თამბაქო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
95.104.74.139-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 87.253.50.211-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 7:
თამბაქოს სავეგეტაციო პერიოდია 135-170 დღე. იგი სითბოსმოყვარული (თესლის გაღივებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 27-28 °C, ღეროსა და ფოთლების ზრდა-განვიტარებისათვის 24-28 °C) და ტენის მომთხოვნი (განსაკუთრებით სრული შეფოთვლის პერიოდში) მცენარეა, საკვებ ნივთიერებებსაც დიდი რაოდენობით ითვისებს. კარგად ხარობს მსუბუქ და საშუალო შავმიწებზე, რუხსა და წაბლა ნიადაგებზე. ფოთლის ნაწარმის ხარისხი დამოკიდებულია ცილებისა და ნახშირწყლების შეფარდებაზე, ნიკოტინისა და ეთეროვანი ზეთების შემცველობაზე. თესლი შეიცავს 30-35% ცხიმოვან ზეთს, რომელსაც იყენებენ ტექნიკური მიზნებისათვის (საცხები მასალისათვის).
 
თამბაქოს სამშობლოდ ითვლება [[სამხრეთ ამერიკა]]. [[ევროპა]]ში ([[ესპანეთი]], [[პორტუგალია]], შემდეგ [[საფრანგეთი]], [[გერმანია]], [[იტალია]]) ამერიკიდან შემოიტანეს XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის I ნახევარში. პირველად მოაშენეს [[დეკორატიული მცენარეები|დეკორატიულ]] და სამკურნალო მცენარედ. რუსეთში თამბაქო გავრცელდა XVII საუკუნის დასაწყისში.

[[საქართველო]]ში თამბაქო XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე თამბაქოს კულტურა კი ჩვენში XIX საუკუნის I ნახევარში გავრცელდა. პირველად იგი [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] გააშენეს, შემდეგ - [[აჭარა]]ში და ბოლოს - აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში ([[მარნეულის რაიონი|მარნეული]], ბოლნისი, ყვარელი, ლაგოდეხი და სხვა).
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თამბაქო“-დან