სუსტი იყო, რეზერვი კი მარჯვენა ფლანგზე ბორცვზე განათავსეს.
 
გალთა ბელადმა [[ბრენუსი|ბრენუსმა]] ჩათვალა რომ რომაელთა რეზერვი განკუთვნილია იმისთვის რომ როდესაც ხელჩართული ბრძოლა დაიწყება, გალთა ზურგს დაარტყას. ამიტომ მან უპირველეს ყოვლისა ბორცვზე გამაგრებულ რეზერვს დაარტყა.
 
რომაელებმა ბრძოლა არც დაიწყეს ისე გაიქცნენ. ბრძოლის პროცესში არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა, დაიღუპნენ მხოლოდ პანიკური გაქცევისას ჭყლეტვაში. ბევრი ჯარისკაცი რომის მაგივრად [[ვეი]]სკენ წავიდა. მდინარე [[ტიბრი|ტიბრისთან]] მოხდა ჟლეტა, სადაც მთელი მარცხენა ფრთა გაიქცა. ყველა მდინარეში გადახტა თავის საშველად და ვინც ცურვა არ იცოდა ან გამძიმებულიდამძიმებული იყო იარაღით ყველა დაიხჩო.
 
მარჯვენა ფრთაზე მყოფებმა თავი ქალაქს შეაფარეს და პანიკაში კარიბჭე არც კი დაკეტეს. ეს სამარცხვინო დამარცხება [[ძვ. წ. 390]] წლის [[18 ივლისი|18 ივლისს]] მოხდა.
ხაზი 33:
ბრძოლის შემდეგ გამარჯვებული გალები რომისკენ დაიძვრნენ. წინ გაშვებულმა მზვერავებმა მოახსენეს რომ ქალაქის კარიბჭე ღიაა და ყარაულები არსად არ ჩანან. გაოცებულმა გალებმა გადაწყვიტეს ღამე ქალაგარეთ გაეტარებინათ და დილიდან შესულიყვნენ ქალაქში.
 
იმის გამო, რომ ჯარის უმეტესმა ნაწილმა თავი რომს კი არა ვეის შეაფარა, მოსახლეობამ ჩათვალა რომ გადარჩენა ვერავინ ვერ შეძლო. ბრძოლისუნარიანმა ხალხმა თავი [[კაპიტოლიუმი]]ს ციხესიმაგრეს შეაფარა თავისი ოჯახებით. ქურუმებს დაევალათ წმინდა ნივთების ქალაქიდან რაც შეიძლება შორს გატანა და დაცვა. კაპიტოლიუმში პლებეების ადგილი არ იყო, ამიტომ მათაც უნდა დაეტოვებინათ ქალაქი.
 
მოხუცმა სენატორებმა და ტრიუმფატორებმაც არ ისურვეს ციხესიმაგრეში დამალვა, ისინი გამოეწყვნენ საუკეთესო სამოსში, თავისი წარჩინების ყველა ნიშნით და სპილოს ძვლის სავარძლებში (რაც ასევე მათ წარჩინებაზე მეტყველებდა) დასხდნენ საკუთარი სახლების წინ მტრის მოლოდინში ([[პლუტარქე]]ს მიხედვით ისინი ფორუმზე შეიკრიბნენ).
ხაზი 43:
== კამილუსის დიქტატორად არჩევა ==
 
გალების ნაწილი კაპიტოლიუმის ალყით იყო დაკავებული, ხოლო ნაწილი რომის მიდამოებში თარეშობდა საკვების მოსაპოვებლად. ამ მოთარეშეთა რაზმს რომის განდევნილი ყოფილი [[დიქტატორი]]ს [[კამილუსი]]ს მეთაურობით წარმატებით შეებრძოლა [[არდეუმი]]ს ჯარები. ამ ბრძოლის შემდეგ ვეიში თავშეფარებულმა რომიაელებმარომაელებმა კამილუსს სთხოვეს მათი მხედართმთავრობა. კამილუსმა სენატის თანხმობის გარეშე უარი განაცხადა დიქტატორობაზე. თანხმობის მისაღებად კაპიტოლიუმში გაგზავნეს ახალგაზრდა მეომარი, რომელიც ღამით საიდუმლო ბილიკებით შეიპარა ციხესიმაგრეში და ალყაშემორტყმულ სენატს გადასცა რომაელთა მოთხოვნები.
 
სენატში ყველა დათანხმდა რომ ასეთ კრიტიკულ დროს კამილუსსზე უკეთ ვერავინ უხელმძღვანელებდა რომის გაფანტულ ლეგიონებს და იგი დიქტატორად აირჩიეს.
ხაზი 53:
გალებსაც და რომაელებსაც შიმშილი აწუხებდათ, გალებს იმიტომ რომ კამილუსის ჯარი მათ თარეშის საშუალებას არ აძლევდა. ამას დაერთო მათ ბანაკში ეპიდემიებიც. ამიტომ ორივე მხარე მოლაპარაკებებზე დათანხმდა. რომაელებს კი შიმშილისგან წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ ჰქონდათ.
 
გალებმა გამოსასყიდათ 1000 ფუნტი ოქრო მოითხოვეს, რაზეც რომაელები დათანხვდნენდათანხმდნენ. ამ დროს კამილუსი უკვე ემზადებოდა ვეიდან რომისკენ გამოსალაშქრებლად.
 
გამოსასყიდის გადაცემის დროს გალებმა ყალბი გუირები მოიტანეს და მეტი ოქრო მოითხოვეს, ხოლო როდესაც რომაელებმა პრეტენზია გამოთქვეს, გალთა ბელადმა სასწორზე ხმალი დადო და თქვა "'''vae victis'''" - "ვაი წაგებულთ".