კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ზდ
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 38:
'''''კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი''''' ({{lang-en|''Captain America: Civil War''}}) — [[2016]] წლის [[აშშ|ამერიკული]] [[სუპერგმირული ფილმი]], რომელიც ეფუძნება [[Marvel Comics]]-ის ამავე სახელწოდების სუპერგმირის გუნდის თავგადასავლებს. იგი გადაღებულია [[Marvel Studios]]-ის მიერ, ხოლო დისტრიბუტორია [[Walt Disney Studios Motion Pictures]]. ფილმი არის რიგით მეცამეტე ფილმი [[Marvel-ის კინოსამყარო|მარველის კინემატოგრაფიული სამყაროს]] სერიებში და ფილმების ''[[კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი]]'' და ''[[კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი]]'' პირდაპირი გაგრძელება. რეჟისორები არიან [[ძმები რუსოები]], ხოლო სცენარი დაწერეს კრისტოფერ მარკუსმა და სტივენ მაკფილიმ. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: [[კრის ევანსი]], [[რობერტ დაუნი უმცროსი]], [[სკარლეტ იოჰანსონი]], [[სებასტიან სტენი]], [[ენტონი მაკი]], [[დონ ჩიდლი]], [[ჯერემი რენერი]], [[უილიამ ჰარტი]], [[დანიელ ბრიული]] და სხვები.
 
''კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი''ს მსოფლიო პრემიერა შედგა [[ლოს-ანჯელესი|ლოს-ანჯელესში]] 2016 წლის 12 აპრილს და აშშ-ში გამოვიდა 2016 წლის 6 მაისს. ფილმმა მიიღო მაღალი შეფასებები კრიტიკოსებისგან, მიმოხილვების აგრეგატორ საიტზე [[Rotten Tomatoes]] ფლობს 90-იან რეიტინგს 331 მიმოხილვაზე დაყრდნობით, 7.68/10 საშუალო რეიტინგით. ფილმი კომერციულადაც წარმატებული აღმოჩნდა, რომლის შემოსავალმა 1.1 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა და იქცა 2016 წლის ყველაზე შემოსავლიან და ყველა დროის 12-ე ყველაზე შემოსავლიან ფილმად.
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{Commons category|Captain America: Civil War}}