ინგლისური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
95.137.235.58-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Mehman97-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ასასდას
ხაზი 1:
მაშ ასე და ისე ინგლისური ისწავლე საჭიროა მერე კი დედა იგინე
{{ინფოდაფა ენა
| სახელი = ინგლისური
| თვითდასახელება = English
| რაოდენობა = მშობლ. ენა: დაახლ. 360-400 მლნ (2006 წ.)
მეორე ენა: დაახლ. 400 მლნ
მთლიანობაში: დაახლ. 600-700 მლნ კაცი
| ქვეყნები = 67 ქვეყანა (იხ. ამავე სტატიაში ქვესათაური „ქვეყნები ოფიციალური სტატუსით“),

სახელმწიფოთა საერთაშორისო გაერთიანებები და ორგანიზაციები,

[[გაერო]],

[[ევროსაბჭო]],

[[ევროპის კავშირი]],

[[მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია]],

[[ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია – ეუთო]],

[[ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია – ნატო]]
| კლასიფიკაცია = [[ინდოევროპული ენები]]
: [[გერმანული ენები]]
:: [[დასავლეთ გერმანული ენები]]
::: ფრიზიული ენები
:::: ინგლისური
| დამწერლობა = [[ლათინური დამწერლობა|ლათინური]] (ინგლისური ვარიანტი)
|კოდი = en

[[File:EN English Language Symbol ISO 639-1 IETF Language Tag Icon.svg|thumb|EN ([[ISO 639]]-1)]]

'''ინგლისური ენა''' ({{lang-en|English language}} [ˈɪŋɡlɪʃ]) — [[ფრიზიული ენები|ფრიზიულ ენათა]] ჯგუფს ეკუთვნის და [[ინდოევროპული ენები|ინდოევროპულ ენათა]] ქვეოჯახის, დასავლეთ [[გერმანული ენები|გერმანული ენების]] შტოს წარმოადგენს.

ინგლისური ენა ყველაზე ახლოს [[ფრიზული ენა|ფრიზიულ ენასთანაა]]. ასევე ენათესავება [[ნიდერლანდური ენა|ნიდერლანდურ ენასა]] და გერმანული ენის დიალექტებს. გარკვეულ სიახლოვეს ამჟღავნებს სალიტერატურო [[გერმანული ენა|გერმანულ ენასთანაც]].

[[V საუკუნე]]ში დღევანდელი [[დანია|დანიისა]] და [[გერმანია|ჩრდილოეთ გერმანიის]] ტერიტორიიდან [[ინგლისი|ინგლისში]] გადმოსახლდნენ [[ანგლები]], [[საქსები]] და [[იუტები]]. ამ ტომთა ენების, ან [[დიალექტი|დიალექტების]] საფუძველზე ჩამოყალიბდა [[შერეული ენა]], რომელიც თანამედროვე ინგლისურის [[ფუძე-ენა]]ს წარმოადგენს. ინდოგერმანულ ენათა საწყისი ენა — [[პროტო-ინდოგერმანული ენა]] კი, სავარაუდოდ, ჩვ. წ. V საუკუნის დადგომამდე ბევრად ადრე, დაახლოებით, 5 ათასი წლის წინათ უნდა არსებულიყო.

== ინგლისური ენის გავრცელების არეალი ==
ინგლისური ყველაზე გავრცელებული ენაა დღევანდელ მსოფლიოში და მას გლობალურ ან მსოფლიო ენასაც უწოდებენ. მართალია, მოლაპარაკეთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დიდია [[ჩინური ენა]], მაგრამ მას მშობლიურ ენად, უმთავრესად, [[ჩინეთი]]ს სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები მიიჩნევენ.

სავარაუდოდ, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი 380 მილიონს აღემატება. აქედან მოლაპარაკეთა ნახევარზე მეტი [[აშშ|ამერიკის შეერთებულ შტატებში]], [[ბრიტანეთის კუნძულები|ბრიტანეთის კუნძულებზე]], [[კანადა]]ში, [[ავსტრალია]]ში, [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]], [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა]]სა და [[ბრიტანეთის ყოფილი კოლონიები|ბრიტანეთის ყოფილ კოლონიებში]] ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 360-370 მილიონ ადამიანზე მეტისთვის ინგლისური მეორე ენაა, რომლის შესწავლის აუცილებლობაც განპირობებულია ცალკეული ქვეყნების: [[ინდოეთი]]ს, [[პაკისტანი]]ს, [[ნიგერია|ნიგერიის]], [[კენია|კენიისა]] და სხვა სახელმწიფოების [[მრავალენოვნება|მრავალენოვნებით]]. ამ ქვეყნებში ინგლისური ზერეგიონალური კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენს და, შესაბამისად, მეორე [[ოფიციალური ენა|ოფიციალური ენაა]].

მრავალი ქვეყნის [[სკოლა|სკოლებში]], სადაც ინგლისური არც პირველი და არც მეორე [[სახელმწიფო ენა]] არაა, მას სწავლობენ პირველ უცხო ენად, მეორე ან მესამე უცხო ენის დაწყებამდნენ. მეორე და მესამე ენები, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს, მაგრამ ინგლისურს ყოველთვის სწავლობენ პირველი უცხო ენის სახით.

ინგლისური ენა სხვადასხვა [[საერთაშორისო ორგანიზაციები|საერთაშორისო ორგანიზაციის]] ძირითადი ოფიციალური ენაა, ასევე — საერთაშორისო თემატური კონფერენციების სამუშაო ენაც.

=== ქვეყნები ოფიციალური სტატუსით ===
# [[ამერიკის შეერთებული შტატები]] (210 მლნ)
# [[დიდი ბრიტანეთი]] (55 მლნ)
# [[კანადა]] (17.1 მლნ) — [[ფრანგული ენა|ფრანგულთან]] ერთად
# [[ავსტრალია]] (15.7 მლნ)
# [[ახალი ზელანდია]] (3.2 მლნ) — [[მაორული ენა|მაორულთან]] ერთად
# [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა]] (3.5 მლნ) — სხვა 11 ენასთან ერთად
# [[ირლანდია]] (2.6 მლნ) — [[ირლანდიური ენა|ირლანდიურთან]] ერთად
# [[ინდოეთი]] (მეორე ენა — 11 მლნ) — სხვა 15 ენასთან ერთად
# [[ბაჰამის კუნძულები]]
# [[ბელიზი]] — [[იამაიკურ-კრეოლური ენა|იამაიკურ-კრეოლურთან]] და [[ესპანური ენა|ესპანურთან]] ერთად
# [[ბოტსვანა|ბოცვანა]]
# [[გაიანა]]
# [[გამბია]]
# [[ზამბია]]
# [[კენია]] — [[სუაჰილი]]სთან ერთად
# [[კირიბატი]] — [[კირიბატული ენა|კირიბატულ ენასთან]] ერთად
# [[ნიგერია]] — [[იგბო]], [[იორუბა (ენა)|იორუბასა]] და [[ჰაუსა (ენა)|ჰაუსასთან]] ერთად
# [[პაკისტანი]] — [[ურდუ]]სთან ერთად
# [[პაპუა-ახალი გვინეა]] — [[ტოკ-პისინი|ტოკ-პისინსა]] და [[მოტუ]]სთან ერთად
# [[სინგაპური]] — [[მალაიური ენა|მალაიურთან]], [[თამილური ენა|თამილურთან]] და [[ჩინური ენა|ჩინურთან]] ერთად
# [[ფილიპინები]] — [[ტაგალური ენა|ფილიპინურთან]] ერთად
# [[ფიჯი]] — [[ფიჯი|ფიჯისა]] და [[ჰინდი]]სთან ერთად

== ინგლისური ენის ზოგადი მახასიათებლები ==
=== სიტყვათა მარაგი ===

ინგლისურ ენას ძალიან მდიდარი სიტყვის მარაგი აქვს, რომელიც ენის განვითარების პერიოდში მნიშვნელოვნად განივრცო და გაფართოვდა.

