ციცერონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 16:
=== პოლიტიკური მოღვაწეობა ===
 
ძვ. წ. 78 სულას სიკვდილის შემდეგ ციცერონი კვლავ დაბრუნდა რომში, სადაც პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. 75 წელს იგი [[ქვესტორი]]ს თანამდებობაზე დაინიშნა [[სიცილია]]ში. თავიდან, მას შევიწროვებული და დაჩაგრული მოსახლეობა უნდობლობით შეხვდა, მაგრამ, მერე, როდესაც გამოსცადეს ციცერონის უწყინარი [[ხასიათი]], მისი მზრუნველობა და [[სამართლიანობა]], ისეთი პატივიცემით ეპყრობოდნენ, როგორიც არასდროს არ ღირსებია სხვა რომელიმე თანამდებობის პირს (Plut. Cicero, 6). ქვესტორის მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებას უდავო მნიშვნელობა ჰქონდა ციცერონის მოღვაწეობის მომდევნო პერიოდში. ძვ. წ. 69 ციცერონი ედილად იქნა არჩეული. აღსანიშნავია ციცერონის გამოსვლა სიცილიის ყოფილი გამგებლის [[ვერესი]]ს წინააღმდეგ. ვერესი 3 წლის განმავლობაში პროპრეტორის მოვალეობას ასრულებდა სიცილიაში და ამ დროის განმავლობაში ხალხის სამართლიანი უკმაყოფილება და დიდი სიძულვილი დაიმსახურა. ვერესი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ადგილობრივი მოსახლეობისადმი უხეში მოპყრობით, ძალმომრეობითა და სისასტიკით; მრუშობით, ტაძართა ძარცვით და სხვ. სიცილიელებმა თხოვნით მიმართეს ციცერონს დაეცვა მათი ინტერესები და გამოსულიყო ამ ბოროტმოქმედი პროპრეტორის ბრალმდებლად. ციცერონმა თავისი მოვალეობა ბრწყინვალედ შეასრულა. მისი სიტყვები ვერესის წინაღმდეგწინააღმდეგ გამოირჩევა გონებანახვილობით, ღრმა შინაარსით და მაღალმხატვრულობით. "ჩვენ, [[პროვინცია]]ში ხანდახან ისეთ გამგებლებს ვაგზავნიდით, რომ მათი მოქმედება მცირედ თუ განსხვავდებოდა მტერთა შემოსევებისაგან..." აღნიშნავს ერთგან ციცერონი. ციცერონმა ვერესის პროცესზე მხოლოდ ორი დივინაციო და ერთი სიტყვა წარმოთქვა, დანარჩენი ხუთი კი ლიტერატურულად დაამუშავა და შემდგომში გამოსცა სათაურით "Actio Secunda In Verrem". ვერესის პროცესმა ციცერონს უფრო მეტად განუთქვა სახელი. ამ პერიოდში ციცერონი დაუახლოვდა გამოჩენილ სარდალსა და [[სახელმწიფო]] [[მოღვაწე]]ს - გნეუს პომპეუსს, რომელთანაც მან მეგობრული ურთიერთობა ჯერ კიდევ ჯარში სამსახურის დროს დაამყარა. 66 წელს პომპეუსის მომხრეთა დახმარებით და პირადი პოპულარობის წყალობით ციცერონი პრეტორად იქნა არჩეული. ამ პერიოდში ძალზედ დაძაბული ვითარება შეიქმნა აღმოსავლეთში. 74 წლიდან მიმდინარეობდა [[მითრიდატე]]ს მესამე ომი. რომაელთა პირველი გამარჯვებანი თანდათან მარცხმა შეცვალა. სახალხო ტრიბუნბა მანილიუსმა [[კომიცია|კომიციებში]] წინადადება შეიტანა მითრიდატესთან ომში უმაღლესი [[მთავარსარდლობა]] პომპეუსისთვის გადაეცათ. ციცერონმა აქტიურად დაუჭირა მხარი მანილიუსის კანონს (De Imperio Pompeii). ციცერონმა სენატში ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა პომპეუსის მხარდასაჭერად. საბოლოოდ, [[მანილიუსის კანონი]] ძალაში შევიდა და პომპეუსმა დაიწყო [[სამხედრო მოქმედებები]] აღმოსავლეთში (ძვ. წ. 65 პომპეუსმა [[იბერია]]სა და [[კოლხეთი|კოლხეთშიც]] გაილაშქრა).
 
=== კატილინას შეთქმულება ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ციცერონი“-დან