ალავერდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 69:
 
== არქიტექტურა ==
[[ფაილი:ალავერდის ტაძრის სამხრეთი კედელი.jpg|მარცხნივ|მინი|452x452px420x420px]]
ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7x26,4, სიმაღლე 50 მ-მდე). შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული [[აფსიდა|აბსიდებით]] მთავრდება და ქმნის ე. წ. [[ტრიკონქი|ტრიკონქს]]. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია, აქვს გვერდის [[ნავი (არქიტექტურა)|ნავები]]. [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] აბსიდის ორსავე მხარეს მოთავსებულია [[სამკვეთლო]]ს და [[სადიაკვნე]]ს ოთახები. გარედან შენობას სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული [[გუმბათი]] ოთხ [[ბურჯი (არქიტექტურა)|ბურჯს]] ეყრდნობა. ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა, რომლებიც [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასაწყისში დაუნგრევიათ. ამ სამ მხარეს არის მოთავსებული ტაძრის შესასვლელებიც. შიდა სივრცე გამოირჩევა გრანდიოზულობითა და დახვეწილი პროპორციებით. [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერს]] კარგად ანათებს ფართო კარ-სარკმელებიდან უხვად შემოსული სინათლე (გუმბათს 16 სარკმელი აქვს). მონუმენტური [[ფასადი|ფასადები]] ძუნწად არის მორთული (ეს კახეთის ძეგლების საერთო თავისებურებაა). დამახასიათებელია აღმოსავლეთი ფასადის აგებულება - ხუთი დეკორატიული [[თაღი]] და ორი ღრმა სამკუთხა [[ნიში (არქიტექტურა)|ნიში]].
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალავერდი“-დან