ინგლისური ენის სრული ლექსიკონი, „ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექსიკონი“ (''Oxford English Dictionary'', 13 ტომი, [[1933]]), „ახალი ინგლისური ენის ლექსიკონი“ (''A New English Dictionary on Historical Principles,'' 10 ტომი, [[1884]]-[[1933]]; შევსებული გამოცემა) 500 ათას სიტყვას შეიცავს.

[[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერთა]] შეფასებით, თანამედროვე ინგლისური ენაში, დაახლოებით, ერთ მილიონზე მეტი [[სიტყვა|სიტყვაა]]. ამას ემატება უამრავი გამოთქმა [[სლენგი]]დან თუ [[დიალექტი|დიალექტები]]დან; [[საბუნებისმეტყველო მეცნიერებები|საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა]] და ტექნიკის სხვადასხვა სფეროდან შემოსული ცნებები და ტერმინები, რომელთა უმეტესი ნაწილი მხოლოდ [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] მეორე ნახევრიდან გამოიყენება.

ინგლისური ენის [[ლექსიკა|ლექსიკის]] დაახლოებით ერთი ნახევარი [[გერმანიკული ენები|გერმანიკული]] ([[ძველი ინგლისური ენა|ძველი ინგლისური]] და [[სკანდინავიური ენები|სკანდინავიური]]), ხოლო მეორე ნახევარი – [[რომანული ენები|რომანული]] ([[ფრანგული ენა|ფრანგული]] და [[ლათინური ენა|ლათინური]]) სიტყვებისაგან შედგება.

ბოლო ორი-სამი საუკუნის განმავლობაში ინგლისურ ენაში გამუდმებით შემოდიოდა [[ნასესხები სიტყვები]] არა მარტო [[ევროპა|ევროპული]] ([[ლათინური ენა|ლათინური]], [[ბერძნული ენა|ბერძნული]], [[ფრანგული ენა|ფრანგული]], [[სკანდინავური ენები|სკანდინავიური]]) და აღმოსავლური წამყვანი ენებიდან ([[არაბული ენა|არაბული]] და [[სპარსული ენა|სპარსული]]), არამედ ნაკლებად ცნობილი ენებიდანაც. სწორედ ამით აიხსნება დღევანდელი ინგლისური ლექსიკის დიდი მოცულობა.

ძველი ინგლისური ენიდან შემორჩა რაოდენობითი და რიგობითი [[რიცხვითი სახელი|რიცხვითი სახელები]], პირის ნაცვალსახელები, მრავალი არსებითი და ზედსართავი სახელი. ფრანგული ენიდან ინგლისურში, ძირითადად, ინტელექტუალური, განყენებული ცნებები შევიდა. მაგალითად, ფრანგული წარმოშობისაა რანგისა და სტატუსის გამომხატველი სიტყვები: ''duke'' (ჰერცოგი), ''marquis'' (მარკიზი) და ''baron'' (ბარონი).

=== სიტყვათწარმოება ===

მრავალრიცხოვანი ახალი სიტყვების წარმოქმნასა და ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა სხვადსახვა ლინგვისტურმა პროცესმა:
* [[ონომატოპეა]] – [[სიტყვათწარმოება]], რომელიც ხმაბაძვის შედეგად წარმოქმნის ახალ სიტყვებს (მაგ., ''burp'' და ''clink'').
* [[აფიგირება]] – სიტყვათწარმოება [[სიტყვის ფუძე]]ზე პრეფიქსებისა და სუფიქსების დამატებით. პრეფიქსები და სუფიქსები ხან ინგლისური წარმოშობისაა (როგორიცაა ''mis-'' და ''-ness''), ხან ნასესხები თავსართები და ბოლოსართებია (როგორიცაა ''ex-'' და ''-ist'').
* კომპოზიტების თავისუფალი წარმოება, მაგალითად, ''bonehead'' და ''downpour''. უკუწარმოება (ინვერსიული/რეტროგრადული წარმოება); [[სიტყვათწარმოება]] უკვე არსებული სიტყვების მეშვეობით, როდესაც ერთი შეხედვითვე ცხადია, თუ რომელი [[სიტყვა]] რომლისგან მომდინარეობს (მაგ., ''to jell'' მომდინარეობს ''jelly''-საგან).
* სიტყვა ''brunch'' შექმნილია ''breakfast''-ისა და ''lunch''-ის სიტყვათა ნაწილების კომბინაციით.
* სიტყვის ფუნქციის ისე შეცვლა, რომ გარკვეული ტიპის სიტყვას შეეცვალოს ფორმა და დაიწყოს მისი გამოიყენება სხვანაირი, მისთვის უჩვეულო სახით (მაგ., არსებითი სახელი ''shower'' გამოიყენება ზმნად – ''to shower'').

=== ორთოგრაფია და ორთოეპია ===

ინგლისური ენის [[ორთოგრაფია]] მნიშვნელოვნად განსხვავდება [[ორთოეპია|ორთოეპიისგან]]. ეს აიხსნება ისტორიულად განპირობებული ორი მიზეზით:

# დროთა განმავლობაში [[სიტყვა]]თა მართლწერა ნაკლებად იცვლება, ვიდრე ჟღერადობა. მაგალითად, დღეს არ წარმოითქმის ბგერა ''k'' სიტყვაში ''knife'', ასევე – ''gh'' სიტყვაში ''right'', მაგრამ თავდაპირველად წარმოითქმოდა (იხ. [[საშუალო ინგლისური ენა|საშუალო ინგლისური ენის პერიოდის]] აღწერა).
# ნასესხები სიტყვების მართლწერაში იყენებენ ურთიერთგანსხვავებულ კონვენციებს. მაგალითად, ლათინური სიტყვის ''dubitare''-ს მიხედვით შეცვალეს მანამდე არსებული სიტყვა ''doute'', რომელშიც ჩაამატეს [[თანხმოვანი]] ''b'' და ასე მიიღეს'' doubt''.

ორთოგრაფიასა და ორთოეპიას შორის არსებული განსხვავებები განსაკუთრებით თვალშისაცემია ექვსი [[სიტყვა|სიტყვის]] მაგალითზე: ''bough, cough, thorough, thought, through'' და ''rough''. მართლწერაში შემორჩენილი ''gh'' მომდინარეობს იმ დროიდან, როდესაც ეს [[ფონემა]] ჯერ კიდევ წარმოითქმოდა. ძველად ''gh''-ს წამოთქვამდნენ [[ქართული ანბანი]]ს ასო-ბგერა '''ხ'''არის მსგავსად. ცხადია, გერმანული და ინგლისური ენების მცოდნე იოლად გაავლებს პარალელს ინგლისურ ''dau'''ght'''er''-სა და გერმანულ ''To'''cht'''er''-ს შორის.

