ანგელის მარილი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ნივთიერება | სურათი = Angeli's salt.svg | CAS = 13826-64-7 | PubChem = 10129945 | SMILES = N(=O)[N+]...
(განსხვავება არ არის)

08:38, 11 ივნისი 2019-ის ვერსია

ანგელის მარილი ან ნატრიუმის ტრიოქსოდინიტრატი, არაორგანული ნივთიერებაა ფორმულით Na2[N2O3]. მარილი საინტერესოა იმით, რომ შეიცავს აზოტს არაჩვეულებრივად აღდგენილი სახით. წარმოადგენს უფერო, წყალში კარგად ხსნად მყარ მასას. მარილია. კვლევებში მარილი გამოიყენება როგორც მეტასტაბილური ნიტროქსილ იონის (HNO) წყარო, რომელიც თავის მხრივ ბუნებაში სასიგნალო მოლეკულის როლს ასრულებს.[1] ის ასვე ცნობილისა სახელით ნატრიუმის ტრიოქსოდინიტრატ(II)-ის მონოჰოდრატი.

ანგელის მარილი
ანგელის მარილი: ქიმიური ფორმულა
ზოგადი
ქიმიური ფორმულაN=2
ფიზიკური თვისებები
მდგომარეობა (სტ. პირ.)თეთრი მყარი ნივთიერება
კლასიფიკაცია
CAS 13826-64-7
PubChem10129945
SMILES
  • N(=O)[N+](=O)[O-].[Na+].[Na+]

აღმოჩენილ იქნა იტალიელი ქიმიკოსის, ანგელო ანგელის მიერ 1896 წელს. მარილის მომზადება თავის თავში შეიცავს ჰიდროქსილამინის რეაქციას ორგანულ ნიტრატთან, როგორც NO2+:[2][3]-ს წყაროსთან.

NH2OH + RONO2 + 2 NaOR' → ROH + 2 R'OH + Na2N2O3

ჰიდრატის სტრუქტურა დადასტურებულ იქნა რენტგენული კრისტალოგრაფიით. ანიონი ბრტყელია. ONN ბოლოდან დაწყებული, ბმების სიგრძეებია 1.35(N-O), 1.26(N-N), 1.31 (N-O), 1.32 Å (N-O). უარყოფითი მუხტი მოლეკულის მეორე ბოლოში არსებულ ჟანგბადის ატომებზეა მოქცეული. კუთხეები ერთ ჟანგბადატომსა და აზოტ-აზოტ ბმას შორის 112.9°-ია, აზოტ-აზოტის ბმა ტრანს ჟანგბადამდე კი 118.4°. აზოტ-აზოტის ბმის კუთხე ცის ჟანგბადამდე 122.5°-ს უდრის. ეს ნიშნავს, რომ აზოტ-აზოტის ბმა ორმაგია და რომ ცის ჟანგბადი ოდნავ განიზიდება ერთმაგი ჟანგბადით. [4]

ანგელის მარილის რეაქცია მეორეულ ამინებთან პროტონის წყაროს თანხლებით N2-ის გამოდევნით სრულდება იზოდიაზენის, როგორც ნავარაუდევი შუალედური შედეგით.[5]

წყაროები

  1. Nakagawa, H. (2013). „Controlled release of HNO from chemical donors for biological applications“. J. Inorg. Biochem. 118: 187–190. doi:10.1016/j.jinorgbio.2012.10.004.
  2. A. Angeli (1896). „Sopra la nitroidrossilammina“. Gazz. Chim. Ital. 26: 17–28.
  3. Hughes, Martin N.; Cammack, Richard (1999). „Synthesis, chemistry, and Applications of Nitroxyl Ion Releasers Sodium Trioxodinitrate or Angeli's Salt and Piloty's Acid“. Methods in Enzymology (Nitric Oxide, Part C: Biological and Antioxidant Activities). 301: 279–287.
  4. Hope, Hakon; Sequeira, Michael R. (February 1973). „Angeli's salt. Crystal structure of sodium trioxodinitrate(II) monohydrate, Na2N2O3.H2O“. Inorganic Chemistry. 12: 286–288. doi:10.1021/ic50120a008.
  5. 1937-, Carey, Francis A., (2007). Advanced organic chemistry. Part B, Reactions and synthesis, Sundberg, Richard J., 1938-, 5th, New York, NY: Springer. ISBN 9781601195494. OCLC 223941000.