მარქსიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 53:
პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ძირითადი ფორმები: ეკონომიკური, პოლიტიკური და თეორიული ბრძოლა.
 
ეკონომიკური ბრძოლა — ბრძოლა მშრომელი მასების პროფესიული ინტერესებისთვის (ხელფასის გაზრდა, სამუშაო დღისდროის შემცირება, შრომის პირობების გაუმჯობესება).
 
თეორიული ბრძოლა — ბრძოლა პროლეტარიატის გათავისუფლებისთვის თავსმოხვეული ბურჟუაზიული იდეოლოგიისგან. მისი მთავარი მიზანია მშრომელ მასებში სოციალისტური ხედვების გავრცელება, რის შედეგადაც მუშათა კლასის სტიქიური კლასობრივი ბრძოლა მიიღებს შეგნებულ ხასიათს.
ხაზი 60:
 
ვლადიმირ ლენინმა ჩამოაყალიბა თეორია, რომლის მიხედვით „კლასების მოსპობა — ეს არის საქმე ხანგრძლივი, ძნელი, შეუპოვარი კლასობრივი ბრძოლისა, რომლეიც კაპიტალის ბატონობის დამხობის შემდეგ, ბურჟუაზიული სახელმწიფოს დანგრევის შემდეგ, პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების შემდეგ კი არ ჰქრება (როგორც ეს ძველი სოციალიზმის და ძველი სოციალ-დემოკრატიის უხამს ადამიანებს წარმოუდგენიათ), არამედ მხოლოდ ფორმას იცვლის, ბევრი მხრივ კიდევ უფრო მძვინვარე ხდება“. შემდგომში [[სტალინი|იოსებ სტალინმა]] განავრცო ლენინის ხედვები სოციალიზმის მშენებლობის პროცესში კლასობრივი ბრძოლის გამწვავების შესახებ. 1928 წლის 9 ივლისს საჯარო გამოსვლისას მან განაცხადა: „რაც უფრო წინ მივიწევთ, მით უფრო გაიზრდება კაპიტალისტური ელემენტების წინააღმდეგობა, კლასობრივი ბრძოლა გამწვავდება, ხოლო საბჭოთა ხელისუფლება, რომლის ძალაუფლება სულ უფრო გაიზრდება, გააგრძელებს ამ ელემენტების იზოლირებას, მუშათა კლასის მტრების დაშლის პოლიტიკას, ექსპლუატატორების ჩახშობას, რითაც შექმნის საფუძველს მუშათა კლასისა და გლეხობის ძირითადი მასების შემდგომი წინსვლისთვის“.
 
 
===პროლეტარული რევოლუცია===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარქსიზმი“-დან