დანარჩენი შეუსაბამობები შეინიშნება [[ბგერა]] '''შ'''-ს დაწერის 14 ვარიანტში. მაგალითად, ''an'''xiou'''s, fi'''ssion''', fu'''chsia''' '' და ''o'''cea'''n''.

=== ფონემების როლი ===

ფონემა მნიშვნელობის განმასხვავებელი უმცირესი მჟღერი ერთეულია. თეორიის მიხედვით, ფონემათა წერილობითი ფიქსაციით მაქსიმალურად უნდა დაფიქსირდეს ენის ჟღერადობრივი თვისებები. სიტყვა ''enough''-ს აქვს ოთხი ფონემა და ექვსი ასო-ნიშნით იწერება. მსგავსი სურათია სიტყვა ''breath''-ის შემთხვევაშიც: გვაქვს ოთხი ფონემა და ექვსი ასო-ნიშანი (იხ. [[ფონოლოგია]]).

ინგლისური ენის მნიშვნელოვანი ხმოვანი ფონემები ნაჩვენებია მუქი შრიფტით: ''b'''i'''t, b'''ea'''t, b'''e'''t, b'''a'''te, b'''a'''t, b'''u'''t, b'''o'''tany, b'''ou'''ght, b'''oa'''t, b'''oo'''t, b'''oo'''k'' და ''b'''u'''rr''. ამ ფონემებს ერთმანეთისაგან განასხვავებენ საარტიკულაციო ადგილის მიხედვით. ოთხი ინგლისური ხმოვანი ბგერა (დიფტონგები) წარმოიქმნება ერთი საარტიკულაციო ადგილიდან მეორე, უფრო მაღალ ადგილზე გადასვლის შედეგად.

=== ინგლისური ენის ისტორიული განვითარების პერიოდები ===

ინგლისური ენა [[XVI საუკუნე]]ში ჩამოყალიბდა [[ლონდონური დიალექტი]]ს საფუძველზე. დღემდე მან განვითარების სამი საფეხური გაიარა. ეს ეტაპებია:
: 1. [[ძველი ინგლისური ენა|'''ძველინგლისური ხანა''']] (ინგლ. ''Old English'') – ადრეულ [[ანგლო-საქსური პერიოდი|ანგლო-საქსურად]] (ინგლ. ''Anglo-Saxon)'' წოდებული პერიოდი, რომელიც მოიცავს დროის მონაკვეთს [[449]]-დან [[1066]]-მდე და, შესაძლოა, ნაწილობრივ – [[1100]]-მდეც კი;
: 2. [[საშუალო ინგლისური ენა|'''საშუალო ინგლისური ხანა''']] (ინგლ. ''Middle English'') – მოიცავს [[1066]]-[[1100]] წლებიდან [[1450]] წლამდე პერიოდს და, ნაწილობრივ, [[1500]] წლამდეც;
: 3. [[თანამედროვე ინგლისური პერიოდი|'''თანამედროვე ინგლისური ხანა''']] (ინგლ. ''Modern English'') – მოიცავს პერიოდს [[1450]] წლიდან ან, შესაძლებელია, [[1500]] წლიდან დღემდე.
თანამედროვე ინგლისურის პერიოდი იყოფა ორ ქვეპერიოდად:
: 1. [[ადრეული ახალი ინგლისური პერიოდი|'''ადრეული ახალი ინგლისური ხანა''']] (ინგლ. ''Early Modern English) –'' დაახლ. [[1500]]-დან [[1660]] წლამდე;
: 2. [[ახალი ინგლისური პერიოდი|'''ახალი ინგლისური ხანა''']] (ინგლ. ''New Modern English'') – დაახლ. [[1660]]-დან დღემდე.
ინგლისურ ენაზე წერილობითი ძეგლები [[VII საუკუნე|VII საუკუნიდან]] მოიპოვება.

=== ფლექსია ===

თანამედროვე ინგლისურ ენაში [[ფლექსია]] ნაკლებადაა განვითარებული.
* [[არსებითი სახელი]]: არსებით სახელებს დაბოლოებები მხოლოდ მხოლობითი რიცხვის ნათესაობით ბრუნვაში დ მრავლობით რიცხვში აქვთ.
* [[ზმნა]]: ზმნები ორ ჯგუფად იყოფა. შედარებით ძველ ზმნებს [[ძლიერი უღლება]] ახასიათებს. ძლიერ ზმნებს ეცვლება ფუძისეული ხმოვანი (მაგ., ''s'''i'''ng, s'''a'''ng, s'''u'''ng''). შედარებით ახალს ზმნებს [[სუსტი უღლება]] ახასიათებს. სუსტი ზმნები ნამყოში (წარსულ დროში) დაირთავს დენტალურ სუფიქსებს (მაგ., ''play, play'''ed''').'' ძლიერი ზმნების რიცხვი 150-ს აღემატება, მაგრამ დღეს მხოლოდ 66 ძლიერი ზმნა გამოიყენება რეგულარულად. საერთოდ, ინგლისურ ზმნას, სხვა [[გერმანიკული ენები|გერმანიკულ ენებთან]] შედარებით, უბრალო სტრუქტურა აქვს.
* [[ზედსართავი სახელი]]: შედარებითი ხარისხების წარმოებისას ერთმარცვლიანი და ზოგიერთი ორმარცვლიანი ზედსართავი სახელი [[ფლექსია]]ს განიცდის (მაგ., ''larger'' ან ''happiest''). დანარჩენი ზედსართავები ''more-სა'' და ''most-ს'' დაირთავს წინ.
* [[ნაცვალსახელი]]: ინგლისური ნაცვალსახელი განსაკუთრებით ძლიერად განიცდის [[ფლექსია]]ს. ობიექტური ბრუნვისთვის მას აქვს ფორმები – ''me'' და ''her'', სახელობითი ბრუნვისთვის – ''I, he, we,'' ხოლო კუთვინლებითი ფორმებისთვის – ''my, his, hers, our''.

=== მეტყველების ნაწილები ===

[[გრამატიკა|გრამატიკის]] სახელმძღვანელოთა მრავალი ავტორი ინგლისური ენის [[სიტყვა]]თა მარაგს 8 ნაწილად ჰყოფდა, ძველბერძნულ-ლათინური ტრადიციის შესაბამისად. ამის მიუხედავად, თანამედროვე გრამატიკოსებმა სცადეს ინგლისური ენის სხვაგვარად კლასიფიცირება. [[ამერიკელები|ამერიკელმა]] ლინგვისტმა [[ჩარლზ კარპენტერ ფრისი|ჩარლზ კარპენტერ ფრისმა]] (Charles Carpenter Fries) [[1952]] წელს თავის წიგნში „ინგლისური ენის სტრუქტურა“ (The Structure of English) სიტყვების უმეტესობა ოთხ დიდ კლასად დაყო.

ინგლისურ წინადადებაში [[სიტყვა]]თა თანმიმდევრობა ფიქსირებულია. [[ორთოგრაფია]]ში მნიშვნელოვანწილად შენარჩუნებულია ტრადიციული ფორმები.

== ინგლისური ენის მორფოლოგია ==
=== ზმნები ===
==== ზმნის კლასები ====
'''ა)''' ინგლისურ ენას აქვს [[ზმნა|ზმნის]] ორი კლასი:

* დამხმარე ზმნები (ასევე ცალკეულ პარადიგმებში): ''to be, to have, to do; can, could, may, might, must, ought, shall, should, will''. აღსანიშნავია, რომ ''to be და to have'' ზმნებს არა მარტო დამხმარე ზმნის ფუნქცია აქვს, არამედ დამოუკიდებელ ზმნებადაც გამოიყენება.
* დამოუკიდებელი ზმნები: ''to work, to sign, to pray''. დამხმარე ზმნების გარდა, ინგლისური ენის ყველა ზმნას მხოლოდ დამოუკიდებელი ფუნქცია აქვს.

