კალათბურთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 185.115.136.5 ცვლილებების გაუქმება (№3657706)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 1:
აქ იყო #####. იოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო! ვინც ამას კითხულობს დებილია!
[[ფაილი:Three point shoot.JPG|thumb|250px|ქალ კალათბურთელთა მატჩი.]]
'''კალათბურთი''' — გუნდური [[სპორტი]]ს სახეობა, რომელშიც ორი გუნდი, თითოეულში ხუთი მოთამაშით ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის კალათში [[ბურთი]]ს მოხვედრით ორგანიზებული წესების მიხედვით.
 
== ისტორია ==
1891 წელს სპრინგფილდის (მასაჩუსეტსი, აშშ) კოლეჯის [[ანატომია|ანატომიის]] მასწავლებელმა ჯეიმზ ნეისმიტმა დაამუშავა პირველი წესები და [[1891]] წლის [[21 დეკემბერი|დეკემბერს]] პირველი მატჩიც მოაწყო. მალე ახალი თამაში მთელმა ამერიკამ აღიარა, მოგვიანებით კი დანარჩენმა მსოფლიომაც გაიცნო.
 
== მოედანი, ბურთი, წესები ==
[[ფაილი:Basketball.png|thumb|კალათბურთის ბურთი]]
კალათბურთის სათამაშოდ იყენებენ მოედანს, რომლის ზომაა 28X15 მ. პირითი ხაზების შუა ადგილას სპეციალურ დგარებში დაყენებულია ფარები, რომლებზეც დამაგრებულია ლითონის რგოლებზე დაკიდებული უძირო ბადეები (კალათები). მანძილი იატაკსა და კალათს შორის 305 სმ-ია, თვითონ ფარის ზომებია 180X105 სმ ან 120X80 სმ, ასევე არსებობს ქუჩის კალათბურთის ფარი და სამოყვარულო კალათბურთის ფარი, რომლის ზომებიც განსხვავებულია. კალათის დიამეტრი 45 სმ-ია. ფარის წინ 625-ანი რადიუსით შემოსაზღვრულია 3-ქულიანი ტყორცნის არე და საჯარიმო ზონა. კალათბურთს თამაშობენ ტყავის, სინთეტიკური ტყავის ან სხვა სინთეტიკური მასალისაგან დამზადებული ბურთით. რომლის გარშემოწირულობა 74,5-78 სმ-ა, ხოლო მასა — 567-650 გრამი.
 
მოთამაშეთა რაოდენობა ყოველ გუნდში 5-5 კაცით განისაზღვრება. თამაშის დროს ჩაგდებული ბურთისათვის გუნდს ერიცხება 2 ან 3 ქულა, ყოველი რეალიზებული საჯარიმო ტყორცნისათვის 1 ქულა, გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს. შეხვდერა შედგება ოთხი 10 წუთიანი (სუფთა დრო) მეოთხედისგან. მეოთხედებს შორის შესვენება 2 წუთია. გამონაკლისია შესვენება მეორე და მესამე მეოთხედებს შორის, რომელიც 15 წუთი გრელდება. მატჩის ფრედ დამთვრების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი 5 წუთიანი ტაიმი (ან ტაიმები), გამარჯვებულის გამოვლენამდე. დაშვებულია ნებისმიერი რაოდენობის შეცვლები. ყველა შეცვლილ მოთამაშეს უფლება აქვს დაბრუნდეს მოედანზე.
 
კალათბურთს ხელით თამაშობენ. დაშვებულია ბურთის ხელით ტარება, გადაცემა და ტყორცნა, როგორც ცალი, ასევე ორი ხელით. არ შეიძლება ორ ნაბიჯზე მეტის გადადგმა ბურთის დაუგდებლად, ბურთიანად ახტომა და დახტომა, მეტოქის საჯარიმო ზონაში სამ წამზე მეტხანს ყოფნა. გუნდს ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანისათვის ეძლევა 8, ხოლო შეტევისათვის — 24 წამი, რომლის გასვლის შემდეგ ბურთი მეტოქეს გადაეცემა. მწვრთნელს უფლება აქვს თითოეულ ტაიმში აიღოს ერთი წუთშესვენება (მეოთხეში — ორი). მოთამაშე ჯარიმდება ყველა ამ წესის დარღვევისათვის, აგრეთვე ბლოკირებისათვის და უხეში თამაშისათვის. მოთამაშე ჯარიმდება როგორც ჩვეულებრივი ჯარიმით, ასევე პერსონალური შენიშვნით. 5 პერსონალური შენიშვნის მიღების შემთხვევაში მოთამაშე ტოვებს მოედანს. ოთხი გუნდური შენიშვნის შემდეგ ყოველი ჯარიმა სრულდება საჯარიმო ტყორცნებით. ჩაგდებული საჯარიმო იძლევა 1 ქულას. თამაშის მსვლელობისას 2-ქულიან ზონიდან ჩაგდებული ბურთი ფასდება 2, ხოლო 3-ქულიანი ზონიდან ჩაგდებული - სამ ქულად.
 
== საერთაშორისო ფედერაცია ==
{{მთავარი|კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია}}
[[კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია]] (Federation Internationale de Basketball - FIBA) დაარსდა [[1932]] წლის [[18 ივნისი|ივნისს]] ქალაქ [[ჟენევა]]ში. დამფუძნებელი ქვეყნები იყვნენ: [[არგენტინა]], [[იტალია]], [[ლატვია]], [[პორტუგალია]], [[რუმინეთი]], [[საბერძნეთი]], [[შვეიცარია]] და [[ჩეხოსლოვაკია]]. ამჟამად იგი აერთიანებს 212 ქვეყანას და 5 ზონალურ (კონტინენტალურ) კომისიას.
 
== მნიშვნელოვანი ტურნირები ==
კალათბურთში, ისევე როგორც სპორტის ბევრ სხვა სახეობაში უმთავრესი ტურნირია [[ოლიმპიური თამაშები]]ს პროგრამით გათვალისწინებული კალათბურთელთა ტურნირი, რომელსაც [[კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია]] [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი|საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან]] ერთად ატარებს. ასევე უმნიშვნელოვანესი ტურნირია [[მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში ვაჟთა გუნდებს შორის|მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა]] [[მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში ქალთა გუნდებს შორის|და ქალთა]] შორის.
 
გარდა ამისა ზონალური (კონტინენტალური) კომისიები ატარებენ თავიანთი კონტინენტების ჩემპიონატებს და საკლუბო ტურნირებს.
 
მეტად პოპულარულია ტურნირი, რომელსაც ატარებს [[ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია]] — NBA, რომელიც საკლუბო დონეზე იმართება ამერიკულ და კანადურ კლუბებს შორის.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|5|325-326|გუგუშვილი ნ.}}
 
{{სპორტის ოლიმპიური სახეობები}}
 
[[კატეგორია:კალათბურთი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კალათბურთი“-დან