კოლხეთის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 98:
105. კიდევ სხვა რამის თქმაც შემიძლია კოლხების შესახებ, რითაც ისნი ეგვიპტელების მსგავსნი არიან. მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის. კოლხურ სელს ელინები სარდონულს უწოდებენ, ეგვიპტიდან შემოსულს კი - ეგვიპტურს.
 
კოლხებმა ადრიული კოლხას სამეფოს არსებობის პერიოდში შეძლეს ერთიანი სამეფოს შექმნა, თუმცა კიმერიელთა და სკვთთა დამანგრეველი ლაშქრობების შემდეგ დასავლეთ საქართველოში რამდენიმე პოლიტიკურ ერთეული უნდა არსებულიყო, რომელიც მხოლოდ საერთო მტრის წინაამღდეგწინააღმდეგ ერთიანდებოდნენ. ბერძნული კოლონიზაციის პერიოდის კოლხეთი ავტორების მიერ აღიქმება სახელმწიფოდ სადაც მეფე ზის და პროვინციებს სკეპტუხების (კვერთხისმპყრობელები) მეშვებით მართავს. თუმცა ამის ზუსტი და მდიდარი ისტორიული წყაროები არ მოიპოვება.
 
===კოლხა===
[[ფაილი:Colchis-coins.jpg|thumb|left|კოლხური მონეტები]]
[[ფაილი:Normal Colchian Axes from Tli Cemetery-tli2C tomb 282.jpg|მინი|[[კოლხური ცული]]. ბრინჯაოს ხანის ერთ ერთი გამორჩეული სოამარი იარაღი.]]
ძვ. წ. XII საუკუნეში რეგიონში მოსახლე ტომების მზარდი კონსოლიდაციის შედეგად ჩამოყალიბდა ადრეკლასობრივი კოლხეთის სამეფო. ძველ სამყაროში კარგად ცნობილი სახელმწიფო, რომელსაც ბერძნულ მითოლოგიაში ადიდებენ, როგორც არგონავტების მოგზაურობის მიზეზს, მედეას სამშობლოსა და ჯადოსნური საიდუმლოების ცოდნის წყაროს. ურარტუელთა მიერ ცნობილი იყო როგორც კოლხა ან კულხა. პირველად წყაროებში (კილხი//კოლხა) იხსენიება ტიგლათფილესერის ჩრიდლოეთის ლაშქრობისას. ძვ.წ. 1112 წელს იგი იხსენებს ამ მხარიდან მოსულ "60 მეფეს", როგორც ჩანს ამ დროს ტომობრივი კონსოლიდაცია ჯერაც არ იყო დასრულებული რადგან ერთი მეთაური არ ჩანს. თუმცა შემდგომში რეგიონში აგრესიული სახელმწიფოების მომძლავრებამ დააჩქარა ამ ტომების კონსოლიდაცია. დაპყრობლის წინაამღდეგწინააღმდეგ გაერთიანება მალე მყარ პოლიტიკურ და კულტურულ გაერთიანებაში გადაიზარდა და ამავე საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა კოლხას სამეფო. მისი ტერიტორია მოიცავდა სამხრეთით ჭოროხის აუზიდან და სამხრეთ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან, ჩრდილოეთით კოლხეთის მთისწინეთამდე. ამ გაერთინებამ კოლხური კულტურის აერალი ერთი მმართველის ხელქვეით მოაქცია. დაჩქარდა მეტალურგიული განვითარება. მცირე აზიის ცენტრებთან კულტურულმა და პოლიტიკურმა კავშირებმა გააძლიერა მიწათმოქმედების და მესაქონლეობის დარგები. ასევე ვაჭრობა. ეს იყო უკვე ერთიანი პოლიტიკური ერთეული "მეფით", "მეფისნაცვლებით", რომლებიც პროვინციებს მართავენ, "სამეფო ქალაქებით" და ა.