'''ბ)''' ზმნებს'' be, have, need'' და ''dare'' სრული ზმნებივით აქვს ინფინიტური (განუსაზღვრელი) და პარტიციპული (მიმღეობითი) ფორმები; მაგრამ ''can, could, may, might, must, ought, shall, should, will'' და ''would'' ზმნებს არ გააჩნიათ აღნიშნული განუსაზღვრელი და მიმღეობითი ფორმები და მათ შეუძლიათ აწარმოონ ზმნის ფორმათა მხოლოდ გარკვეული, მეტად შეზღუდული რაოდენობა. სწორედ ინფინიტივის არქონის გამო, დასახელებისას ამგვარ ზმნებს წინ ''to''-ს არ ურთავენ.

==== დამოუკიდებელი ზმნები (ordinary verbs) ====

{| border=1; margin:0 0 1em 1em"
|+ინგლისური ზმნის აქტიური ფორმები
!ფორმის სახელწოდება!!თხრობითი ფორმა!!უარყოფითი ფორმა!!

|ინფინიტივ-პრეზენსი
(განუს. ფორმა, ახლ. დრო)||''to work''||''not to work''||

|ინფინიტივ-პრეზენსის
განგრძობითი ფორმა||''to be working''||''not to be working''||

|ინფინიტივ-პერფექტი||''to have worked''||''not to have worked''||

|ინფინიტივ-პერფექტის
განგრძობითი ფორმა||''to have been working''||''not to have been working''||

|პარტიციპ-პრეზენსი
და გერუნდივი||''working''||''not working''||

|პარტიციპ-პერფექტი
და გერუნდივი||''having worked''||''not having worked''||

|პარტიციპ-პერფექტი
(წარსული დროის მაწარმოებელი)||''worked''||''not worked''||

დამოუკიდებელი და წესიერი ზმნები ნამყოსა და ნამყო მიმღეობით (პარტიციპ-პერფექტი) ფორმებს იწარმოებენ ინფინიტივზე '''-d'''-ს ან '''-ed'''-ის დართვით. ზმნის განუსაზღვრელი ფორმის ბოლო თანხმოვანი ზოგჯერ ორმაგდება (მაგ., ''ba'''n''', ba'''nn'''ed'').

აწმყო მიმღეობისა (პარტიციპ-პრეზენსი) და გერუნდივის ფორმები ერთი საერთო წესის მიხედვით იწარმოება. კერძოდ, ზმნის ინფინიტივი დაირთავს '''-ing''' დაბოლოებას. თანხმოვანთა გაორმაგების წესი ამ შემთხვევაშიც მოქმედებს.

==== ზმნის დროთა ფორმები ====

'''ა)''' ინგლისურ ზმნას, სხვა ენების მსგავსად, სამი დრო აქვს – აწმყო (ახლანდელი), ნამყო (წარსული) და მყოფადი (მომავალი); მაგრამ ინგლისურში ეს სამი დრო დამატებით ფორმებად იყოფა, რომელთაც დროის ფორმებს უწოდებენ.

{| border=1; margin:0 0 1em 1em"

!დრო!!დროის ფორმა!!ნიმუში!!

|აწმყო
present||განუსაზღვრელი simple
განგრძობითი continuous
სრული perfect
სრული განგრძობითი perfect continuous||he works
he is working
he has worked
he has been working''||

|ნამყო
past||განუსაზღვრელი simple
განგრძობითი continuous
სრული perfect
სრული განგრძობითი perfect continuous||he worked
he was working
he had worked
he had been working||

|მყოფადი
future||განუსაზღვრელი simple
განგრძობითი continuous
სრული perfect
სრული განგრძობითი perfect continuous||he will work
he will be working
he will have worked
he will have been working||

|აწმყო
present||პირობითი conditional
პირობითი განგრძობითი conditional continuous
||he would work
he would be working||

|ნამყო
perfect||პირობითი conditional
პირობითი განგრძობითი conditional continuous||he would have worked
he would have been working||

'''ბ)''' '''თხრობითი [[წინადადებება|წინადადებების]] მოკლე ფორმები'''
დამხმარე ზმნებს ''be, have, will, would'' მოკლე ფორმებიც აქვთ:
''am = 'm'',

''have'' ''= 've'',

''will = 'll'',

''is'' ''= 's'',

''has'' ''= 's'',

''would'' ''= 'd'',

''are = 're'',

''had ='' '''d''.
[[ზმნა]] ''has'' ფორმის შესამოკლებლად ''s'' გამოიყენება, ხოლო ''had'' და ''would'' ფორმებისთვის – ''d'':
:''he's going'' = ''he is going.''
:''he's gone'' = ''he has gone.''
:''He'd paid'' = ''He had paid.''
:''He'd like a drink'' = ''He would like a drink.''
მოკლე ფორმები გამოიყენება ნაცვალსახელების, ''here, there,'' ზოგიერთი კითხვითი სიტყვის პატარა არსებითი სახელების შემდეგ:
:''Here's your pen.''
:''I've already got it.''
თხრობითი წინადადების ბოლოში მოკლე ფორმა არ გამოიყენება:
: ''You aren't in a hurry, but I am.''
ამ წინადადების ბოლოს შემოკლებული ფორმის – '''I'm''' გამოყენება სრულიად მიუღებელი იქნებოდა.

ზმნათა ''shall'' ან ''should'', ''was'' და ''were'' ფორმებს არ გააჩნიათ შემოკლებები, მაგრამ სასაუბრო [[ენა]]ში მათთვისაც არსებობს შემოკლებული ფორმები, რომლებიც ასე ისმის ზეპირ მეტყველებაში: [ʃl], [ʃəd], [wəs], [wə(r)].

'''გ)''' '''აქცენტირება, მახვილის დასმა'''
თავისი ფუნქციის შესრულებისას დამხმარე ზმნებს მახვილი არ დაესმის, ხოლო მთავარ (მნიშვნელობის მქონე) ზმნას მახვილს აქვს.

==== ზმნის დროთა უარყოფითი ფორმები ====

'''ა)''' ახლანდელი დროის აწმყო განუსაზღვრელის (''present simple'') ფორმა: მხოლობითი რიცხვის მესამე პირში ''does not'' ან ''doesn't + ინფინიტივი'': სხვა პირებში ''do not'' ან ''don't + ინფინიტივი''.

: ნამყო განუსაზღვრელი (''past simple'') ფორმა: უარყოფის გამოსახატავად ყველა პირში გვაქვს ''did not/didn't + ინფინიტივი''.
სასაუბრო ენაში ხშირია შემოკლებული ფორმების გამოყენება:
:''He'' ''doesn't'' ''(does not)'' ''answer letters.''
:''They'' ''don't'' ''(do not)'' ''live here.''
:''I'' ''didn't'' ''(did'' ''not)'' ''phone her.''
:''She'' ''didn't'' ''(did not)'' ''wait for me.''
უარყოფითი წინადადების მისაღებად, დამხმარე ზმნის შემდეგ ''not'' ემატება. სასაუბრო მეტყველებაში ხშირია შემოკლებები:
:''He has not'' (''hasn't) finished.''
:''He would not'' (''wouldn't) come.''
'''ბ)''' მოკლე ფორმები უარყოფით წინადადებებში.
დამხმარე ზმნები ''be, have, will, would, shall, should, do'' შემოკლდებიან შემდეგნაირად:
:''am not = 'm not.''
:''is not = isn't ან 's not.''
:''are not = aren't ან 're not.''
:''am not, are not, is not = ain't (სასაუბრო ინგლისურის ფორმაა და მისი გამოყენება მხოლოდ არაფორმალურ სიტუაციაშია მიღებული!)''

