ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სტატიათა დიდი ნაწილი აღჭურვილია ბიბლიოგრაფიით, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს უფრო ფართოდ გაეცნოს ლიტერატურას ამა თუ იმ პრობლემის შესახებ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შექმნაში მთავარი სამეცნიერო რედაქციის დარგობრივ და ფუნქციონალურ რედაქციებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის მეცნიერთა დიდი კოლექტივი (საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ხელმძღვანელობით, რომელიც ქართული საბჭოთა ენციკლოპედიას მნიშვნელოვან სამეცნიერო-მეთოდურ დახმარებას უწევდა) და შემოქმედებითი ინტელიგენცია. წინასწარ მომზადდა და დაიბეჭდა მთელი გამოცემის თემატური სიტყვანები (36 დასახელებისა) და მაკეტი, რომელთა განხილვაში მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკის სამეცნიერო დაწესებულებებმა, უმაღლესმა სასწავლებლებმა, პარტიულმა, სახელმწიფო, პროფკავშირულმა და კომკავშირულმა ორგანიზაციებმა, შემოქმედებითმა კავშირებმა, უწყებებმა, საწარმოებმა და სხვა.
 
ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში უხვადაა წარმოდგენილი ფერადი და შავ-თეთრი ჩანართი და სატექსტე ილუსტრაციები, ფერადი (ჩანართი) და შავ-თეთრი რუკები. ტექსტი აიწყო (შრიფტი სპეციალურია - „ენციკლოპედიური“, ავტორი [[ანტონ დუმბაძე (მხატვარი)|ა. დუმბაძე]]) და დაიბეჭდა საქართველოს სსრ გახსახკომის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატში. ტირაჟი 80 ათასი (სპეციალური ტომისა - 90 ათასი).
 
== შემადგენლობა ==