მიელიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
 
მიელიტის ზოგიერთ შემთხვევაში ზურგის ტვინის ნივთიერების ნეკროზი შეიძლება საკმაოდ ღრმა იყოს. ზურგის ტვინის პარენქიმის ნეკროზი მიელიტის მქონე ავადმყოფს პერიოდულად შეიძლება მოემატოს რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩაითრიოს მიმდებარე დაუზიანებელი უბნებიც. საბოლოოდ მიელიტით დაზიანების დონეზე ზურგის ტვინი ზომებში მცირდება ნაწიბურის ზოლამდე, რომელიც წარმოდგენილია გლიის უჯრედებით. ასეთ მდგომარეობას კლინიკურ პრაქტიკაში აღნიშნავენ ტერმინით „პროგრესირებადი ნეკროტული მიელოპათია“. ხანდახან პროგრესირებადი ნეკროტული მიელოპათიის დროს პათოლოგიურ პროცესში ჩათრეულია მთელი ზურგის ტვინი („ნეკროტული პანმიელოპათია“). თუ ზურგის ტვინის განივი ნეკროტული დაზიანება პაციენტს უჩნდება მხედველობის ნერვის ნევრიტამდე ან ნევრიტის შემდეგ მალევე, ამ მდგომარეობას უწოდებენ დევიკის დაავადებას ანდა ოპტიკომიელიტს. შესაძლოა, რომ ასეთი ანთებითი მიელოპათია დაკავშირებული იყოს გაფანტულ სკლეროზთან, ხოლო ბევრი მათგანი გაფანტული სკლეროზის სახეობასაც წარმოადგენს<ref>{{cite web|url=http://myelitis.org|title=Transverse Myelitis Association - Advocating for individuals with rare neuro-immune disorders|author=|date=|website=The Transverse Myelitis Association|accessdate=21 March 2018}}</ref>.
 
==პათოგენეზი==
გამომწვევია ნეიროტროპული ვირუსები ან ვაქცინაციებისა და დემიელინიზირებადი პროცესების დროს განვითარებული ნეიროალერგიული რეაქციები, იშვიათად ჩირქმბადი ფლორა; დაზიანების მიდამოში, ჩვეულებრივ გულმკერდის ქვედა ნაწილში, აღინიშნება შეშუპება, ჰიპერემია, მრავლობითი თრომბირებული სისხლძარღვები პერივასკულური ანთებითი ფოკუსებით.
 
==ინფექციური მიელოპათია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიელიტი“-დან