ალან გრინსპენი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

21:38, 28 თებერვალი 2006-ის ვერსია

ალან გრინსპენი, მედნიერებათა დოქტორი, ბრიტანეთის სამეფო ორდენის მფლობელი (*6 მარტი, 1926) - ამერიკელი ეკონომისტი და ამერიკის ფედერალური რეზერვის (ამერიკის ცენტრალური ბანკი, შემოკლ. ფედი) მმართველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე. ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ბრიტანეთის ხაზინის მეთაურის საპატიო (გასამრჯელოს გარეშე) პოსტზე თანხმდება.

ალან გრინსპენი

თავდაპირველად ფედის თავმჯდომარის პოსტზე რონალდ რეიგანმა დანიშნა 1987 წელს და მას შემდეგ რამდენიმე ოთხ-წლიანი ინტერვალებით ხელახლა იქნა დანიშნული 2006 წლის 31 იანვარს პენსიაზე გასვლამდე. ამჟამად პოსტი ბენ ბერნანკემ დაიჭირა. გრინსპენის პირველი წარმატება პოსტზე მისი დანიშვნიდან მცირე ხანში მომხდარი სააქციო ბირჟის კრახის (შავი ორშაბათი) შედეგების შემსუბუქება და 1990-იან წლებში ინტერნეტის სწრაფი გავრცელებით შექმნილი "დოტ-კომ" ეკონომიკური ბუმის (რომლის კულმინაცია 2000 წლის მარტში სააქციო ბაზრის კრახი გახდა) მართვა იყო.

2001 წლიდან მას მწვავედ აკრიტიკებდნენ ფედის ტრადიციული მონეტარული პოლიტიკიდან გადახრისა და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გადამეტებული მხარდაჭერისთვის. მიუხედავად ამისა, გრინსპენი მაინც ითვლება წამყვან ავტორიტეტად ამერიკის შიდა ეკონომიკასა და მონეტარულ პოლიტიკაში.

გრინსპენი დაიბადა ებრაულ ოჯახში ნიუ-იორკში. სწავლაბდა კლარნეტს ჯულიარდის სკოლაში 1943-44 წლებში და ცნობილია, როგორც ნიჭიერი საქსოფონისტი. შემდეგ ის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლობს, ბაკალავრის ხარისხს იღებს ეკონომიკაში (summa cum laude) 1948 წელს, ხოლო მაგისტრისას კი 1950 წელს. მოგვიანებით, 1977 წელს, იგივე უნივერსიტეტი მას ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ანიჭებს. 2005 წლის 14 დეკემბერს მას ნიუ-იორკის უნივერსიტეტმა კომერციულ მეცნიერებათა საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭა, რომელიც მისი მეოთხე ხარისხი გახდა ამ უნივერსიტეტისგან.

გრინსპენი 1997 წლიდან დაქორწინებული ენ-ბი-სი სატელევიზიო ჟურნალისტ ანდრეა მიჩელზე.

1950-60-იან წლებში გრინსპენი მეგობრობდა მწერალ-ფილოსოფს ეინ რანდთან და მისი ობიექტივისტური მოძრაობის პროპონენტი იყო. ამ მოძრაობის ეფუძნებოდა თავისუფალ კაპიტალიზმს, როგორც სოციალურ და ეკონომიკურ ფილოსოფიას. ის წერდა სტატიებს ობიექტივისტური გამოცემებისთვის, ასევე რამდენიმე ესსე აქვს დაწერილი რანდის 1966 წლის წიგნისთვის: "კაპიტალიზმი: უცნობი იდეალი". თუმცა მოგვიანებით ის თავად ობიექტივისტთა კრიტიკის ქვეშ ექცევა.

1948-1953 წელბში გრინსპენი ეკონომიკურ ანალისტად მუშაობს Conference Board-სთვის - ბიზნეს-ინდუსტრიული ორიენტაციის კვლევითი გუნდი ნიუ-იორკში. 1955-2005 წლებში გრინსპენი ნიუ-იორკის ეკონომიკურ-საკონსულტაციო ფირმის "ტაუნსენდ-გრინსპენ და კომპანიის" თავმჯდომარე და შემდეგ პრეზიდენტი ხდება. ამავე დროს 1974-1977 წლებში გრინსპენი ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა პრეზიდენტ ჯერალდ ფორდთან. ასევე მას კორპორაციულ დირექტორად უმსახურია შემდეგ კერძო დაწესებულებებში: Aluminum Company of America (Alcoa); Automatic Data Processing, Inc.; Capital Cities/ABC, Inc.; General Foods, Inc.; J.P. Morgan & Co., Inc.; Morgan Guaranty Trust Company of New York; Mobil Corporation; და The Pittston Company.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.