:''I'm not going and Tom isn't going'' (ან ''Tom's not going).''
:''We aren't going'' (''We're not going).''

''have not'' და ''has not'' ფორმების შემოკლებული ვარიანტებია ''haven't'' და ''hasn't'', ხოლო სრული დროის (Perfect) მოკლე ფორმებია: '''ve not'' და '' 's not:''
: ''We haven't seen him'', ან ''We've not seen him.''
: ''He hasn't'', ან ''He's not come yet.''

''შემოკლებული will not'' ორიდან ერთ-ერთ ფორმას იღებს: ''won't'' ან '''ll not''.

'''გ)''' ინგლისურ ენაში უარყოფითი წინადადება შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ერთ უარყოფას. ინგლისურ წინადადებაში ორმაგი უარყოფა წინადადების აზრს ატრიალებს საპირისპირო მნიშვნელობით და დადებითი შინაარსის გამოდის: '''Nobody did nothing''' (სიტყვასიტყვით თარგმანში „'''არავინ აკეთებდა არაფერს“'''), ინგლისელი გულისხმობს, რომ „'''ყველა რაღაცას აკეთებდა“''' ანუ „'''უსაქმოდ არავინ იყო“'''.
ასეთივე მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვები: ''never, no'' (ზედსართავი სახელი), ''none, nobody, no one, nothing, hardly, hardly ever'' და მისთ.:
: ''He didn't eat anything.'' = ''He ate nothing.''
: ''He doesn't ever complain.'' = ''He never complains.''
: ''He haven't seen anyone.'' = ''He have seen no one.''
: ''They didn't speak much.'' = ''They hardly spoke at all'' (ანდა – ''They hardly ever spoke).''

==== კითხვითი ფორმები – ''შეკითხვა და თხოვნა'' ====

'''ა)''' აწმყო განსუზღვრელი დროის კითხვითი ფორმა: ''does he (she, it)'' + ინფინიტივი; ''do I (you, we, they)'' + ინფინიტივი.

ნამყო განსუზღვრელი დროის კითხვითი ფორმა: ''did'' + ქვემდებარე (არსებითი სახელი) + ინფინიტივი.
:''do I (you, we, they)'' + ინფინიტივი.

მაგ.:

:''Does Peter enjoy parties?''
:''Did he enjoy Ann's party?''

ყველა სხვა დანარჩენ დროში კითხვითი ფორმები იწარმოება დამხმარე ზმნის შემდეგ ქვემდებარის (არსებითი სახელის) მოთავსებით:

:''Have you finished?''
:''Are you coming?''

'''ბ)''' '''დამხმარე ზმნების შემოკლებული ფორმები კითხვით წინადადებებში'''

კითხვითი სიტყვების შემდეგ: ''how, what, who, where და why'', შეიძლება გამოვიყენოთ ''am, is, are, have, had, will'' და ''would''-ის მოკლე ფორმები:
:''How will he get there? ='' ''How'll he get there?''
:''What has happened? ='' ''What's happened?''

:''is'' და ''will'' შეიძლება ''when''-ის შემდეგ შემოკლდეს:
:''When is he coming? ='' ''When's he coming?''

სიტყვა ''where''-ის შემდეგ დამხმარე ზმნა ''will'' შეიძლება ასე შემოკლდეს:
:''Where will you go? ='' ''Where'll you go?''

თუ ზმნა პირველ ადგილზეა წინადადებაში, მაშინ დაწერისას არ გამოვიყენებთ მოკლე ფორმას. გამონაკლისია მხოლოდ უარყოფით-კითხვითი ფორმები. მეტყველებაში შემოკლებები უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ნაწერში.

''Shall'', ''should'', ''do'' და ''did'' ფორმებს შემოკლებები არ გააჩნია. თუმცა აქაც არის მცირე გამონაკლისი ''do''-ს სახით: ''do you'' ზოგჯერ ''d'you'' ფორმით გვხვდება. ზეპირ მეტყველებაში ''shall'', ''shoud'' და ''do you'' ფორმები შეიძლება ასე შეამოკლონ ხოლმე: [ʃl'', ''ʃəd'', ''dju:].

'''გ)''' კითხვითი ფორმები გამოიყენება შეკითხვის დასასმელად. გამონაკლისი შემთხვევებია:

::'''1'''
::თუ შეკითხვა ქვემდებარულია ანუ კითხვითი წინადადებით ქვემდებარის დაზუსტებას მოითხოვენ:
::''Who told you?''
::''What happened?''

::'''2'''
::''ირიბ წინადადებაში'':
''He asked: "Where does she live?"'' = ''He asked where she lived.''

::'''3'''
::თუ შეკითხვის წინ დგას გამონათქვამები: ''Do you now'', ''Can you tell me'', ''I want to now'', ''I'd like to now'', ''I wonder, I was wondering'', ''Have you any idea'', ''Do you think'':
::''When does it start?''
::მაგრამ: ''Have you any idea what time it starts?''

::''Where does Peter live?''
::მაგრამ: ''I wonder where Peter lives?''

::''Will I have to pay duty on this?''
::მაგრამ: ''Do you think I'll have to pay duty?''
::''Do you know if I have to pay duty?''

'''დ)''' თხოვნა ასევე გამოიხატება კითხვითი ფორმით:

: ''Can'' ''you help me?'' ''Could you help me?''
: ''Will'' ''you pay at the desk''? ''Would you pay at the desk''?
: ''Would you like to come this way''?
: ''Would you mind moving your car''?

ზმნის კითხვითი ფორმა თხოვნის მტკიცებით ფორმად გარდაიქმნება იმ შემთხვევაშიც, თუ ეს თხოვნა I wonder, I was wondering ანდა Do you think ფრაზით იწყება:

: ''Could you give me a hand with this?''
მაგრამ: ''I wonder'' ''if you could give me a hand''. ''I was wondering'' ''if you could give me a hand''. ''I wondered if you could give me a hand''.

ანდა: ''Do you think you could give me a hand''?
ირიბად თქმისას ეს პრობლემა არ არსებობს, რადგან ირიბი თხოვნა შეიძლება გამოვხატოთ ზმნაზე ask ობიექტისა და ინფინიტივის დართვით:

''ask + ობიექტი + ზმნის განუსაზღვრელი ფორმა''.

: ''He asked me to give him a hand''.

'''ე)''' კითხვითი ფორმა გამოიყენება ''question tags''-ში ნეგირებული ზნის შემდეგ:

: ''You didn't see him, did you''? (დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ თავში ''Question tags'')

'''ვ)''' თუ წინადადების თავშია ისეთი სიტყვები ან გამოთქმები, როგორიცაა: never, rarely, seldom, only when, only by, not only, not till, განსაკუთრებული აზრობრივი აქცენტის დასასმელად, მაშინ მომდევნო სრული ზმნა ინვერტირებულ (კითხვით) ფორმაში გამოიყენება:

: ''Only when we landed did we see how badly the plane had been damaged''.

