მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 40:
== ტურნირის მიმდინარეობა ==
=== I ჯგუფი ===
ამ ჯგუფში კენჭისყრით არგენტინა, საფრანგეთი, მექსიკა და [[ჩილეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ჩილე]] მოხვდნენ. არგენტინელებმა გაამართლეს ფავორიტის სტატუსი. ფრანგებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს არგენტინელებს, თუმცა დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით 1:0. თვითმხილველებმა მსაჯის არაობიექტურობაც აღნიშნეს. მატჩის 84–ე84-ე წუთზე ფრანგი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ამ დროს მსაჯმა საფინალო სასტვენის ნიშანი მისცა.<ref name="ისტორიანი">''ზვიად დოლიძე'', საფეხბურთო დრა(ჰ)მატიზმის სათავეებთან, ისტორიანი, № 3, გვ. 80</ref> ამ მატჩამდე საფრანგეთი მექსიკის ნაკრებს შეხვდა. ეს მატჩი იმითაა აღსანიშნავი, რომ ფრანგმა ლუსიენ ლორანმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა, მისმა ნაკრებმა კი ანგარიშით 4:1 იმარჯვა. არგენტინას მსაჯმა დახმარება მექსიკასთანაც გაუწია. მან არგენტინის კარში [[პენალტი]] ორჯერ დანიშნა, თუმცა, რადგანაც მაშინ ნაბიჯებით ზომავდნენ საპენალტე ადგილს, აღმოჩნდა, რომ მექსიკელებს ორივე დარტყმა 15 მეტრიდან შეუსრულებიათ.<ref name="ისტორიანი"/> მექსიკელებმა ხსენებული ეპიზოდების გამოყენება ვერ შეძლეს, საბოლოოდ კი 6:3 დამარცხდნენ. არგენტინელებმა მესამე მატჩშიც დაამარცხეს ჩილე და ნახევარფინალისკენ გზა გაიკაფეს.
 
=== II ჯგუფი ===