ოსები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
93.177.162.207-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 25:
 
==ოსთა დასახლება საქართველოს ტერიტორიაზე==
ქართულ და რუსულენოვან საისტორიო საზოგადოებებში ოსთა ეთნოგენეზის, მათი პოლიტიკური ისტორიისა და მიგრაციების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. განსაკუთრებით მწვავე პოლემიკის საგანია ოსთა საქართველოში ჩამოსახლებისა და დამკვიდრების ეტაპები. XX საუკუნეში ოს მკვლევართა ნაწილი მათი საქართველოს ტერიტორიაზე მიგრაციის უძველეს დროდ, III-IV ან VI-VII საუკუნეებს მიიჩნევდა, სხვა მეცნიერები კი ამ მოვლენას ჩრდილო კავკასიაში [[მონღოლები|მონღოლთა]] გაბატონებას უკავშირებენ. იყო ცდა, ოსური გვარების გენეალოგიებზე დაყრდნობით მათი მიგრაცია XV-XVI სს-ით განესაზღვრათ. ქართველი და რუსი მეცნიერების ნაწილის კვლევათა შედეგები მიუთითებენ, რომ [[ქართლი]]ს მთიანეთში ოსების დასახლება ძირითადად XVII საუკუნეში მოხდა, ხოლო [[დასავლეთ საქართველო|დასავლეთ საქართველოში]] მიგრაცია მიმდინარეობდა XVIII საუკუნეში. თანდათანობით კომპაქტური დასახლებები გაჩნდა [[დვალეთი|დვალეთ]]ში, მდინარეების [[ლიახვი]]სა და [[ქსანი|ქსნის]] ხეობებში, თუმცა ოსების დიდი ნაწილი დისპერსულად განსახლდა მთელ საქართველოში.
 
XIII საუკუნემდე, ალან ოსებთან საქართველოს ურთიერთობას ძირითადად სამხედრო-პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, რაც ერთობლივ ლაშქრობებში ან პირიქით სამხედრო დაპირისპირებაში იყო გამოხატული. მდგომარეობა შეიცვალა დავით აღმაშენებლის, განსაკუთრებით კი გიორგი III- ის მეფობის პერიოდიდან, როდესაც ოვსები საქართველოს ყმადნაფიცები უნდა გამხდარიყვნენ. იყო ასევე დინასტიური ქორწინებებიც, რაც ხელს უწყობდა ქართულ-ოსური ურთიერთობების განმტკიცებას, მაგრამ მასობრივი ოსური მიგრაციები წყაროებში არ ფიქსირდება. ქართული წყაროების თანახმად, ოსების პირველი მასობრივი შემოსვლა დავით ულუს მეფობის პერიოდში მომხდარა, როდესაც ბექა ყაენისაგან ლტოლვილი ოსები, ქართულ სამეფო კარს საქართველოში დმანისისა და ჟინვანის მიდამოებში დაუსახლებია. 1293 წელს როდესაც დავით მეფე ქეღათუ ყაენს ბიზანტიაში ლაშქრობაში ეხმარებოდა, ოსებს დაუწყიათ ქართლის აოხრება და რბევა, გორი აუღიათ და იქ დამსხდარან. [[გიორგი ბრწყინვალე]]მ ოსთა წინააღმდეგ საგანგებო ზომები მიიღო: ქართლის სოფლებიდან ოსები აჰყარა და ისინი ქართლში აღარ დასტოვა. [[ზაქარია ჭიჭინაძე|ზაქაარია ჭიჭინაძის]] აზრით ოსების ჩამოსახლება მე-16 საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც რამდენიმე მოუსავლიანი წელი ზედიზედ დაემთხვა და შიმშილობისა და მოუსავლიანობასთან თავის არიდების მიზნით მათი ერთი ნაწილი საქართველოს (ქართლს) შემოეხიზნა.
 
