ბზიფი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13:
| ქალაქები =
}}
'''ბზიფი''' (ისტორიული სახელწოდება — „კაპოეტისწყალი“) — [[მდინარე]] დასავლეთ [[საქართველო|საქართველოში]], [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის]] ტერიტორიაზე. სათავე აქვს [[კავკასიონი|კავკასიონის]] მთავარი წყალგამყოფი ქედისქედი]]ს სამხრეთ კალთაზე, უღელტეხილ [[ადანგე (უღელტეხილი) |ადანგესთან]]. სიგრძე 110 კმ, აუზის ფართობი 1510 კმ<sup>2</sup>. ზემო დინებაში ხეობა ვიწრო და ღრმაა. გამომუშავებულია ტექტონიკური რღვევის ხაზის გასწვრივ ქვედა იურულ თიხაფიქლებისა და ქვიშაქვებში, აგრეთვე ბაიოსის პორფირიტულ წყებაში. სოფელ ფსხუსთან ხეობა განიერდება და მდინარე იტოტება. ქვემოთ ხეობა ვიწრო, ზოგან კანიონისებრია, სოფელ ბზიფთან დაბლობზე გამოდის და ერთვის [[შავი ზღვა|შავ ზღვას]] [[ბიჭვინთის კონცხი|ბიჭვინთის კონცხთან]]. წყლის საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 99 მ<sup>3</sup>/წმ. საზრდოობს წვიმის (37,2%), მიწისქვეშა (32,2%) და [[თოვლი]]ს (30,6%) წყლით. წყალდიდობა გაყაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარშია, წყალმცირობა - ზამთარში. ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა. ბზიფის შენაკადებია [[ბავიუ]] და [[გეგა]].
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბზიფი“-დან