==== უარყოფით-კითხვითი ფორმები ====

'''ა)''' ეს ფორმა იწარმოება not-ის დასმით კითხვითი ფორმის შემდეგ:
:''Did you not see her?''
:''Is he not coming?''
ამ ფორმას, თითქმის, ყოველთვის შემოკლებული სახით გამოიყენებენ:
:''Didn't you see her?''
:''Isn't he coming?''
'''not''' დგას ამჯერად სუბიექტის წინ.

ფორმას am I not? გააჩნია არაწესიერი (უწესო) შემოკლებული ფორმა aren't I?

'''ბ)''' უარყოფით-კითხვითი ფორმების გამოყენება შეიძლება, თუ მოსაუბრე დადებით პასუხს ელის:
:''Haven't you finished yet?''
:''Don't you like my new dress?''
:''Child: Can't I stay up till the end of the programme?''
:''"I could wait ten minutes." "Couldn't you wait any longer?"''

'''გ)''' უარყოფით-კითხვითი ფორმები გამოიყენება აგრეთვე (''question tags''-ში) დადებითი წინადადების შემდეგ:
: ''You paid him, didn't you?''
: ''She would like to come, wouldn't she?''

==== დამხმარე ზმნები (auxiliary verbs) ====
ინგლისური ენა განასხვავებს დამხმარე ზმნებს. ესენია:
:'''1.''' ძირითადი ანუ მთავარი დამხმარე ზმნები;
:'''2.''' მოდალური დამხმარე ზმნები;
:'''3.''' ნახევრადმოდალური დამხმარე ზმნები.
ცნება „დამხმარე ზმნა“ დამკვიდრდა იმის გამო, რომ ამ ზმნების მეშვეობით წინადადებაში შესაძლებელია რთული შედგენილი დროების წარმოება. დამხმარე ზმნა ერთვის ძირითადი საუღლებელი ზმნის პირველ, მეორე ანდა მესამე ფორმებს (infinitive, present participle და present perfect):
:''I am coming.''
:''He has finished.''
:''I didn't see them.''
როდესაც დამხმარე ზმნა დაერთვის ძირითადი საუღლებელი ზმნის საწყის ფორმას, იგი გამოხატავს ნებართვას, შესაძლებლობას, ვალდებულებასა და ა.შ.

===== ძირითადი დამხმარე ზმნებია: =====
: to be
: to have
: to do

===== მოდალური დამხმარე ზმნებია: =====

: can, could
: may, might
: must, have to
: ought to
: shall, should
: will, would
მოდალური დამხმარე ზმნების ცალკე დასახელებისას მათ ''to''-ს არ დაურთავენ.

===== ნახევრადმოდალური დამხმარე ზმნებია: =====
: to need
: to dare
: used
ენათმეცნიერული კონვენციის თანახმად, ცალკე დასახელებისას ნახევრადმოდალური used არ დაირთავს ''to''-ს. ეს წესი არ შეეხება ამ ზმნის ინფინიტიურ ფორმას.

==== დამხმარე ზმნები: ფორმები და ნიმუშები ====

'''ა)''' ''to be, to have და to do'' დამოუკიდებელ ზმნებადაც არსებობენ წინადადებაში. თუმცა ძალიან ხშირად მათ დამხმარე ზმნის ფუნქცია აკისრიათ.

{| border=1; margin:0 0 1em 1em"
|+ამ ზმნათა ფორმაცვალებადობას განაპირობებს მათი მონაცვლეობა სხვადასხვა გრამატიკულ პირში, რიცხვსა და დროში.
!მთავარი
დამხმარე ზმნები!!ინფინიტივი!!პრეზენსი!!პრეტერიტუმი!!პარტიციპ-პრეზენსი
(წარსულის მეშველი სიტყვა)!!

|'''ყოფნა'''||to be||am, is, are||was, were||been||

|'''ქონა, ყოლა'''||to have||have, has||had||had||

|'''ქმნა, კეთება, ჩადენა'''||to do||do, does||did||done||

მოცემულ ზმნათა მნიშვნელობების თარგმნა შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, როცა მათ დამოუკიდებელი ფუნქცია აკისრიათ. თუკი ისინი მხოლოდ მორფოლოგიურ ფუნქციას ასრულებენ, მაშინ მთავარი საუღლებელი ზმნის მნიშვნელობას განავრცობენ ან აზუსტებენ დროის, პირისა თუ რიცხვის შესაბამისად. სწორედ ამ თვისების გამო უწოდებენ მათ დამხმარე ზმნებს.

::'''1'''

''be'' და ''do'' დამხმარე ზმნები უარყოფითსა და კითხვით ფორმებში შემდეგ სქემას ემორჩილებიან:

უარყოფითი ფორმა, ზმნა + not:

:''He isn't coming.''
:''It did not matter.''

კითხვითი ფორმა, სუბიექტი + ზმნა:

:''Was he waiting?''
:''Does she see us?''

::'''2'''

''Have'' დამხმარე ზმნების ასეთ წყობას მისდევს:

:''Has he to go?''
:''Has he got to go?''

ზოგჯერ გამოიყენება ''do/did'' ფორმებიც:

:''Does he have to go?''

::'''3'''

''be'' მოითხოვს სრულ ინფინიტურ ფორმას (''to'' + ინფინიტივი):

:''They are to wait for us at the station.''

''have'' მოითხოვს აგრეთვე სრულ ინფინიტურ ფორმას, გარდა ორი კონსტრუქციისა (იხ. თავი „have+ობიექტი+პარტიციპ-პერფექტი“, „have+ობიექტი+პარტიციპ-პრეზენსი“).

''do'' ინფინიტივს უკავშირდება ''to''-ს დაურთველად:
:''Did he write?''

::'''4'''

თუ ''be, have'' და ''do'' დამხმარე ზმნებადაა გამოიყენებული, საჭიროა ზმნის პირველი (infinitive) ანდა მესამე (participle) ფორმა იმის მიუხედავად, რომ ეს ფორმები პასუხებსა და კომენტარებში იგულისხმება:

:''Have you seen it?''
:''Yes, I have (seen it).''

::'''5'''

''be, have'' და ''do'' ზმნების გამოყენება შეიძლება სრული (დამოუკიდებელი) ზმნების სახით. ამ შემთხვევაში, მათ საკუთრივი მნიშვნელობა უნარჩუნდება:
:''ზმნა ''have'' შეიძლება აღნიშნავდეს (possess) მფლობელობას (ქონა, ყოლა).
:''ზმნა ''do'' შეიძლება აღნიშნავდეს (perform, occupy oneself) რამეს კეთებას, ქმნას, რაიმეთი დაკვებას. ''
ამ შემთხვევაში ''be, have, do'' ზმნები ცალკე უნდა იდგნენ:

:''He is lazy.''
:''He has no job.''
:''He does nothing.''

თვითონ ''do'' იუღლება ''do''-სავე მეშვეობით:

:''What do you do in the evenings?''

ხოლო ზმნა ''have'' შეიძლება ორნაირად ვაუღლოთ:
:''Have you got time?''
:''Do you have time?''

'''ბ)''' '''C''an, could, may, might, must, ought, will, would, shall'' და ''should'' (დამხმარე მოდალური ზმნები)'''

დამხმარე მოდალური ზმნები მხოლობითი რიცხვის მესამე პირში დაბოლოება s-ს არ დაირთავს:

''I must,'' ''he must'', ''I can,'' ''he can''

ისინი უარყოფით და კითხვით ფორმებს შემდეგი ნიმუშის მიხედვით აწარმოებენ:

''Will not he...?'' W''ill he''...?

