ჭანჭყატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 28 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q161113
No edit summary
ხაზი 1:
'''ჭანჭყატი''' (Euonymus), ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარი [[ჭანჭყატისებრნი|ჭანჭყატისებრთა]] ოჯახისა. აერთიანებს 200-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერი ჰავის სარტყლებში. საქართველოში იზრდება 7 სახეობა; მათგან 2 ენდემურია:
*კეცხოველის ჭანჭყატი (E. ketzkhovelii) — 2 მ-მდე სიმაღლის ბუჩქი, მოზამთროფოთლებიანი. გავრცელებულია მთელ დასავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 1500 მ-მდე, მთის შუა სარტყლის ფართოფოთლოვან ტყეებში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში;
*არმაზული ჭანჭყატი (E. armasica) — დაბალი ტანის, მიწაზე გართხმული ბუჩქი; გავრცელებულია [[თბილისი]]ს მიდამოებში ([[მცხეთა]], [[საგურამო]]). იზრდება ქვეტყის სახით შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭანჭყატი“-დან