ალან გრინსპენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მცირე ორთო
ხაზი 2:
'''ალან გრინსპენი''', (*[[6 მარტი]], [[1926]], [[ნიუ-იორკი]]) - [[ამერიკელები|ამერიკელი]] ეკონომისტი, მეცნიერებათა დოქტორი, ბრიტანეთის სამეფო ორდენის მფლობელი და 1987 წლიდან 2006 წლის 31 იანვრამდე [[ამერიკის ფედერალური რეზერვი|ამერიკის ფედერალური რეზერვის]] (ამერიკის ცენტრალური ბანკი, შემოკლ. ''ფედი'') მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე. ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ბრიტანეთის ხაზინის მეთაურის საპატიო (გასამრჯელოს გარეშე) პოსტზე თანხმდება.
 
==კარიერა==
 
თავდაპირველად ფედის თავმჯდომარის პოსტზე [[რეიგანი, რონალდ|რონალდ რეიგანმა]] დანიშნა [[1987]] წელს და მას შემდეგ რამდენიმე ოთხ-წლიანი ინტერვალებით ხელახლა იქნა დანიშნული 2006 წლის 31 იანვარს პენსიაზე გასვლამდე. ამჟამად პოსტი [[ბერნანკე, ბენ|ბენ ბერნანკემ]] დაიჭირა. გრინსპენის პირველი წარმატება პოსტზე მისი დანიშვნიდან მცირე ხანში მომხდარი სააქციო ბირჟის კრახის ([[შავი ორშაბათი]]) შედეგების შემსუბუქება და 1990-იან წლებში ინტერნეტის სწრაფი გავრცელებით შექმნილი "დოტ-კომ" ეკონომიკური ბუმის (რომლის კულმინაცია 2000 წლის მარტში სააქციო ბაზრის კრახი გახდა) მართვა იყო.
 
2001 წლიდან მას მწვავედ აკრიტიკებდნენ ფედის ტრადიციული მონეტარული პოლიტიკიდან გადახრისა და პრეზიდენტ [[ბუში, ჯორჯ (უმცროსი)|ჯორჯ ბუშის]] გადამეტებული მხარდაჭერისთვის. მიუხედავად ამისა, გრინსპენი მაინც ითვლება წამყვან ავტორიტეტად ამერიკის შიდა ეკონომიკასა და მონეტარულ პოლიტიკაში.
ხაზი 9:
გრინსპენი დაიბადა ებრაულ ოჯახში [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]]. სწავლობდა [[კლარნეტი|კლარნეტს]] [[ჯულიარდის სკოლა|ჯულიარდის სკოლაში]] 1943-1944 წლებში და ცნობილია, როგორც ნიჭიერი [[საქსოფონი|საქსოფონისტი]]. შემდეგ ის [[ნიუ-იორკის უნივერსიტეტი|ნიუ-იორკის უნივერსიტეტში]] სწავლობს, ბაკალავრის ხარისხს იღებს ეკონომიკაში (summa cum laude) 1948 წელს, ხოლო მაგისტრისას კი 1950 წელს. მოგვიანებით, 1977 წელს, იგივე უნივერსიტეტი მას ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ანიჭებს. 2005 წლის 14 დეკემბერს მას ნიუ-იორკის უნივერსიტეტმა კომერციულ მეცნიერებათა საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭა, რომელიც მისი მეოთხე ხარისხი გახდა ამ უნივერსიტეტისგან.
 
გრინსპენი 1997 წლიდან დაქორწინებულიდაქორწინებულია [[ენ-ბი-სი]]-ს სატელევიზიო ჟურნალისტ [[მიჩელი, ანდრეა|ანდრეა მიჩელზე]].
 
1950-1960-იან წლებში გრინსპენი მეგობრობდა მწერალ-ფილოსოფსფილოსოფოს [[რანდი, ეინ|ეინ რანდთან]] და მისი [[ობიექტივიზმი|ობიექტივისტური]] მოძრაობის პროპონენტი იყო. ამ მოძრაობის ეფუძნებოდა [[თავისუფალი კაპიტალიზმი|თავისუფალ კაპიტალიზმს]], როგორც სოციალურ და ეკონომიკურ ფილოსოფიას. ის წერდა სტატიებს ობიექტივისტური გამოცემებისთვის, ასევე რამდენიმე ესსე აქვს დაწერილი რანდის 1966 წლის წიგნისთვის: "კაპიტალიზმი: უცნობი იდეალი". თუმცა მოგვიანებით ის თავად ობიექტივისტთა კრიტიკის ქვეშ ექცევა.
 
1948-1953 წელბში გრინსპენი ეკონომიკურ ანალისტად მუშაობს Conference Board-სთვის - ბიზნეს-ინდუსტრიული ორიენტაციის კვლევითი გუნდი ნიუ-იორკში. 1955-2005 წლებში გრინსპენი ნიუ-იორკის ეკონომიკურ-საკონსულტაციო ფირმის "ტაუნსენდ-გრინსპენ და კომპანიის" თავმჯდომარე და შემდეგ პრეზიდენტი ხდება. ამავე დროს 1974-1977 წლებში გრინსპენი ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა პრეზიდენტ [[ფორდი, ჯერალდ|ჯერალდ ფორდთან]]. ასევე მას კორპორაციულ დირექტორად უმსახურია შემდეგ კერძო დაწესებულებებში: Aluminum Company of America (Alcoa); Automatic Data Processing, Inc.; Capital Cities/ABC, Inc.; General Foods, Inc.; J.P. Morgan & Co., Inc.; Morgan Guaranty Trust Company of New York; Mobil Corporation; და The Pittston Company.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალან_გრინსპენი“-დან