''Ought not he...? Ought he...?''

საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ მოდალურ ზმნებს არ გააჩნია წარსულის ფორმები; მიუხედავად იმისა, რომ could, might, should, would ფორმები არსებობს, მათი გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდულია.

მოდალურ ზმნებს არ გააჩნია ინფინიტური ფორმები, მიმღეობები და ამ მიზეზის გამო, შეუძლებელია მათი განგრძობით ფორმაში (contnuous form) ჩასმა და გამოყენება. Ought-ის გარდა, ყველა მოდალურ ზმნას მხოლოდ ინფინიტივი მოსდევს:

: ''You should pay.''
მაგრამ:
: ''You ought '''to''' pay.''

მოდალური ზმნა ყოველთვის მოითხოვს ინფინიტივს, რომელიც ზოგჯერ იგულისხმება.

: ''Can you understand?''
: ''Yes, I can (understand).''

'''გ)''' '''''need, dare'' და ''used'' (ნახევრადმოდალური ზმნები)'''

::'''1'''
თუ ''used'' და ''dare'' ზმნები დამხმარე ზმნების ფუნქციას ასრულებენ, მაშინ ისინი მხოლოდ ინფინიტივს შეერწყმიან წინადადებაში.

''He need not wait.''

Need და dare შეიძლება გამოვიყენოთ დამოუკიდებელ ზმნებად:
:''He needs help.''
:''They dared me to jump.''

:'''2'''
Used (ზოგჯერ used to) წარსულის საწარმოებლად გამოიყენება. უარყოფითი ანდა კითხვითი ფორმა ასეთია:
:''I used not''
მიუხედავად იმისა, რომ ზმნა used-ს არა აქვს ინფინიტივი, მაინც გაიგონებთ ასეთი სახით:

''Didn't use to did he?''

''she use to?''

==== დამხმარე ზმნების გამოყენება მოკლე პასუხებში ====
მოკლე კითხვა-პასუხით მიმდინარე საუბარში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დამხმარე ზმნების გამოყენება შესაბამისი ფორმებით. თანამოსაუბრის მიერ ნახსენები ზმნის გამეორების თავიდან ასაცილებლად, როდესაც საჭიროა დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემა (დათანხმება, არდათანხმება, შენიშვნის უარყოფა ან განვრცობა და ა.შ.), გამოიყენება დამხმარე ზმნა.

===== მოკლე პასუხი დამხმარე ზმნის მეშვეობით =====
კითხვები, რომლებიც პასუხად „დიახ“ ან „არა“-ს მოითხოვენ (შემდეგი სახის შეკითხვებია: ''Do you smoke?'' ''Can you ride a bicycle?''), საჭიროებენ სიტყვებზე ''yes'' ანდა ''no'' + დამხმარე ზმნით პასუხის გაცემას. არსებითი სახელით გამოხატულ სახელს შეცვლის ნაცვალსახელი. ნაცვალსახელით გამოხატული ქვემდებარეები შეიძლება შეიცვალონ ისე, როგორც მაგალითებშია მოცემული:
:"Do you smoke?" "Yes, I do." (და არა "Yes, I smoke")
:"Is that Ann?" "Yes, it is." / "No, it isn't.“
:"Did the twins go?" "Yes, they did." / "No, they didn't."
:"Will there be an exam?" "Yes, there will." / "No, there won't."
თუ კითხვით წინადადებაში ერთზე მეტი დამხმარე ზმნაა, პასუხში გამოიყენება პირველი დამხმარე ზმნა:
"Should he have gone?" "Yes, he should."
ისეთი დამხმარე ზმნების შემცველი კითხვითი წინადადებები, როგორიცაა must I / he და ა.შ. ან need I / he და ა.შ. ასეთ პასუხს მოითხოვენ:
''Yes, you (he, she'' და ა.შ.) ''must.''

ანდა:

''No, you (he, she'' და ა.შ.) ''needn't'':

"Must I take all these pills?" "Yes, you must."

"Need I take all these pills?" "No, you needn't."
პასუხად მხოლოდ yes-ის ან no-ს თქმა არათავაზიანად ჟღერს და ინგლისელის ყურისთვის ძალიან უხეშ პასუხად აღიქმება.

===== დადებითი და უარყოფითი პასუხის გაცემა =====
'''ა)''' დადებითი (affirmative) შინაარსის თხრობით წინადადებაზე პასუხის გაცემა შეიძლება ამგვარად: yes / so / of course + დამხმარე ზმნის თანხმობის გამომხატველი ფორმა. წინადადებაში ნახსენები დამხმარე ზმნა პასუხში მეორდება. თუ წინადადება არ შეიცავდა დამხმარე ზმნას, მაშინ პასუხში დამხმარე ზმნის ის ფორმა უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც მოითხოვს პირველ წინადადებაში არსებული დამოუკიდებელი ზმნა (do, does ან did):
:"He works too hard." "Yes, he does."
:"There may be a strike." "Yes, there may."
:"Living in London will be expensive." "(Yes,) of course, it will."
:"That's Ann!" "Oh, so is it."
'''ბ)''' უარყოფითი შინაარსის წინადადებაზე შედავება, შეკამათება ან საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა ასე შეიძლება: yes, oh yes + დამხმარე ზმნის თანხმობის გამომხატველი ფორმა. ამ დროს დამხმარე ზმნა განსაკუთრებულად ხაზგასმით წარმოითქმის აქცენტირების საშუალებით:
:"I won't have to pay." "Oh yes, you `'''''will'''''!"
:"My alarm didn't ring." "Oh yes, it `'''''did'''''!"
:"There isn't any salt in this." "Yes, there '''''ìs'''''."
:"Bread won't make me fat." "Oh yes, it `'''''will'''''."
'''გ)''' უარყოფითი (negative) შინაარსის წინადადებისთვის იწარმოება no + დამხმარე ზმნის უარის გამომხატველი ფორმა, რომელიც დასტურს გამოხატავს (თუ პასუხის გაცემისას დამხმარე ზმნის თანხმობის გამომხატველი ფორმა გამოვიყენებთ, შინაარსობრივად გამოგვივა, რომ არ ვეთანხმებით თანამოსაუბრეს):
: "It wouldn't take long to get there." "No, it wouldn't."
: "I haven't paid you yet." "No, you haven't.“
: "The boys mustn't be late." "No, they mustn't."
: "The door can't have been locked." "No, it can't."
'''დ)''' დადებითი (affirmative) შინაარსის თხრობითი წინადადება შეგვიძლია უარვყოთ no/oh no + დამხმარე ზმნის უარის გამომხატველი ფორმის მეშვეობით:
: "Ann'll lend it to you." "Oh no, she won't."
: "Peter gets up too late." "No, he doesn't."
: "There is plenty of time." "No, there isn't."
: "Prices are coming down." "Oh no, They aren't."
კავშირის ''but'' გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც თანამოსაუბრე არ ეთანხმება კითხვითი წინადადებით გამოთქმულ აზრს:
: "Why did you travel first class?" "But I didn't."

