მიხეილ მესხის სტადიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
|კლუბები = [[ლოკომოტივი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|„ლოკომოტივი“ თბილისი]]<br />[[საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები|საქართველოს მორაგბეთა ნაკრები]]<br />[[საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საქართველოს საფეხბურთო ნაკრები]]
}}
'''მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი''' — ყოფილი „ლოკომოტივის“ სტადიონი, რომელიც [[ვაკის პარკი]]ს მიმდებარე ტერიტორიაზე [[1952]] წელს იური კასრაძის<ref>[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00011794/ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — იური კასრაძე] // იური კასრაძე (1911–1991) — საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი. დაბადების ადგილი: სოფელი [[ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ალი]], ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1936 წელს. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“ არქიტექტორად, სახელოსნოს ხელმძღვანელად; მისი მონაწილეობითა და ავტორობით დაპროექტდა „საქენერგოს“ ადმინისტრაციული შენობა, ფიზკულტურისა და სპორტის ინსტიტუტი, იპოდრომი (თბილისში), 250-ადგილიანი სასტუმრო ქ. თბილისის აეროპორტში, თბილისის სპორტის სასახლე, საქართველოს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა, სასტუმრო „ინტურისტი“ და სპორტკომპლექსი გორში, კულტურის სახლი ონში, საჭიდაო დარბაზები კასპსა და საგარეჯოში, საცხოვრებელი სახლები და სოციალური დანიშნულების ობიექტები თბილისში; იყო 1951–1953 წწ. მოწვევის თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, სამამულო ომის მონაწილე; მიღებული ჰქონდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. ''წყარო:'' საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ. 281-282 // [http://www.nplg.gov.ge ''საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა'']. წაკითხვის თარიღი: 1 ივნისი, 2019.</ref> პროექტით 26 ათასიანი ტევადობით აშენდა. [[1960]] წელს არენას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა (არქიტექტორები — თემურ აბაშიძე, ანრი ყურაშვილი) და 10 400 ადგილი დაემატა.
 
[[1999]] წელს ძველი სტადიონი მთლიანად დაანგრიეს და ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყეს (არქიტექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ ვარდანაშვილი, არქიტექტორები — ნიკოლოზ აბაშიძე, ავთანდილ რევაზიშვილი, ოთარ ბერიანიძე), რომელიც დასრულდა [[2001]] წელს, მთლიანი კომპლექსი კი [[2003]] წელს გაიხსნა, ტრიბუნის ტევადობით 27 ათასი (მათ შორის 500 ადგილი გადახურვის ქვეშაა). სტადიონს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, [[მიხეილ მესხი]]ს სახელი [[2005]] წელს მიენიჭა. მიხეილ მესხის სახელობის არენა, სიდიდით, [[ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი|ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის]] შემდეგ რიგით მეორე არენაა საქართველოში.