დიტრიხ ბუქსტეჰუდე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ტექსტი
ხაზი 3:
 
== ცხოვრება ==
დიტერიხ ბუქსტეჰუდე ([[Დანიურიდანიური ენა|დანიურად]]-დიდერიკ ბუქსტეჰუდე ''Diderik Buxtehude'') 1637 წელს დაიბადა. დაბადების ადგილად უფრო ხშირად მიჩნეულია
 
[[Ჰელსინგბორგიჰელსინგბორგი|ჰელსინგბორგი]], რომელიც იმ დროს [[Დანიადანია|დანიას]] ეკუთვნოდა. არსებობს ნაკლებადდასაბუთებული და შესაბამისად-ნაკლებადსარწმუნო მოსაზრებაც მისი [[Ოლდესლოეოლდესლოე|ოლდესლოეში]] დაბადების შესახებაც. მუსიკოსის მამა, პროფესიით ორღანისტი იოჰან ბუქსტეჰუდე წარმოშობით სწორედ ოლდესლოედან (დღევანდელი [[Შლეზვიგშლეზვიგ-ჰოლშტაინი|შლეზვიგ-ჰოლშტაინი]], [[Გერმანიაგერმანია|გერმანია]]) იყო. 1641 წელს იოჰან ბუქსტეჰუდე ქალაქ [[Ჰელსინგერიჰელსინგერი|ჰელსინგერის]] ტაძარში მსახურობდა. სწორედ ამ ქალაქში გაატარა ბავშვობა დიტერიხმადიტერიხმაც და აქვე დაასრულა [[ლათინური სკოლა]].
 
დიტერიხ ბუქსტეჰუდე [[1657]]-[[1658]] წლებში [[Ჰელსინგბორგიჰელსინგბორგი|ჰელსინგბორგში]], ხოლო, [[1660]]-[[1668]] წლებში კი — ქალაქ [[Ჰელსინგერიჰელსინგერი|ჰელსინგერის]] გერმანული საკრებულოს ტაძარში მოღვაწეობდა ორგანისტად. [[1668]] წლიდან ბუქსტეჰუდემ ლიუბეკში გადაინაცვლა, სადაც წმ. მარიას ტაძრის მმართველის თანამდებობაზე ჩაანაცვლა თავისი სიმამრი-[[Ფრანცფრანც ტუნდერი|ფრანც ტუნდერი]]. ლიუბეკში ბუქსტეჰუდემ ახალი სული შთაბერა მისი სიმამრის მიერ დაარსებულ საშობაო კონცერტების სერიას, სადაც საშობაო-სასულიერო თემაზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები სრულდებოდა. [[1673]] წლიდან ეს კონცერტები, ე.წ. საღამოს მუსიკა ([[Გერმანულიგერმანული ენა|გერმ.]] Abendsmusiken) უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ამან ბუქსტეჰუდეს შორს გაუთქვა სახელი, როგორც კომპოზიტორსა და ვირტუოზ ორგანისტს.
 
[[Იოჰანიოჰან სებასტიან ბახი|ი.ს. ბახი]] დიდად აფასებდა ბუქსტეჰუდეს შემოქმედებას. [[1705]] წელს მან 400 კილომეტრზე მეტი გაიარა [[Არნშტადტიარნშტადტი|არნშტადტიდან]] ფეხით, იმისათვის, რომ ბუქსტეჰუდე ენახა და მისთვის მოესმინა. ლიუბეკში ბახმა კარგა ხანს დაჰყო. სავარაუდოდ, იგი გაკვეთილებსაც იღებდა ბუქსტეჰუდესაგან.
 
ბუქსტეჰუდე 1707 წელს გარდაიცვალა, ლიუბეკში. დაასაფლავეს იმავე ტაძარში, სადაც მსახურობდა, ორგანთან ახლოს. [[1942]] წელს ბრიტანული ავიაციის მიერ დაბომბვამ დააზიანა ტაძარი და საფლავის ქვა. ქვა აღადგინეს [[1957]] წელს, კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 250-ე წლისთავზე.
 
ბუქსტეჰუდე აღიარებულია ჩრდილოგერმანული საორგანო სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენლად. მისი გარდაცვალების შემდეგ ლიუბეკის წმ. მარიას ტაძრის ორგანისტობა გადაიბარა მისმა სიძემ და მოწაფემ იოჰან ქრისტიან შიფერდეკერმა. სხვა მოსწავლეებიდან ცნობილია ასევე [[Ნიკოლაუსნიკოლაუს ბრუნსი|ნიკოლაუს ბრუნსი]].
 
კომპოზიტორის მუსიკალური შემოქმედების დიდი ადგილი საღვთისმსახურო მუსიკას ეკუთვნის. ბუქსტეჰუდე თავის შემოქმედებაში ცდილობს, ტექსტის შინაარსი საკუთარ თავში ცოცხლად განიცადოს. შესაძლებელია, რომ იგი ცდილობდა პიეტიზმის მუსიკალურად გამოხატვას.