===== ''question tags'' =====
''Question tag'' ეწოდება ყოველთვის წინადადების ბოლოს მოთავსებულ მოკლე კითხვით ფრაზას. თმცა ინგლისურად question tag-ის იმდენი ვარიანტი არსებობს, რამდენიც დამხმარე ზმნაა, ქართულში მათი ზუსტი თარგმანი სიტუაციურად შეიძლება იყოს: „განა არა?“ ან უბრალოდ „არა?“ ზოგჯერ კი „ხომ“. ინგლისურში ამ მოკლე კითხვითი ფრაზის ფუნქციაა მოსაუბრისგან დასტურის მიღება გამოთქმულ აზრთან დაკავშირებით.

კითხვითი ფრაზა იმავე დამხმარე ზმნით იწარმოება, რომელიც გამოყენებულია მთავარ წინადადებაში. თუ მთავარი წინადადება მტკიცებითი (დადებითი) შინაარსისაა, მაშინ კითხვითი ფრაზა უარყოფითი უნდა იყოს. თუ მთავარი წინადადება უარყოფითი შინაარსისაა, მაშინ კითხვითი ფრაზა მტკიცებითი (დადებითი) შინაარსის უნდა იყოს. მაგალითად:
: It's a nice day, isn't it? — მშვენიერი დღეა, განა არა?
: She teaches English, doesn't she? — ის ინგლისურს ასწავლის, არა?
: They enjoyed the party, didn't they? — მათ წვეულება მოეწონათ, არა?
: Tom can sing, can't he? — ტომს სიმღერა შეუძლია, განა არა?
: Ann will come soon, won't she? — ანა მალე მოვა, არა?
: David hasn't got a car, has he? — დავითს ხომ მანქანა არა ჰყავს?
: He isn't a doctor, is he? — ის ხომ ექიმი არაა?
: Sarah can't cook, can she? — სარამ ხომ საჭმლის მომზადება არ იცის?
: They didn't come home, did they? — ისინი შინ არ დაბრუნებულან, არა?

===== შენიშვნები =====

=== რიცხვითი სახელი: წელი და თარიღი, წონა, ზომის ერთეულები ===

==== რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელი ====

{| border=1; margin:0 0 1em 1em"

!რიცხვი!!რაოდენობითი
რიცხვითი სახელი!!რიგობითი
რიცხვითი სახელი||რიცხვი||რაოდენობითი
რიცხვითი სახელი||რიგობითი
რიცხვითი სახელი||რიცხვი||რაოდენობითი
რიცხვითი სახელი||რიგობითი
რიცხვითი სახელი

|'''1''' ||one||1st — first||'''20'''||twenty||20th — twentieth||'''110'''||(one) hundred-(and)-ten||(one) hundred-(and)-tenth

|'''2''' ||two||2nd — second||'''21'''||twenty-one||21st — twenty-first||'''120'''||(one) hundred-(and)-twenty||(one) hundred-(and)-twentieth

|'''3''' ||three||3rd — third||'''30'''||thirty||thirtieth||'''130'''||(one) hundred-(and)-thirty||(one) hundred-(and)-thirtieth

|'''4''' ||four||4th —fourth||'''40'''||forty||fortieth||'''140'''||(one) hundred-(and)-forty||(one) hundred-(and)-fortieth

|'''5''' ||five||5th — fifth||'''50'''||fifty||fiftieth||'''150'''||(one) hundred-(and)-fifty||(one) hundred-(and)-fiftieth

|'''6''' ||six||6th — sixth||'''60'''||sixty||sixtieth||'''160'''||(one) hundred-(and)-sixty||(one) hundred-(and)-sixtieth

|'''7''' ||seven||7th — seventh||'''70'''||seventy||seventieth||'''170'''||(one) hundred-(and)-seventieth||(one) hundred-(and)-seventieth

|'''8''' ||eight||8th — eighth||'''80'''||eighty||eightieth||'''180'''||(one) hundred-(and)-eighty||(one) hundred-(and)-eightieth

|'''9''' ||nine||9th — ninth||'''90'''||ninety||ninetieth||'''190'''||(one) hundred-(and)-ninety||(one) hundred-(and)-ninetieth

|'''10''' ||ten||10th — tenth||'''100'''||(one) hundred||hundredth||'''200'''||two hundred||two hundredth

|'''11''' ||eleven||11th — eleventh||'''101'''||(one) hundred-(and)-one||(one) hundred-(and)-first||'''210'''||two hundred-(and)-ten||two hundred-(and)-tenth

|'''12''' ||twelve||12th — twelfth||'''102'''||(one) hundred-(and)-two||(one) hundred-(and)-second||'''220'''||two hundred-(and)-twenty||two hundred-(and)-twenty

|'''13''' ||thirteen||13th — thirteenth||'''103'''||(one) hundred-(and)-three||(one) hundred-(and)-third||'''300'''||three hundred||three hundredth

== ინგლისური სიტყვები და ფრაზები ==

* გამარჯობა — Hello / Hi
* კეთილი იყოს თქვენი მობრძანება(...) — Welcome (to...)!
* გმადლობთ — Thank you
* ძალიან დიდი მადლობა — Thank you so much
* არაფრის — You are welcome / No problem
* დიახ — Yes
* არა — No
* გთხოვ(თ) / თუ შეიძლება) — Please
* რა გქვია(თ)? — What's your name?
* მე მქვია... — My name is...
* საიდან ბრძანდებით? სადაური ხარ? — Where are you from?
* როგორ ბრძანდებით? როგორა ხარ? — How are you?
* მოგწონთ აქ? მოგწონს აქ? — How do you like it here?
* ხომ არ გინდათ, რომ...? იქნებ გაინტერესებთ...? — Would you be interested in...?
* რას აკეთებ(თ)? — What are you doing?
* არ ვიცი — I don't know
* ვიცი — I know
* ზუსტად ვიცი — I know so
* მოიცა, დავფიქრდე — Let me see
* რას გულისხმობ(თ)? — What do you mean?
* თქვენ რას ფიქრობთ? როგორ გგონია? — What do you think?
* ნახვამდის / დროებით! — Goodbye / See you / See you soon / See you later

== ლიტერატურა ==

* Crystal, D. [1997]: ''The Cambridge encyclopedia of the English language''. 2-ე გამოცემა. Cambridge.
* McArthur, T., ed. [1992]: ''The Oxford companion to the English language''. Oxford.
* Cambridge History [1992-დან]: ''The Cambridge History of the English language''. 6 ტომად. Cambridge.
* Cobuild, C. [1990]: English grammar. London.
* Huddleston, R. [1984]: Introduction to the grammar of English. Cambridge.
* Jespersen, O. [1909-1949]: A modern English grammar on historical principles. 7 ტომად. London.
* Mitchell, B. [1995]: ''An invitation to Old English and Anglo-Saxon England''. Oxford.

== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.translate.ge ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული ლექსიკონი]
* [http://www.enebi.ge ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული ლექსიკონი გამოთქმებით]
* [http://itunes.apple.com/WebObjects/MZStore.woa/wa/viewSoftware?id=334117285&mt=8 ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული ლექსიკონი (iPhone)]
* [http://itcansay.com More than 20 000 English words recorded by a native speaker]
* [https://www.youtube.com/watch?v=OtH5PpgkgJU Geoffrey Neil Leech (1936-2014): Current Changes in English Grammar in Relation to Society (სამეცნიერო მოხსენება მიმდინარე ცვლილებების შესახებ თანადროულ ინგლისურში)]

{{ევროკავშირის ენები}}

[[კატეგორია:ინგლისური ენა|*]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინგლისური_ენა“-დან