მიხეილ მესხის სტადიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[1999]] წელს ძველი სტადიონი მთლიანად დაანგრიეს და ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყეს (არქიტექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ ვარდანაშვილი, არქიტექტორები — ნიკოლოზ აბაშიძე, ავთანდილ რევაზიშვილი, ოთარ ბერიანიძე), რომელიც დასრულდა [[2001]] წელს, მთლიანი კომპლექსი კი [[2003]] წელს გაიხსნა, ტრიბუნის ტევადობით 27 ათასი (მათ შორის 500 ადგილი გადახურვის ქვეშაა). სტადიონს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, [[მიხეილ მესხი]]ს სახელი [[2005]] წელს მიენიჭა. მიხეილ მესხის სახელობის არენა, სიდიდით, [[ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი|ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის]] შემდეგ რიგით მეორე არენაა საქართველოში.
 
არენა [[2011]] წლის დასაწყისში გრძელვადიანი იჯარით [[საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია]]ს გადაეცა, რომელმაც სტადიონის გრანდიოზული რეკონსტრუქცია დაიწყო. რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი აგვისტოს ბოლოს დასრულდა და სტადიონი 2011 წლის 1 სექტემბერს საქართველოსა და ესპანეთის 21-წლამდელთა მატჩით გაიხსნა. არენის ტერიტორიაზე განთავსებულია, დრენაჟის თანამედროვე სისტემა, ელექტროტაბლო, გასახდელის ორი ბლოკი, საპრესკონფერენციო დარბაზები, ტელეკომენტატორთა ჯიხურები, VIP, გამორჩეულ სტუმართა და ჟურნალისტთა ლოჟები, მსაჯთა და დელეგატთა, დოპინგ-კონტროლის ოთახები, ტრენჟორებისტრენაჟორების დარბაზი, მანქანების პარკინგი. სტადიონის კომპლექსში შედის სათადარიგო მოედანი 1 000-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით. სრული რეკონსტრუქციის შედეგად მიხეილ მესხის სახელობის არენა, ამჟამინდელ მდგომარეობაში მყოფ ეროვნულ სტადიონზე უკეთესი სარბიელი იქნება.
 
2011 წლის სექტემბრიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მატჩებში, საფეხბურთო კლუბ ცხინვალის „სპარტაკის“ საშინაო არენაა.