შ. ტიგლათფილესერის შემდეგ ლურსმნული წყაროები სდუმან. შემდგომ კოლხა ისევ ჩნდება ურარტუულ წყაროებში. არგიშთი მეორის მიერ დიაოხის მრავალგზის დარბევის და შემდეგ მისი დაპყრობის პროცესში, კოლხებმა გამოიყენეს ხელსაყრელი ვითარება და დიაოხის ჩრდილოეთ პროვინციები დაიპრეს. ეს ჩანს ჩანაწერებში. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მანამდე დიაოხის შემადგენლობაში იხსენიება ურარტუულ წყაროებში. შემდგომში კოლხეთის ქვეშემრდომადაა აღნიშნული. მაგ. ხასას ქვეყანა. სამხრეთი კი ურარტუს დარჩა. კოლხა და ურარტუ უშუალოდ გაუმეზობლდნენ ერთმანეთს და მათ შორის მალევე დაიწყო სისხლისმღვრელიი ომები. თავდაპირველად კოლხებმა წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა შემდგომში რამდენიმე სხვა პროვინცია დაკარგეს (მათ შორის სამეფო ქალაქი ილდამუსა) ურარტუს მეფე სარდურ II-სთან ძვ. წ. 750-748 ("გავემართე სალაშქროდ კოლხთა ქვეყნის წინაამღდეგწინააღმდეგ, ღვთაება ხალდის ხახა, ხასას მეფე მისი ხალხითურთ იქედან წავიყვანე ტყვედ და დავასახლე ჩემს ქვეყანაში") ომში. ეს იყო უმნიშვნელო ლაშქრობა რადგან ეს ჩრდილოეთ დიაოხში ლაშქრობაა რაც კოლხებისთვის არც ისე საგანგაშოა. სარდური მის მეფესთან არ იბრძვის. მეორე ლაშქრობის 744-742 წწ. ომებისას როგორც ჩანს ურარტელები უკვე საკუთრივ კოლხას სამხრეთ პროვინციებში იჭრებიან ქვეყნის სიღრმისაკენ. სარდური იპყრობს "სამეფო ქალაქ" ილდამუსას და მის მეფისნაცვლებს ატყვევებს. ლურსმნულ წარწერებში "სამეფო ქალაქი" დედაქალაქს არ აღნიშნავს. აქ კოლხეთის მეფისნაცვლები მსხდარან თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი ქალაქი უნდა ყოფილიყო. სარდური ამჯერადაც თავს იკავებს კოლხას ძირითად ძალებთან შებძოლებისგან. ქალქის საშველად მოსულა კოლხეთის მეფე თავისი არმიით, სამწუხაროდ ლურსმნულ წარწერაში მისი სახელის დიდი ნაწილი წაშლილია და დარჩენილია სახელის დაბოლოების მხოლოდ ორი ასო - "სა". სარდურს დაურბევია დასახლელები და ნადვლით უკან გაბრუნებულა. როგორც ჩანს, კოლხასა და ურარტუს შორის ომები მერვე საუკუნის მანძილზე თითქმის არც შეწყვეტილა.
[[ფაილი:Colchian necklace.jpeg|მინი|250x250პქ|კოლხური ოქროს ყელსაბამი]]
[[ფაილი:Colchian scent bottle 4th century BC.jpg|მარცხნივ|მინი|კოლხური ვერცხლის სურა]]
ხაზი 120:
სპარსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ კოლხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივად ცნობილი, როგორც [[ეგრისი]], [[იბერია|იბერიის სამეფოს]] ნაწილი გახდა დაახ. [[ძვ. წ. 302]] წელს. თუმცა კოლხეთი იბერიას მალევე გამოეყო და რამდენიმე მცირე სამთავროდ დაიშალა. კოლხეთის სამთავროები დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ რეგიონის [[მითრიდატე VI ევპატორი|მითრიდატე პონტოელის]] მიერ დაპრყობამდე (ძვ. წ. 101).
