ქვიშხეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ქვიშხეთი ქართლის სააბაშიოს ცენტრია. აქ [[აბაშიძეები]] XVI საუკუნის 20-იანი წლებიდან მკვიდრდებიან, მაშინ, როდესაც არადეთის წყალს აქეთ მდებარე ტერიტორია ([[ალი]], [[სურამი]], [[ახალდაბა]] და სხვა) იმერეთის სამეფოს ხელში გადავიდა. აღნიშნული ტერიტორია [[1527]] წელს [[ლუარსაბ I]]-მა გადასცა იმერეთის მეფეს - [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III]]-ს ქართლის სამეფო ტახტზე ასვლაში გაწეული დახმარებისათვის.
[[1711]] წელს ქართლის მეფე იესემ უძეოდ გარდაცვლილი პაატა აბაშიძის მამული - ქართლის სააბაშიო ქვიშხეთითურთ უბოძა ვახუშტი აბაშიძეს.
ქვიშხეთმა და მისმა რეგიონმა დიდი აოხრებები განიცადა ქართლში [[ყიზილბაშები|ყიზილბაშობის]] პერიოდში [[1735]]-[[1744]] წლებში. განსაკუთრებით, მძიმე იყო [[1742]]-[[1745]] წლები, როცა ქართლში ყიზილბაშების წინაღმდეგწინააღმდეგ მიმდინარეობდა აჯანყება [[გივი ამილახვარი|გივი ამილახორის]] ხელმძღვანელობით.
[[1744]] წელს ქვიშხეთში აბაშიძის ქალზე იქორწინა [[ერეკლე II|ერეკლე მეფემ]].
[[1748]] წელს [[ლეკები]] ,,მიადგნენ აბაშიძის ქვიშხეთის ციხეს, აიღეს ისიც და წამოიღეს უთვალავი ტყვე ანუ საქონელი ურიცხვი"