არხენტინოს ხუნიორსი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 44:
გუნდის სახელწოდების თარგმნისას იყენებენ ერთი და იგივე შინაარსის სამ ფორმას — „არგენტინელი იუნიორები“, „არგენტინელი ახალგაზრდები“ და „არგენტინელი ჭაბუკები“, რაც სავსებით შეესაბამება, როგორც კლუბის ორიგინალურ დასახელებას, ისე მისი ისტორიისთვის დამახასიათებელ ერთ „თავისებურებას“, რაც უმთავრესად ახალგაზრდა და ჭაბუკ ფეხბურთელთა აღზრდასა და დაოსტატებაში გამოიხატება. სწორედ ამ კლუბის რიგებში გაატარეს საფეხბურთო კარიერის ახალგაზრდული და ჭაბუკური წლები მსოფლიო ფეხბურთის აღიარებულმა ვარსკვლავებმა — [[დიეგო მარადონა]]მ, ფერნანდო რედონდომ და ხუან რომან რიკელმემ.
 
[[დიეგო მარადონა|მარადონამ]] 1976–1981 წლებში „არხენტინოს ჯუნიორსის“ რიგებში 166 მატჩი ჩაატარა და 116 გოლი გაიტანა. სწორედ მის შემადგენლობაში ასპარეზობისას დაასახელეს იგი სამხრეთ ამერიკის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელად.
 
სპორტული მიღწევების თვალსაზრისით კლუბის საუკეთესო პერიოდად 1980-იანი წლების პირველი ნახევარი ითვლება, როდესაც 1984 წელს [[არგენტინის პრიმერა დივიზიონი]]ს პირველობაზე ჯერ [[მეტროპოლიტანოს ჩემპიონატი|მეტროპოლიტანოს]], ხოლო 1985 წელს [[ნასიონალის ჩემპიონატი|ნასიონალის]] გათამაშებაში იმარჯვებს.