 
შემდგომში კოლხეთი [[მითრიდატე VI ევპატორი|მითრიდატე VI ევპატორმა]] დაიმორჩლა და აქ საკუთარი მმართველები დასვა. ცენტრად კი დიოსკურია აქცია. ძვ.წ. 85 წელს კოლხები მისი შვილის წაქეზებით აუჯანყდნენ პონტოელებს მაგრამ დამარცხდნენ. სოწრედ კოლხეთის აჯანყებამ სეაფერხა მითრიდატეს ლაშქრობა დასავლეთით რომის წინაამღდეგწინააღმდეგ. ადგილობრივი სკეპტუხების ნაწილი მითრიდატეს მიუდგა. რომთან სასტიკი მარცხის შემდეგ მითრიადატე კოლხეთში გაიქცა. ძვ.წ. 65 წელს კოლხეთში შემოჭრილ პომპეუსს მითრიდატეს მომხრე სკეპტუხებმა გაუწიეს წინაამღდეგობაწინააღმდეგობა. მათ შორის ოლთაკემ, რომელიც პომპეუსის ტყვეთა სიაში მეფედ იხსენიება. იგი შეიპყრეს და რომში ტრიუმფალურ გზაზე ჩამოატარეს სხვა მეფე-მთავრებთან ერთად და ორქოზმა რომელმაც რომაელებს ბრძოლები გაუმართა და შემდეგ სვანეთის მთებს შეაფარა თავი. კოლხეთის დაცემის შემდეგ მითრიდატე ბოსფორში გაიქცა სადაც მალე საკუთარმა შვილმა ფარნაკემ მოკლა. ამასობაში კოლხეთი რომაელებმა დაიპყრეს და იქ ადგილობრივი წარჩნებული [[არისტარქე]] (ძვ.წ. 65-47წწ) დასვეს მმართველად. [[ფარნაკე I]] [[ბოსფორის სახელმწიფო|ბოსფორის სამეფოდან]] დიდი არმიით შეიჭრა კოლხეთში (ძვ.წ. 47წ.) და მოაოხრა დასახლებული ქალაქები, პოლისები და დასახლებები. მათ შორის ცნობილი [[ლევკოთეას ტაძარი]] და ქალაქი სურიუმი (ვანი). [[არისტარქე]] სწორედ ამ დროს უნდა დაღუპულიყო. ფარნაკეს დამანგრეველმა ლაშქრობამ კოლხეთი საბოლოოდ დასცა. დაკნინდა ბერძნული პოლისები, განადგურდა ადრინდელი სოციალურ-ეკონომიკური კავშირები. მალე დაქუცმაცებულ კოლხეთს რომაელებმა დაადგეს თვალი და მის ზღვისპირა ქალაქებში კოჰორტები ჩააყენეს. კოლხეთის ტერიტორიის შიდა ნაწილში მთიელი და მეზობელი მხარეებიდან მიგრიებული მოსახლეობის კონსოლიდაციით შეიქმნა რამდენიმე მცირე სამეფო სამთავრო, რომელთა შორის მოგვიანებით ახ.წ. II საუკუნის შუა წლებში დაწინაურდა ლაზთა სამთავრო (შემდგომში [[ეგრისის სამეფო]]).
 
==კოლხეთის მმართველები==
ხაზი 136:
* [[მოაფერნე]] (ძვ.წ. დაახლ. 66წ.) — [[პონტო]]ს დაქვემდებარებაში.მითრიდატეს ახლო მეგობარი. ცნობილი ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის დედის ბიძა,
* [[მითრიდატე (კოლხეთი)|მითრიდატე ქრესტუსი]] (ძვ. წ. 85-83წწ.) — [[პონტო]]ს დაქვემდებარებაში.მითრიდატეს შვილი.
* [[ოლთაკე]] (ძვ.წ. 65) — [[პონტო]]ს დაქვემდებარებაში. კოლხი სკეპტუხი, მითრიდატეს ერთგული მეგობარი, რომელმაც ხმლით გაუწია წინაამღდეგობაწინააღმდეგობა პომპეუსს კოლხეთში შეჭრისას.
* [[მაქარესი]] (ძვ. წ. 65) — [[პონტო]]ს დაქვემდებარებაში. კოლხი სკეპტუხი.
* [[ორქოზი]] (ძვ.წ. 65) — [[პონტოს სამეფო|პონტოს]] დაქვემდებარებაში. კოლხი სკეპტუხი, მითრიდატეს მოკავშირე. არ დაემორჩილა კოლხეთში შემოჭრილ პომპეუსს. დამარცდა და თავი კავკასიის მთებს შეაფარა.