მურყანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 17:
'''მურყანი''', ''თხმელა'' ({{lang-la|Alnus}}) — მცენარეთა გვარი [[არყისებრნი|არყისებრთა]] ოჯახისა. ერთსახლიანი ზაფხულმწვანე ხეებია, იშვიათად ბუჩქები (საქართველოში მხოლოდ ხეები). 30-მდე სახეობა გავრცელებულია [[ევროპა]]ში, [[აზია]]ში, [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკასა]] და [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკაში]] - [[ალჟირი|ალჟირში]].
 
[[საქართველო]]ში 2 სახეობაა: ''შავი მურყანის'' ანუ ''თხმელას'' (Alnus barbata) სიმაღლეა 30-38 მ. მუქი რუხი დაშაშრული ქერქი, სუსტად შებუსვილი ან შიშველი ფოთლები აქვს. გავრცელებულია ყველგან, გარდა ჯავახეთისა. იზრდება დაბლობებში, [[მთა]]ში ზღვის დონიდან 1800 მ აღწევს და ტერასების გაყოლებით შერეულფოთლოვან ტყეებში გვხვდება.

ჭაობიან, ალუვიურ, ეწერ ნიადაგზე ქმნის ტყეს - [[მურყნარი|მურყნარს]], სინათლის, ტენისა და ნაწილობრივ სითბოს მოყვარულია. იზრდება სწრაფად. რბილი, ღია მოწითალო, მყიფე მერქანი აქვს. იყენებენ სადურგლო და სახარატო საქმეში; ''ნაცარა მურყნის'' (Alnus incana) სიმაღლეა 15-18 მ.
 
გლუვი ქერქი აქვს, ფოთლები ქვედა მხრიდან რუხია, ხავერდისებრი. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. იზრდება წიფლნარში, შერეულფოთლოვან ტყეში, ძირითადად მთის ხეობების გაყოლებით [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1500-1900 მ-ზე. იშვიათად ეშვება ქვევით. გვხვდება მდინარისპირი ტერასებზე და მცირე ფართობებზე წმინდა მურყნარს ქმნის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მურყანი“-დან