მიელიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
 
==სიმპტომები==
დასაწყისი მწვავე ან ქვემწვავეა, ხშირად თან ახლავს ტემპერატურის მომატება. წარმოიქმნება ინტენსიური ტკივილები დაზიანების დონეზე, რომელსაც თან სდევს სხეულის [[ფეხი|ქვედა ნაწილებისა]] და კიდურების დამბლა. დაზიანებული უბნიდან აღინიშნება მგრძნობელობის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა. ვლინდება მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლა; წარმოიქმნება ბაბინსკის სიმპტომი. თავ-ზურგტვინის სითხეში აღინიშნება ჰიპერალბუმინოზი და პლეოციტოზი. გიიენ-ბარეს მწვავე დემიელინიზირებად პოლირადიკულონევროპათიას, განსხვავებით მიელიტისაგან თან არ ახლავს გამტარობის დარღვევები. მიელიტისაგან თითქმის არ განსხვავდება ეპიდურიტი; ზურგის ტვინის ინსულტი კლინიკური სურათით მოგვაგონებს მიელიტს, მაგრამ გამოირჩევა თავ-ზურგტვინის[[თავის ტვინი|თავისა]] და [[ზურგის ტვინი]]ს სითხის ნორმალური შემადგენობითა და დაზიანების ლოკალიზაციით, როგორც წესი, წინა სპინალური არტერიის აუზში. ზოგჯერ მიელიტის სიმპტომები შერწყმულია მხედველობის ნერვის ნევრიტთან, წარმოქმნის ოპტიკომიელიტის სინდრომს, ან დევიკის დაავადებას, რომელიც ახლოსაა დემიელინიზირებად დაავადებასთან.
 
აღმავალი პიოგენური მიელიტები ჩვეულებრივ მთავრდება ლეტალურად. თუმცა დროულად დაწყებულმა მკურნალობამ შესაძლებელია იხსნას ავადმყოფი. უხეში დაზიანების დროს რჩება მყარი პარაპლეგია. შედარებით იოლ შეთხვევებში შესაძლებელია ფუნქციის აღდგენა<ref name="pmid16808820">{{cite journal | vauthors = Wasay M, Arif H, Khealani B, Ahsan H | title = Neuroimaging of tuberculous myelitis: analysis of ten cases and review of literature | journal = J Neuroimaging | volume = 16 | issue = 3 | pages = 197–205 | date = July 2006 | pmid = 16808820 | doi = 10.1111/j.1552-6569.2006.00032.x }}</ref>.
 
მიელიტის ზოგიერთ შემთხვევაში [[ზურგის ტვინისტვინი]]ს ნივთიერების ნეკროზი შეიძლება საკმაოდ ღრმა იყოს. ზურგის ტვინის პარენქიმის ნეკროზი მიელიტის მქონე ავადმყოფს პერიოდულად შეიძლება მოემატოს რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩაითრიოს მიმდებარე დაუზიანებელი უბნებიც. საბოლოოდ მიელიტით დაზიანების დონეზე ზურგის ტვინი ზომებში მცირდება ნაწიბურის ზოლამდე, რომელიც წარმოდგენილია გლიის უჯრედებით. ასეთ მდგომარეობას კლინიკურ პრაქტიკაში აღნიშნავენ ტერმინით „პროგრესირებადი ნეკროტული მიელოპათია“. ხანდახან პროგრესირებადი ნეკროტული მიელოპათიის დროს პათოლოგიურ პროცესში ჩათრეულია მთელი ზურგის ტვინი („ნეკროტული პანმიელოპათია“). თუ ზურგის ტვინის განივი ნეკროტული დაზიანება პაციენტს უჩნდება მხედველობის ნერვის ნევრიტამდე ან ნევრიტის შემდეგ მალევე, ამ მდგომარეობას უწოდებენ დევიკის დაავადებას ანდა ოპტიკომიელიტს. შესაძლოა, რომ ასეთი ანთებითი მიელოპათია დაკავშირებული იყოს გაფანტულ სკლეროზთან, ხოლო ბევრი მათგანი გაფანტული სკლეროზის სახეობასაც წარმოადგენს<ref>{{cite web|url=http://myelitis.org|title=Transverse Myelitis Association - Advocating for individuals with rare neuro-immune disorders|author=|date=|website=The Transverse Myelitis Association|accessdate=21 March 2018}}</ref>.
 
==პათოგენეზი==
გამომწვევია ნეიროტროპული ვირუსები ან [[ვაქცინაცია|ვაქცინაციებისა]] და დემიელინიზირებადი პროცესების დროს განვითარებული ნეიროალერგიული რეაქციები, იშვიათად ჩირქმბადი ფლორა; დაზიანების მიდამოში, ჩვეულებრივ გულმკერდის ქვედა ნაწილში, აღინიშნება შეშუპება, ჰიპერემია, მრავლობითი თრომბირებული სისხლძარღვები პერივასკულური ანთებითი ფოკუსებით.
 
==ინფექციური მიელოპათია==
ზურგის ტვინის [[ვირუსები|ვირუსულ]] დაზიანებას ახლავს მიელიტის სპეციფიკური ტიპები. წარსულში ზურგის ტვინის ყველაზე გავრცელებული ინფექცია იყო პოლიომელიტი. დღესდღეობით ვირუსული მიელიტის ყველაზე ხშირი მიზეზი ხდება შემომსარტყლავი ჰერპესი, რომელიც თავიდან რადიკულარულ (ფესვურ) სიმპტომებს იძლევა. შემომსარტყლავი ჰერპესის დროს პათოლოგიური პროცესი მხოლოდ ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებას არ ეხება, როგორც ეს ხდება პოლიომიელიტის დროს. ავადმყოფების თავ-ზურგ-ტვინის სითხეში ყოველთვისაა ლიმფოციტები.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიელიტი“-დან