SU-76: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
 
'''SU-76''' — ({{lang-ru|самоходная установка}}) —
[[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა]] თვითმართვადი დანადგარი, გამოიყენებოდა როგორც მეორე მსოფლიო ომში, ასევე მისი დასრულების შემდეგ. SU-76 შეიქმნა მსუბუქი [[T-70]]-ის გადიდებულ ჩარჩოზე. უბრალო კონსტრუქციის წყალობით, გახდა საბჭოთა კავშირის მიერ, მეორე ყველაზე წარმოებადი ჯავშანტექნიკა, [[T-34]]-ის შემდეგ. მან დაიმსახურა [[ეკიპაჟი]]ს მოწონება უბრალოების, სანდოობისა და ადვილად გამოყენებადობის გამო. მიუხედავად ამისა, ხშირად მისი მობრუნება ჭირდა, რამაც მას დაუმკვიდრა შემდეგი ზედმეტსახელები: ''сука'' ან ''сучка''. ასევე იყენებდნენ მესამე ზედმეტსახელს ''Голожопый Фердинанд'', რადგან გერმანული ტანკ გამანადგურებლის "სპილოს"„სპილოს“ ({{lang-de|Ferdinand}}) მსგავსად მძიმე და ამავდროულად ადვილად გასახვრეტი იყო.
 
==ისტორია==
SU-76-ის წარმოება დაიწყო [[1942]] წლის ნოემბრიდან, როდესაც სახელმწიფოს დაცვის კომიტეტმა შეუკვეთა, თვითმავალი დანადგარი, რომელსაც მიმაგრებული ექნებოდა 76.2 მილიმეტრიანი [[Zis-3]] ტანკ გამადგურებელი იარაღი ან 122 მილიმეტრიანი M-30 howitzer-ი, რომელიც ქვეით ჯარს დაეხმარებოდა. საბოლოოდ გადაწყდა, [[T-70]]-ის ჩარჩოზე მიემაგრებინათ ZiS-3. მისი მყარად დამონტაჟების მიზნით კი ტანკის დაგრძელება და ორივე მხარეს თითო ბორბლის დამატება გახდა საჭირო. ამავდროულად ტანკის უკანა, ჭერისა და ზედა-უკანა მხარე დაუცველი და ადვილად გასახვრეტი იყო.
 
SU-76-ის პროტოტიპი – SU-76s-იც, რომელსაც ორი დამოუკიდებელი GAZ-202 პარალელურად დამონტაჟებული ძრავი ჰქონდა (სადაც თითო ძრავა ამოძრავებდა ერთ მუხლუხოს) ითვლებოდა არასანდოდ. მძღოლისთვის ორი ძრავის ერთდროულად მართვა შედარებით რთული აღმოჩნდა, ძლიერი ვიბრაციის გამო SU-76-ის ამ პროტოტიპებს, ადვილად უფუჭდებოდა [[გადაცემათა კოლოფი]], ან უკიდურეს შემთხვევაში თავად [[ძრავა]]. 320 SU-76s-ის გამოშვების შემდეგ, მასიური გამოშვება, ამ პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, შეწყდა. GAZ-ის მთავარმა დიზაინერებმა, ნ. ასტროვმა და ა. ლიპგარტმა, შეცვალეს ძრავის ტიპი და ამიერიდან მას ერთდროულად მომუშავე ორი T-70-ის ძრავა ჰქონდა. ამავდროულად დიზაინერებმა გადაწყვიტეს ჯავშნიანი თავის ზედა ნაწილი მოეხსნათ რათა იარაღის განყოფილებას უფრო მეტი ადგილი დათმობოდა. ამ შეცვლილ ვერსიას კი ეწოდა SU-76M-ი და მასიურ წარმოებაში ჩაეშვა [[1943]] წლიდან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/SU-76“-დან