ვასილ ბალანჩივაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ბალანჩივაძე, ვასილ''' ანტონის ძე ბალანჩივაძე'''([[12 აპრილი]], [[24 აპრილი]], [[1867]], სოფ. ბანოჯა, ახლანდელი [[წყალტუბო | წყალტუბოს ზონა]] ― † [[18 მაისი]], [[1951]], [[თბილისი]]), [[ქართველები | ქართველი]] მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი ([[1950]]). [[ბალანჩივაძე, მელიტონ | მ. ბალანჩივაძის]] ძმა. სცენაზე პირველად გამოვიდა [[1887]] თბილისში [[აბაშიძე, ვასილ | ვ. აბაშიძის]] ხელმძღვანელობით. [[1887]] -[[1890]] სწავლობდა [[პეტერბურგი | პეტერბურგის]] სამხატვრო აკადემიაში. 1[[890]]-[[1891]] იყო თბილისის ქართული თეატრის, [[1891]]-[[1894]] - ქუთაისის თეატრის მსახიობი ([[1921]]-იდან ხელმძღვანელი), [[1924]]-[[1929]] - თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი და მსახიობი, [[1929]]-[[1935]] - თბილისის ცეკავშირის მოძრავი და პერიფერიის თეატრების მსახიობი. გამოირჩეოდა სცენურობით, გარდასახვის ნიჭით, შესანიშნავი ხმით. უპირატესად ასრულებდა სახასიათო და კომედიურ როლებს: ბობჩინსკი ([[გოგოლი, ნიკოლოზ | ნ. გოგოლის]] "რევიზორი"), ბესო ([[სუმბათაშვილი-იუჟინი, ალექსანდრე | ა. სუმბათაშვილის]] "ღალატი"), ბენ აკიბა ([[გუცკოვი, კარლ | კ.გუცკოვის]] "ურიელ ა კოსტა"), ოტია ჯოლია ([[გუნია, ვალერიან | ვ. გუნიას]] "და-ძმა"), იაგო ([[შექსპირი, უილიამ | უ. შექსპირის]] "ოტელო"), გელა ([[წერეთელი, აკაკი | ა. წერეთლის]] "პატარა კახი" ); მისი შემოქმედების გვირგვინი იყო ფილიპე ბარბაქაძე და დარისპან ქარსიძე ([[კლდიაშვილი, დავით | დ.კლდიაშვილის]] "ირინეს ბედნიერება" და "დარისპანის გასაჭირი"), [[1935]]-[[1942]] "სახკინმრეწვის" მსახიობი იყო. გადაღებულია ფილმებში: "დაკარგული სამოთხე" (ბაბუა ანტონი), "ქალი გაღმიდან" (ოსმანია), "ქალი მწვანეში" (სარდიონი) და სხვა. ბალანჩივაძე ქართული ესტრადის ერთ-ერთი გამოჩენილი მსახიობი, ერთდროულად საესტრადო-იუმორისტული სცენების ("იმერული სცენები") ავტორიც იყო და შემსრულებელიც. მასვე ეკუთვნის პიესები: "1905", "გლეხი ივლიანე გობეჩია", "აჭარელი ქალი ფატიმა", "მზის სხივები", "დაუდევრობის მსხვერპლი" და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
 
[[კატეგორია: ქართველები]]