არყი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
არყის ხე
213.200.31.242-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა *
, '''არყის ხე''' ({{lang-la|Betula}}) — ფოთოლმცვივანი ხეებისა და ბუჩქების გვარი [[არყისებრნი|არყისებრთა]] ოჯახისა, რომელიც 20 მ სილაღლემდე იზრდება. [[ქერქი]] თეთრია ან ყომრალი. მორიგეობით განლაგებული მომრგვალო მარტივი ფოთლები კიდემთლიანია. ყვავილები შეკრებილია მჭადა ყვავილებად. ნაყოფი ბრტყელი კაკალია, რომელსაც ორი აპკისებრი ფრთა აქვს. მრავლდება თესლითა და ძირკვის ამონაყარით. ცნობილია 130-მდე პოლიმორფული სახეობა, რომლებიც გვხვდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში აგრეთვე სუბტროპიკულ მთებში.
| სახელი =არყი
| სურათის ფაილი =Illustration Betula pendula0.jpg
| სურათის წარწერა =
| სურათის აღწერა =Betula pendula
| სამეფო = მცენარეები
| განყოფილება = [[ფარულთესლოვნები]]
| კლასი =[[ორლებნიანნი]]
| რიგი = [[წიფლისნაირნი]]
| ოჯახი = [[არყისებრნი]]
| გვარი = '''არყი'''
| სახეობა =
| ლათ =Betula
| ვიკისახეობები =
| commons =
}}
'''არყი''', '''არყის ხე''' ({{lang-la|Betula}}) — ფოთოლმცვივანი ხეებისა და ბუჩქების გვარი [[არყისებრნი|არყისებრთა]] ოჯახისა, რომელიც 20 მ სილაღლემდე იზრდება. [[ქერქი]] თეთრია ან ყომრალი. მორიგეობით განლაგებული მომრგვალო მარტივი ფოთლები კიდემთლიანია. ყვავილები შეკრებილია მჭადა ყვავილებად. ნაყოფი ბრტყელი კაკალია, რომელსაც ორი აპკისებრი ფრთა აქვს. მრავლდება თესლითა და ძირკვის ამონაყარით. ცნობილია 130-მდე პოლიმორფული სახეობა, რომლებიც გვხვდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში აგრეთვე სუბტროპიკულ მთებში.
 
საქართველოში 5 სახეობაა. [[აჭარა]]-[[გურია]]ში მთის ზედა სარტყელსა და სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებში გვხვდება [[მედვედევის არყი]] (Betula medwedewii); კოლხეთის ენდემი [[მეგრული არყი]] (Betula megrelica) გავრცელებულია სამეგრელოსა და სვანეთის მთებში; [[რადეს არყი]] (Betula raddeana) — კავკასიონის ჩრდილოეთ კალთების ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში; [[ლიტვინოვის არყი]] (Betula litwinowii) ყველაზე გავრცელებული სახეობაა, დიდი რაოდენობითაა კავკასიონის და სამხრეთ მთიანეთის კალთებზე, ხოლო [[მეჭეჭიანი არყი]] (Betula verrucosa) კავკასიაში ყველგან გვხვდება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არყი“-დან