მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო 2: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 118:
 
== ბაგრატიონთა დინასტიური სტატუსი რუსეთის იმპერიაში ==
«უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარისგან, საქართველოს სამეფო სახლის მთელს ბაგრატიონთა დინასტიად წარმოდგენის გამავრცელებლებისა, რუსეთის კანონმდებლობა საქართველოს და იმერეთის სამეფო სახლების წევრებად მნიშვნელოვნად ვიწრო წრეს აღიარებდა, კერძოდ, ქართველთა (ქართლ-კახეთის) და იმერეთის მეფეთა უკანასკნელ შთამომავლებს» — კერძოდ, ერეკლე II-ს, გიორგი XII-ს, დავით II-ს, ალექსანდრე V-ს და სოლომონ I-ს. თავდაპირველად, რუსეთის კანონმდებლობაში გამოჩნდა საქართველოს და იმერეთის სამეფო სახლების წევრთა ცნება (მე-19 საუკუნის პირველი მეოთხედი), თუმცა უკვე 1836 წლიდან შემოდის საქართველოს და იმერეთის ყოფილი სამეფო სახლების წევრთა ცნება. XX საუკუნის მე-2 ნახევარში ეს ცნება ასევე ქრება საბოლოოდ, და ყოფილი სამეფო სახლების წევრები (დასახელებულნი კანონით «საქართველოს და იმერეთის უკანასკნელ მეფეთა შთამომავლებად» დასახელებულნი) 1865 წლის 20 ივნისიდან იღებენ მთავართა ბრწყინვალების ტიტულს ([[გრუზინსკები|გრუზინსკების]], [[იმერეტინსკები|იმერეტინსკების]], ბაგრატიონ-იმერეტინსკების და ბაგრატიონების)<ref>''Рикман В. Ю. фон''. Правовое положение царских и владетельных домов в Грузии в Российской империи // Геральдические ведомости. — 1995. № 1(9). — С. 2.</ref>.
 
ს. ვ. დუმინის აზრით, რუსეთის «ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ საქართველოს მეფეთა შთამომავლობისთვის დინასტიური სტატუსის ფორმალური შენარჩუნება რესტავრაციის შესაძლო საფრთხის შემქმნელია. გადააქცევს რა მათ რუსეთის იმპერიის მთავრებად... პეტერბურგის ადმინისტრატორები ამით ფიქრობდნენ, სამეფო სისხლის უფლისწულთა გათანაბრებას დანარჩენ ქართულ არისტოკრატიულ ფენებთან, წინანდელი დინასტიის ავტორიტეტის დასუსტებას და რუსეთის იმპერატორის ძალაუფლების გამყარებას ახლად მოპოვებულ მიწებზე»<ref>''Станислав Владимирович Думин'' Грузинский Царский Дом // Геральдические ведомости. — 1995. — № 4(12). — С. 11.</ref>.