ქართული ფეოდალური საზოგადოების თითოეული კლასი თუ ფენა თავისი ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა პოზიციებიდან უდგებოდა ოსთა დასახლების საკითხს. მეფეს მათი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, თუ ისინი მას ემსახურებოდნენ. მეფეს შეეძლო ოსები თავისი ძალაუფლების განმტკიცებისათვის გამოეყენებინა, დაეპირისპირებინა ისინი მსხვილი ფეოდალებისთვის. ოსები ამ მხრივ მეფისათვის საიმედო დასაყრდენი შეიძლება ყოფილიყვნენ, რადგანაც თავადაც საჭიროებდნენ მფარველს. ასეთი მფარველი კი შექმნილ სიტუაციაში მხოლოდ სამეფო ხელისუფლება უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, ორივე მხრიდან ამა თუ იმ საზოგადოებრივი ჯგუფის ან კლასის ინტერესებიც იცვლებოდა სხვადასხვა ფაქტორთან მიმართებაში. მაგ. თუ საქართველოში გადმოსახლებული ფარეჯან ოვსთა მთავარი დავით მეფეს ერთგულებდა, მისი ძმა [[ბაყათარი]] XIII საუკუნის მიწურულს და XIV-ს დამდეგს აქტიურ საქმიანობას აჩაღებდა ქართლში ოსთა სამოქმედო არეალის გასაფართოებლად. იგი მოხერხებულად სარგებლობდა ერთი მხრივ, მონღოლებსა და დავით მეფეს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობით, მეორე მხრივ კი ქართულ ფეოდალურ წრეებს შორის არსებული წინააღმდეგობით.
 
რ. თოფჩიშვილის მოსაზრებით, თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ოსური ეთნოსი საკმაოდ გვიან, XVII საუკუნის შუა ხანებიდან განსახლდა. ქართველ მეცნიერთა აზრით დვალეთში ოსთა დასახლება XV ს-ის ბოლოს დაიწყო და ის ძირითადად XVI ს-ში დასრულდა. XVII ს-ში დვალეთში მოსახლეობის ეთნიკური ცვლილება უკვე განხორციელებულია. მაგრამ როგორც ჩანს, ამ საუკუნეში ბევრ დვალს ეთნიკური თავისთავადობა კვლავ შენარჩუნებული აქვს, რადგან, მთის პირობებში კულტურლ-ეთნიკური ასიმილაცია, ბარისაგან განსხვავებით, ერთობ გაძნელებულია. ოსები დვალეთში ალაგირის ხეობიდან დასახლდენენ და მათი მიგრაცია XVIII ს-ის 70-80-იან წლებამდე გრძელდებოდა. ოსურმა ეთნოსმა ადგილობრივთა ეთნონიმი დვალი (ოსურად „თუალი“) საკუთარ ეთნონიმად აქცია. კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მდებარე ისტორიულ პროვინცია დვალეთში, ოსების დასახლება კანტიკუნტად იწყება XV ს-ის ბოლოს. ეს პროცესი აქ ძირითადად განხორციელდა XVI საუკუნეში. დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა პირველი დასახლებები ჩნდება თრუსოსა მდ. თერგის სათავე და მაღრან-დვალეთში. ოსების აქ დასახლება ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი ხეობებიდან XVII ს-ის შუა ხანებში განხორციელდა. მთელი რიგი საისტორიო მონაცემებით, XVII ს-ის პირველ ნახევარში შიდა ქართლის მთიანეთი (დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის ხეობები) ნასოფლარებით იყო მოფენილი. აქედან აყრილი ადგილობრივი ქართული მოსახლეობა ბარში იყო საცხოვრებლად წასული. შიდა ქართლის მთიანეთში, კერძოდ, მდინარეების: დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის ზემო წელში, ოსთა მიგრაცია ხდება XVII ს-ის მეორე ნახევრიდან. ისინი თანდათან მოიწევენ სამხრეთისაკენ და XVIII ს-ის 30-იანი წლებისათვის ითვისებენ დასახელებული ორი ხეობის მთიან ნაწილს მთლიანად. აქ, დასახელებულ პერიოდში, ზოგიერთ მთიან სოფელში ოსები თანაცხოვრობდნენ ადგილზე დარჩენილ მცირერიცხოვან ქართულ მოსახლეობასთან ერთად. XVII საუკუნეში დვალეთში დასრულდა ადგილობრივი ტომის დვალების ასიმილაცია ოსების მიერ. დვალეთში მოსახლეობის ეთნიკურ-ენობრივ ცვლილებას ამ პროვინციის საქართველოდან ჩამოცილება არ მოჰყოლია. საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთელ მანძილზე და რუსეთის კოლონიად გადაქცევის შემდეგაც დვალეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო 1859 წლამდე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოსები“-დან